კატეგორიები

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სომხურ სათვისტომოს შეხვდა

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ ნებისმიერი თემი, მათ შორის სომხური, აფხაზეთში ერთიანი უნდა იყოს.

ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი მათთვის საერთო სამშობლოა და ერთად უნდა იშრომონ ე.წ. ქვეყნის სასარგებლოდ. "ყოველთვის გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც ჩვენს შორის განხეთქილების ჩამოგდებას შეეცდებიან. ამიტომ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რესპუბლიკის სასარგებლოდ ", - აღნიშნა დე ფაქტო ლიდერმა.


სომხური დიასპორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადგილობრივ სომხებს დე ფაქტო პრეზიდენტი ასეთი შემადგენლობით ხვდება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან აფხაზეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე.


კონფლიქტოლოგმა ლევან გერაძემ "პირველთან" საუბრისას დე ფაქტო პრეზიდენტისა და სომხური სათვისტომოს პირველი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა იმ საფრთხეების შეფასების შედეგია, რომელიც თვითმარქვია რეჟიმის წინაშე შეიძლება მომავალში დადგეს.


"საზოგადოებაში მუხტია და ამ მუხტის გასანეიტრალებლად სხვა შეხვედრებიც იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ გალის რაიონში ქართულ მოსახლეობასთანაც გარკვეული მოძრაობები დაიწყოს", - აღნიშნა გერაძემ.


მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური სათვისტომოს გავლენა იზრდება და ის ეკონომიკურიდან პოლიტიკურში გადადის.


"სომხური საზოგადოების გავლენა იზრდება, რაც აფხაზეთში ბევრს არ მოსწონს. მეორე ფაქტორია, რომ დე ფაქტო ხელისუფლებას სტაბილურობის შენარჩუნება სჭირდება იმ არჩევნების შემდეგ, რაც მათ თავიანთ ეროვნულ კრებაში ჩაატარეს და ნახეს, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიტუაციის გარდატეხა შეძლეს. ანქვაბიც არ არის ხელწამოსაკრავი პოლიტიკური ფიგურა აფხაზეთის რეალობაში და, როგორც ჩანს, რაღაც-რაღაცეები მოსალოდნელია, რასაც ლავროვის ვიზიტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს ", - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.


ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური სათვისტომო ერთ-ერთი ძლიერია. 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც აფხაზეთში ე.წ. სტატისტიკის სამსახურმა ჩაატარა, სომხები რაოდენობით მესამე ადგილზე არიან აფხაზებისა და ქართველების შემდეგ.



"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო.