საქართველო-გერმანიის ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტები, ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ.

შესაბამის დოკუმენტს დღეს, ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და მიუნხენის საერთაშორისო ტექნიკური უნივერსიტეტის  მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა მოაწერეს.

შეთანხმების თანახმად, ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პროგრამების შემუშავებისას, ასევე მართვისა, სამეცნიერო თუ, ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში, გამოყენებული იქნება TUM International- ის ხარისხის მართვის სტანდარტები. ერთობლივი საორგანიზაციო ჯგუფი  ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების ყველა ეტაპზე ითანამშრომლებს, მათ შორის  გერმანელი სპეციალისტები ქართველ არქიტექტორებს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების პროცესშიც გაუწევენ კონსულტაციებს.

ხელშეკრულების თანახმად, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის უნივერსიტეტის შემადგენლობაში ინოვაციების ცენტრის, კლასტერების ჰაბის და გამოყენებითი კვლევების ცენტრის ჩამოყალიბება და პოტენციური ბიზნესპარტნიორების მოძიება. ერთობლივად შემუშავდება კონცეფცია ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრების განვითარების მიზნით, რაც ქუთაისის უნივერსიტეტს ხელს შეუწყობს გახდეს ცოდნისა და ინოვაციების ცენტრი რეგიონში.

მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM), რომელიც მე-19 საუკუნეში დაფუძნდა, 12 ფაკულტეტი აქვს, მათ შორის - საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებების, სოფლის მეურნეობის, კვების ტექნოლოგიის და სამედიცინო. უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს. ყოველწლიურად, 1000-ზე მეტი ხელშეკრულება ფორმდება წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. უნივერსიტეტის სტუდენტებმა 800–ზე მეტი "სტარტაპ კომპანია" დააფუძნეს. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს 40 000 სტუდენტი და 10 000 თანამშრომელი ჰყავს. უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს მიღებული აქვთ 13 ნობელის პრემია ფიზიკაში, ქიმიასა და მედიცინაში.


ისნის მეტროსთან მანქანა ქვეითს დაეჯახა

მეტროსადგური "ისნის" მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა 30-წლამდე კაცს დაეჯახა.

Black friday ჯიპიაი ჰოლდინგისგან – 24 %-იანი ფასდაკლება ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე

ჯიპიაი ჰოლდინგი “შავი პარასკევის“ აქციასთან  დაკავშირებით მომხარებელს ყველა სადაზღვევო პროდუქტზე ფასდაკლებას სთავაზობს.

მერი: სპეცოპერაციით დაზიანებულ ბინებში დაბრუნებას აღდგენითი სამუშოების შემდეგ შეძლებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში შესვლის შესაძლებლობა საგამოძიებო მოქმედებებისა და აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ექნებათ.

რუსეთის დუმაში ნაღმს ეძებენ

მოსკოველი სამართალდამცავები ანონიმური შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო სათათბიროს შენობაში ნაღმს ეძებენ.

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს

ევროკავშირი საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და არჩევანს კვლავ აღიარებს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე მიღებული დეკლარაციით, სამიტის მონაწილეები პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და არჩევანს აღიარებენ.

გერმანელი მინისტრი -საქართველო ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა

„საქართველო ევროპაში,  ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანაა“ - გერმანიის ევროპის საკითხთა მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 5 ინიციატივა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეტი წარმატებისთვის. 

ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს შემდგომ რეფორმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვყნებენ.

თბილისის მერი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომლის ნაწილშიც საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები და  გზის საფარის დაგების პროცესი დასრულებულია.

ლინას ლინკევიჩიუსი: საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ლიტვა ქართველი მეგობრების გვერდში დგომას განაგრძობს.

ეგვიპტეში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ცნობებით, სულ მცირე 155 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დეპუტატის აზრით, გენდერულად ნეიტრალური კანონმდებლობა აღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინაშე გენდერული თანასწორობის საბჭომ თავისი საქმიანობის მიმოხილვა წარადგინა.

ჰოლდინგი - ClipArt-ის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს - ფოტოკოლაჟი

მედია გავრცელების სააგენტო ClipArt-ის თანამშრომლებმა დღეს სისხლი უანგაროდ გაიღეს. ისინი "სისხლის გადასხმის სადგურის" ბენეფიციარების დონორები გახდნენ.

კონსერვატორიაში გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება

26 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამსახურებული და საპატიო პროფესორის გულიკო კარიაულის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

24 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7062 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7137 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.75 თეთრი შეადგინა.

25-26 ნოემბერს ყინვებია მოსალოდნელი - ციტრუსების მფლობელებს მოსავლის დროულად აღებას ურჩევენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 – 26 ნოემბერს, ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აჭარის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა სავრაუდოდ  -1, -4 გრადუსამდე დაიკლებს. 

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. 

ეგვიპტეში, მეჩეთში აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. აფეთქებას 54 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საქართველოს პრემიერი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპს შეხვდა.

„შავი პარასკევი“ თბილისში – მითითებული %-ისა და ფასის შეუთავსებლობა

„შავი პარასკევის“ ფასდაკლებები თბილისის მაღაზიებში დილის 10 საათიდან დაიწყო. მიუხედავად აქციისა, თბილისის ყველაზე აქტიურ ადგილზე, პეკინის გამზირზე მდებარე მაღაზიებში ხალხმრავლობა არ შეინიშნებოდა.

თბილისის საკრებულოს სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საკრებულოს სხდომაზე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სპეცდანიშნულების რაზმის დაღუპული წევრის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საგადასახადო კოდექსის ცვლილებები შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები რიგი საგადასახადო შეღავათების 2023 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.