პეკინის გამზირის რეაბილიტაციის გამო რამდენიმე მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება

ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე 16 ივნისიდან მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. პეკინისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით. 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით. კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ. ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით. ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით. იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ. ანა კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით.

დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე  მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან.

კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.

პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.

ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემასაც შეეხება: გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის გავლით. გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან  შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა  და  ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

ვახუშტის ხიდიდან საბურთალოსა და გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ავა სააკაძის მოედანზე, მარჯვნივ მოხვევით გაივლის შარტავას ქუჩას, მობრუნდება ჟვანიას მოედანზე და პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაივლის ჯერ პეკინის ქუჩას, შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან გაუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით. ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკინის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდგომ მოძრაობას  ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს.


ისნის მეტროსთან მანქანა ქვეითს დაეჯახა

მეტროსადგური "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა 30-წლამდე კაცს დაეჯახა.

Black friday ჯიპიაი ჰოლდინგისგან – 24 %-იანი ფასდაკლება ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე

ჯიპიაი ჰოლდინგი “შავი პარასკევის“ აქციასთან  დაკავშირებით მომხარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე ფასდაკლებას სთავაზობს.

მერი: სპეცოპერაციით დაზიანებულ ბინებში დაბრუნებას აღდგენითი სამუშოების შემდეგ შეძლებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ.

რუსეთის დუმაში ნაღმს ეძებენ

მოსკოველი სამართალდამცავები ანონიმური შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო სათათბიროს შენობაში ნაღმს ეძებენ.

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მიღებული დეკლარაციით, სამიტის მონაწილეები პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს აღიარებენ.

გერმანელი მინისტრი -საქართველო ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა

„საქართველო ევროპაში,  ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა“ - გერმანიის ევროპის საკითხთა მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 5 ინიციატივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეტი წარმატებისთვის. 

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვყნებენ.

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და  გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.

ლინას ლინკევიჩიუსი: საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ლიტვა ქართველი მეგობრების გვერდში დგომას განაგრძობს.

ეგვიპტეში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ცნობებით, სულ მცირე 155 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დეპუტატის აზრით, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე გენდერული თანასწორობის საბჭომ თავისი საქმიანობის მიმოხილვა წარადგინა.

ჰოლდინგი - ClipArt-ის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს - ფოტოკოლაჟი

მედია გავრცელების სააგენტო ClipArt-ის თანამშრომლებმა დღეს სისხლი უანგაროდ გაიღეს. ისინი "სისხლის გადასხმის სადგურის" ბენეფიციარების დონორები გახდნენ.

კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7062 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7137 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.75 თეთრი შეადგინა.

25-26 ნოემბერს ყინვებია მოსალოდნელი - ციტრუსების მფლობელებს მოსავლის დროულად აღებას ურჩევენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 – 26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა სავრაუდოდ  -1, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საქართველოს პრემიერი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს შეხვდა.

„შავი პარასკევი“ თბილისში – მითითებული %-ისა და ფასის შეუთავსებლობა

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებები თბილისის მაღაზიებში დილის 10 საათიდან დაიწყო. მიუხედავად აქციისა, თბილისის ყველაზე აქტიურ ადგილზე, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიებში ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა.

თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საკრებულოს სხდომაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის დაღუპული წევრის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საგადასახადო კოდექსის ცვლილებები შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.