კატეგორიები

სახელმწიფო დუმა რუსეთის უშიშროების უფროსს „საინფორმაციო ომის“ თემაზე მოუსმენს

რუსეთის სახელმწიფო დუმა უახლოეს მომავალში „საინფორმაციო ომის“ თემაზე დახურულ სხდომას გამართავს, რომელსაც უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი დაესწრება.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, დახურულ სხდომაზე საუბარი შეეხება ამერიკული საინფორმაციო საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას.


ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის დუმამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. დეპუტატებმა საინფორმაციო პოლიტიკის საკითხთა კომიტეტს დაავალეს, შეისწავლოს რუსეთში „რადიო თავისუფლების, „ამერიკის ხმის“ ჟა სხვა ამერიკული მედია საშუალებების საქმიანობა. დუმის წევრებმა ამერიკული პრესა და არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთის წინააღმდეგ „საინფორმაციო ომის“ წარმოებაში დაადანაშაულეს, რომლის მიზანსაც, მათივე თქმით, აშშ–ის გლობალური დომინირების უზრუნველყოფა წარმოადგენს.


„ედინაია როსიას“ წევრის ვიაჩესლავ ნიკონოვის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს XVI საუკუნიდან აწარმოებს. „საინფორმაციო ომის“ ინსტრუმენტებს შორის ინტერნეტიც დასახელდა, კერძოდ, ინტერნეტ–არხი Youtube.


რადიო თავისუფალი ევროპა\რადიო თავისუფლება, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო არაკომერციული მედიაკორპორაციის შემადგენლობაში შედის, მიზნად დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფასეულობების გავრცელებას ისახავს.


რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა 1953 წელს დაიწყო მუწყებლობა. 1988 წელს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა შეწყვიტა ამ რადიოს სიგნალის ჩახშობა, ხოლო 1991 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის გადაწყვეტილებით, მოსკოვში რადიო თავისულფლების ბიურო გაიხსნა.



"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია უხელმძღვანელებს.

ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო.