კატეგორიები

ლიდერის ეტალონები ბათუმში

2017 წლის 22-23 მაისს, ბათუმი, კავკასიის მასშტაბით პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს (IBF Batumi) უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო „ეიფორიაში“ გაიმართება.

მასში მსოფლიო კლასის 6 სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმს მიესალმება ასევე საქართველოს ვიცეპრემიერ მინისტრი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.


„უნიკალური ფორმატის ბიზნეს ფორუმი აერთიანებს, ერთის მხრივ, მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფების წარმომადგენლებს, და მეორეს მხრივ – სტარტაპებს IBF-ის ფარგლებში ვიზიტორები დაესწრებიან 6 სპიკერის მასტერკლასებს“, - ამბობს ფორუმის დამფუძნებელი გუგა კობახიძე.


ფორუმის სპიკერები არიან:


პიერლუიჯი კოლინა ფიფამ წლის #1 მსაჯად 6-ჯერ აღიარა. დევიდ ბექჰემის თქმით, ის მსოფლიოს საუკეთესო მსაჯია. მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით.


დანანჯაია ჰეტიარაჩი გახლავთ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი საჯარო გამოსვლებში. ის არის ადამიანური რესურსების განვითარების ექპერტი. 


შონ ფიცპატრიკი რაგბის ლეგენდაა, ის ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების All Blacks-ის კაპიტანი იყო. მას ბიზნესსამყაროც იცნობს ქოუჩის სახით.


კევინ გასკელი პორშესა და ლამბორგინის ხელმძღავენელი იყო. CEO-სთვის საკმაოდ კრეატიული მიდგომით ბრენდებს მოაპოვებინა მილიარდებიანი პორტფელი.


მარშალ გოლდსმითი ორჯერ დაასახელეს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ლიდერშიპის მოაზროვნედ. ის ამერიკის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ქოუჩია.


ჯონ კინგი არის „ნიუ–იორკ თაიმს“–ისდა და „უოლ სთრით ჯორნალ“–ის ბესტსელერის Tribal Leadership-ის ავტორი, საერთაშორისოდ აღიარებული როგორც უფროსი მასწავლებელი, მწვრთნელი და ლიდერი.


ფორუმი სასტუმრო ეიფორიაში ორშაბათს, 22 მაისს 12.00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.


მედიისთვის სპიკერებთან კომუნიკაციის დრო: 11.15 - 12.15. აკრედიტაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe7vqI5e9gJ8vX5zyRFVFysRV-e4IzQI5zW4K1l1Vn1K-EQBw/viewform?c=0&w=1


კონტაქტი: 577 287070 ოთარ ქირია www.ibf.ge



ფინეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა

ფინეთის ქალაქ ტურკუში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ინციდენტის ქალაქის ცენტრში მოხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გაუძღვება

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით ის შეხვედრას გაუძღვება, რომლის მიზანია საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის  დაკვეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  დაბა ლაითურში წყალსადენის ქსელის მოწყობა დაიწყო. 

მკვლელობაში ბრალდებულის დედა შიმშილობის დაწყებას აანონსებს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილის დედის, ნინო შავგულიძის თქმით, თუ მისი შვილის უდანაშაულობა არ დამტკვიცდება, შიმშილობას დაიწყებს.

მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენიცა" ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განხილეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საზოგადოებას წარუდგინა "საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი".

სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.3895 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3885 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

ბარსელონის ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი წაუყენეს.

"ლეიბორისტულ პარტიას" სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები სამართალდამცველებმა სემეკიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. 

 

საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ბარსელონის ტერაქტში 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ

ბარსელონაში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 34 ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ სიაში საქართველო არ ფიგურირებს.

სემეკმა „თელასის“ სატარიფო განაცხადი წარმოებაში მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ "თელასის" სატარიფო განაცხადზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მის ხსოვნას პატივი მემორიალთან მიაგეს.

ბათუმში 58 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თამარის დასახლებაში მდებარე „სოციალურ სახლში“ 58 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 

სემეკში შალვა ნათელაშვილის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

სემეკში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა და კომისიას მოუწოდა, "თელასის" სატარიფო განაცხადების განხილვა გადაედო. 

"სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე" საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია ცხადდება

"ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, "სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე" მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს.