კატეგორიები

სებ-ი საოპერაციო რისკების მართვის თემაზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, 19-21 ივნისს, საერთაშორისო კონფერენცია "მენაცემთა ხარისხის ზედამხედველობა" გაიხსნა. შეხვედრის მთავარი მიზანი ფინანსური რისკების განხილვაა.

კერძოდ, შეხვედრის მიზანი არის ფინანსური რისკების მონაცემთა გაერთიანებისა და რისკების დაფუძნებული ანგარიშგების პრინციპების განხილვა.


შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის: ნიდერლანდების, ავსტრიის, ბულგარეთის, ლატვიის, მაკედონიის, მოლდოვის, თურქეთის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბანკისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ფინანსური ინსტიტუტების ეფექტურ ზედამხედველობაზე. 


"ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობა ინფორმაციის სიზუსტისა და სანდოობაზე არის დამოკიდებული. გლობალური თვალსაზრისით, ზედამხედველები კომერციული ბანკებისგან აქტიურად მოითხოვენ მათი ოპერაციების მთავარი რისკების შეჯამებას და გაანალიზებას. ამ მხრივ, საინფორმაციო ტექნოლოგიები და დაკავშირებული მართვის საინფორმაციო სისტემები მხარდამჭერ როლს თამაშობენ. ასევე, ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუცილებელია არსებობდეს ერთიანი მიდგომა სხვადასხვა ფინანსური რისკების ეფექტურად სამართავად, რაც თავის მხრივ გულისხმობს ახლო კომუნიკაციას ბიზნესსა და ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიურ მხარეს შორის",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.


მისივე თქმით, კომერციული ბანკების გარდა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახლახან დაიწყო ფინანსური მონაცემების ხარისხის შეფასება და შესაბამისი ანგარიშგების პროცესის შესწავლა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.


კონფერენციაზე სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის მიერ, 2013 წლის იანვრის შემუშავებულ დოკუმენტზე, რომელიც მიზნად ისახავს საფინანსო ორგანიზაციებში რისკებთან დაკავშირებული მონაცემების გაერთიანებასა და ანგარიშგების პროცესების ეფექტიან მართვას.


მონაწილეებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და საბანკო საზედამხედველო ორგანიზაციის მიდგომები, მონაცემთა ხარისხის მართვასთან დაკავშირებით. ასევე, ბიზნეს უწყვეტობის მართვა და სხვა საოპერაციო რისკები, რაც უშუალოდ მონაცემების დამუშავებასა და ანგარიშგების პროცესს უკავშირდება.



ხანძარი თიანეთში - ადგილზე 25 მეხანძრე მუშაობს

თიანეთში ჟინვალის მისადგომებთან, სადაც გუშინ ხანძარი იყო, ცეცხლი კვლავ გაჩნდა. ინფორმაცია "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უთხრეს.

პრემიერმა პრეზიდენტს ხანძრის ჩასაქრობად "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი გლდანში გაჩნდა

თბილისში, გლდანში ხანძარია. ცეცხლი ხევში ბუჩქნარს უკიდია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

ბორჯომში, სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის ცნობით, ბორჯომის ხეობაში სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება.  

ხანძარი ლაგოდეხში - დამწვარია ნახევარი ჰექტარი ფართობი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.

პატრიარქი სტიქიასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში პარაკლისს აღავლენს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოში აზერბაიჯანმა დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოაგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, ბაქოდან საქართველოში დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოიგზავნა. ინფორმაციას 1tv.ge აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს

გორის მუნიციპალიტეტის ზემო ბოშურში ხანძარი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ატენიხ ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად, ტექნიკა ბორჯომის ხეობიდან წაიყვანეს.

ატენში მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება

ატენში ძლიერი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს უთხრეს, რომ ადგილზე მაშველი-მეხანძრეების მობილიზება ხდება.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ბორჯომის ხეობაში იმყოფება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ატენის ხეობაში ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლი წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი მსოფლიოში ყველაზე დიდია

ბელარუსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ვერტმფრენი МИ-26 მსოფლიოში ყველაზე დიდია. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26, საქართველოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.

ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ხურჩაშიც გაიხსნება.

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა

სომხეთიდან საქართველოში რვა სახანძრო ეკიპაჟი ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს. 

საქართველოს დასახმარებლად ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოაგზავნა

ხანძართან გასამკლავებლად საქართველოს ვერტმფრენი ბელარუსმაც გამოუგზავნა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროდან აცნობეს.

ბორჯომის ხეობაში ღამის განმავლობაში ვერტმფრენები ვერ იმუშავებენ

ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ღამის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პეკინის ქუჩაზე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. კომპანიამ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.