პარლამენტის თავმჯდომარემ “კაზიმირ პულასკის“ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიმართა

“ახლა, ისე, როგორც არასდროს, გამოწვევების სირთულემ აჩვენა ერთიანობისა და სოლიდარობის საჭიროება. ჩვენ გვწამს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ნატო საუკეთესო პლატფორმაა“.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ვარშავაში, “კაზიმირ პულასკის ფონდის“ მიერ ორგანიზებული მრგვალ მაგიდაზე - „საქართველო ვარშავის ნატოს სამიტის შემდეგ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონისა და საქართველოში წინაშე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოსვლისას შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის როლსაც.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევრო-ატლანტიკური საზოგადოება მრავალფეროვანი და რთული გამოწვევების წინაშე დგას. მთავარ გამოწვევად ირაკლი კობახიძე რუსეთის რევანშისტული პოლიტიკა დაასახელა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჰიბრიდულ საფრთხეებზეც. „ე.წ. ჰიბრიდულმა საფრთხეებმა რთულად განსასხვავებელი გახადა ზღვარი სახელმწიფო და არა-სახელმწიფო აქტორებს შორის. ჰიბრიდულ ტაქტიკას ისევე შეუძლია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა, როგორც ჩვეულებრივ ომს. რუსეთმა ბრძოლის ორივე მეთოდი - ჩვეულებრივიც და არატრადიციულიც, გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ყოველდღიური აგრესია გრძელდება.როგორც მან აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსიას რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ სისტემებში ინტეგრაციის გზით. „ ქართული მიწა მავთულხლართებითაა მონიშნული; საოკუპაციო ხაზთან ადამიანთა გატაცება და პროვოკაციები, ჩვეულებრივი მოვლენაა. ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია და შეურაცხყოფა ასევე, სამწუხარო ნორმაა. გალის რაიონში ქართული ენის აკრძალვით, ბავშვები არა მხოლოდ მშობლიური ენაზე მიღებული განათლების, არამედ, სათანადო განათლების გარეშე დარჩნენ, რადგან პედაგოგები არ იყვნენ მზად ამ ცვლილებისთვის. სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არ აქვთ საერთაშორისო დამკვირვებლებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) არის ერთადერთი ადგილზე მყოფი საერთაშორისო მისია, მაგრამ მას აკრძალული აქვს შესვლა ოკუპირებულ ტერუტორიებზე. მაშასადამე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატის სრულად შესრულება არ ძალუძს.

მიუხედავად რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების პროვოკაციული ნაბიჯებისა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას, ექსკლუზიურად პოლიტიკურ და დიპლომატიურ გზებზე დაყრდნობით. ჩვენ ცალმხრივად დავდეთ პირობა ძალის არგამოყენების შესახებ და ვაგრძელებთ პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს დაძაბულობის დეესკალაციას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონსტრუქციულ მონაწილეობას და ყველაფერს აკეთებს, აღნიშნულ ფორმატში, შედეგზე ორიენტირებული დისკუსიისთვის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების საშუალებით შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკისკენ.  

“საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომ საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა დაევროპაშისაზღვრების გადაწევა შეჭრისა და ოკუპაციის გზით - მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა სამხედრო აგრესიამ ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია დრამატულად გააუარესა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სირიაში მიმდინარე კონფლიქტსა და „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო და მასთან ასოცირებული ტერორისტული ჯგუფები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ შუა აღმოსავლეთის მოწყვლად ქვეყნებს,არამედ ევროპასაც.

„არსებულმა უსაფრთხოების გარემომ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ცალკე აღებული არცერთი სახელმწიფო არ არის დაცული ასეთი მრავალფეროვანი საფრთხეებისგან. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ახლა, ისე, როგორც არასდროს, გამოწვევების სირთულემ აჩვენა ერთიანობისა და სოლიდარობის საჭიროება. ჩვენ გვწამს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, ნატო საუკეთესო პლატფორმაა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლზე  ისაუბრა.

„ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს და ევროკავშირის გაფართოებამ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ოცნება რეალობად აქცია. ეს არის  ორი მთავარი ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტი, რომლებმაც ევროპის უმეტესი ნაწილი უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკურ ჩარჩოში გააერთიანა, რომელიც საერთო ღირებულებებზე არის დაფუძნებული. უპირველეს ყოვლისა, ეს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ჩარჩო არის ის, რის გამოც, ჩვენ ვახორციელებთ ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის პოლიტიკას. ნატოსა და ევროკავშირში ჩვენს სწრაფვას ვხედავთ როგორც ბუნებრივ ოჯახში დაბრუნებას, რომელსაც საქართველო ეკუთვნის - ევროპულ ცივილიზაციაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პოლონეთმა ეს რთული ტრანზიცია წარმატებულად განახორციელა. „ახლა თქვენ არა მხოლოდ გესმით ჩვენი თავისუფალი ევროპისკენ სწრაფვის სურვილის, არამედ შეგიძლიათ და გვეხმარებით კიდეც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. 

„ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ასპირანტ ქვეყანას, ყველა გამოწვევის მიუხედავად, განავითაროს ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა და შეასრულოს ამ ინსტიტუციებში ინტეგრაციის დღის წესრიგი. გარდა ამისა, საქართველო არის უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო და კრიზისის მენეჯმენტის მისიებში მონაწილეობის საშუალებით. ჩვენ ვაგრძელებთ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის  სურვილისა და შესაძლებლობის დემონსტრირებას. ნატოს სამხედრო მისიებში მონაწილეობით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო მზადაა, საერთო უსაფრთხოების ტვირთი გაიზიაროს. საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება არის რეგიონული განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

ნატოს შავი ზღვის განზომილება უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. როგორც ასპირანტი ქვეყანა და სანდო პარტნიორი, საქართველო მხარს უჭერს ნატოს ძალისხმევას, გააძლიეროს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოება, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით, აქტიურად ვითანამშრომლოთ ალიანსთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას შეუძლია, წარმატებული თანამშრომლობისთვის მრავალი შესაძლებლობა შექმნას. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, ევროპის ენერგომამარაგების გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტური გზაა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო გზა რეგიონის ქვეყნების ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაფასებაა. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების მნიშვნელობა. „ნატოში მონტენეგროს გაწევრიანება მისასალმებელია, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს გაფართოება გრძელდება სხვა ასპირანტი ქვეყნების ჩათვლით. დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში „ღია კარის“ პოლიტიკის შეწყვეტა ან თუნდაც დროებით შეჩერება გამოიწვევს ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიზნებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც, მისი თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.

„საქართველო გახდა სამაგალითო ქვეყანა რეგიონში ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით. ჩვენ დავიწყეთ რეფორმების ახალი ტალღა, რომლის მთავარი მიზანია ქვეყნის მოდერნიზება და საქართველოს თავისუფლების, დემოკრატიის და კეთილდღეობის გზაზე შეუქცევადი სვლა. ეს ღირებულებებია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ამ ღირებულებების დაცვისა და პატივისცემის საუკეთესო გარანტიებს შექმნის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმაზე და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიზების პროცესს შეუქცევადს გახდის.

 „ჩვენ გვწამს, რომ პარლამენტი უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის ძლიერი ხმა, რომელიც მოახდენს გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის პრევენციას; თავიდან აიცილებს პოლიტიკური პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის საფრთხეს; ხელს შეუწყობს პარტიების პოლიტიკის ინსტიტუციონალიზებას და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას; გააძლიერებს საკანონმდებლო ზედამხედველობას; მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას. რაც მთავარია, კონსტიტუციური ცვლილებები გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა საკანონმდებლო ბაზას მეწარმეობის თავისუფლების, ინტერნეტის თავისუფლების და კარგ მმართველობაზე მოქალაქეთა უფლებების გაუმჯობესების გზით.

გარდა ამისა, საარჩევნო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები, არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების საშუალებით,მოახდენს დემოკრატიული სტანდარტების კონსოლიდაციას. პრეზიდენტის კომპეტენციებსა და ლეგიტიმაციას შორის არსებული დისპროპორცია აღმოიფხვრება. ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით აღიკვეთება ავტორიტარიზმისა და ძალაუფლების უზურპაციის საფრთხეები. 

ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრტიზების პროცესს შეუქცევადს გახდის. მაგრამ ამის მისაღწევად, ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორებისგან კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გვჭირდება“ ,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საფრთხეებთან გამკლავების საუკეთესო და ეფექტური გზა ერთად მოქმედება და ერთმანეთის დახმარებაა.


ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს.

არგენტინული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში შევიდა

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული არგენტინის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ნავში, სადაც 44-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფება, ჟანგბადის მარაგი უკვე იწურება.

პატრიარქი: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას, გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

აშშ-ში სუტენიორს 472 წელი – ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში კოლორადოს სასამართლომ 31 წლის ბროკ ფრანკლინს, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "გეპრატი" შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა.

ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე მისაბმელიანი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინდოეთში სტუდენტის თვითმკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ინდოეთის უნივერსიტეტში სტუდენტის თვითმკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები იმ ლექტორებს უპირისპირდებიან, რომელთა მხრიდან ბულინგმაც სტუდენტი სუიციდამდე მიიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

"სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება გადადო

კომპანია "სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო გუშინ დაგეგმილი TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადო. 

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

სპეცოპერაციით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო დაეხმარება თუ არა, უცნობია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

დღეს გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთში მიბრძანებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წირვის დაწყებამდე მრევლს თავისი დადგენილება გააცნო. 

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ური არიელს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გუშინდელი გაძვირების შემდეგ ნავთობი ისევ იაფდება

აშშ-ის ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გუშინდელი მაღალი ნახტომის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები კლების მიმართულებით წავიდა.

თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი იზმირის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას 1tv.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სპეცრაზმელები რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

სპეცოპერაციის ადგილზე, დაახლოებით, 8 ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა დაათვალიერეს. მათი განცხადებით, გარეგანი დათვალიერების შედეგად, დაახლოებით 8 საცხოვრებელ ბინას სრული რეაბილიტაცია სჭირდება.

სასტუმროები სპეცოპერაციით დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე სასტუმრომ და კერძო პირმა გამოთქვა დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ ფართის დათმობის მზაობა.