კატეგორიები

მინისტრი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმოადგენლი სწორ პოზიციას გაატარებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ მომავალაში ევროკავშირის სპეციალური წარმოადგენლის პოზიცია და ის ადამიანი, ვინც იქნება დანიშნული ამ პოსტზე, სწორ პოზიციას გაატარებს.

ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ჰერბერტ ზალბერის გაწვევის საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.


მისი თქმით, ჰერბერტ ზალბერის გაწვევის მიზეზი ცნობილი არ არის.


"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, რომლის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალაში ევროკავშირის სპეციალური წარმოადგენლის პოზიცია და ის ადამიანი, ვინც იქნება დანიშნული ამ პოზიციაზე, სწორ პოზიციას გაატარებს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა იქნება კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტური იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ ფორმატის ეფექტიანობას იმ მიზნების მიმართ, რის გარშემოც ის შეიქმნა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე", - განაცხადა ციხელაშვილმა.


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი, სავარაუდოდ, ერთ თვეში თანამდებობას დატოვებს.


ჰერბერტ ზალბერს დიპლომატიური სკანდალი უკავშირდება. მან ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რის შემდეგაც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.



UGTგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ყოფილი თანამშრომელების ინტერესებს ითვალისწინებს 

კომპანია „იუ-ჯი-თის“ განცხადებით, კომპანია მზად არის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების IT მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს, რაც მომსახურების ხარისხს გაზრდის.

კახა კალაძე „ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემის ჰუმანური გზით გადაწყვეტის პირობას დებს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას და თავშესაფრების ხელშეწყობას გეგმავს.

 

მექსიკის სანაპიროს ქარიშხალი უახლოვდება

მექსიკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს ქარიშხალი "პილარი" უახლოვდება. ტროპიკული შტორმი 75 კილომეტრი საათის სიჩქარით მოძრაობს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი წარადგინეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კოალიციური წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანი, ადვოკატი დავით ასათიანი წარადგინეს და არჩევნებში ოფიციალურად ჩაერთვნენ. 

თელავში, სოფელ შალაურში ახალგაზრდა კაცმა სამი თანასოფლელი დაჭრა

თელავის რაიონის სოფელ შალაურში ახალგაზრდა მამაკაცმა სამი თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა. 

კახა კალაძე ოპონენტებს ზაჰესის ხიდის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქრთველოს" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინოა  რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად
დეზინფორმაციას ავრცელებენ. 

დავით თარხან-მოურავმა „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე არ მისვლის გამო მოქალაქეები გააკრიტიკა

ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა აქციაზე მისული ხალხის სიმცირეს გაუსვა ხაზი და განცხადა, რომ ამის გამო ხელისუფლება „უარესს იზამს, ვიდრე აქამდე აკეთებდა“.

 "მრავალეროვანი საქართველო"  გარდაბანსა და ოზურგეთში მომხდარ ფაქტებს გმობს

 "მრავალეროვანი საქართველო" ოზურგეთსა და გარდაბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებს გმობს.

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების იარაღის საწყობები დაბომბა

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში ქურთი მებრძოლების იარაღის საწყობები დაბომბა. თურქეთს შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ავიადარტყმები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა.

 

"ოცნების" მერობის კანდიდატის თქმით, მისი ამომრჩევლის პროფესიას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ის ყველა ადამიანთან შეხვედრას მიესალმება,  აგნურჩევლად პროფესიისა.  

ჯუთაში ხანძარი სასტუმროს უახლოვდება

ტურისტის თაკო კიკალეიშვილის ცნობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთაში ზეთას მთაზე გაჩენილი ხანძარი სასტუმროს უახლოვდება. 

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით წაღვერში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს

ბორჯომის ხეობაში, წაღვერის ტყეში ხანძის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-3 დღეა მიმდინარეობს.
ასობით ცოცხალი ძალა და საჰაერო ავიაცია ცეცხლის ქრობით სამუშაოებშია ჩართული.



წნორში საცხოვრებელ შენობებთან  ახლოს  ხანძარი ლიკვიდირებულია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ბალახებს, ბუჩქებს და ეკალბარდებს გაუჩნდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომა დაინიშნა

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის მესამე მოსმენით მისაღებად, პარლამენტმა 26 სექტემბერს რიგგარეშე სხდომა დანიშნა.

 

ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება სწრაფი გადახდის აპარატითაც შესაძლებელია

„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბმა მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება ასწავლეს. 

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ირანი ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დადებული შეთანხმების ეფექტურობას ეჭვის ქვეშ აყენებს

 

ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ბოლნისის 10 სოფლის მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოეხსნება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

"ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე დელისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე დელისის ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდა. 

"ოცნების" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი  ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი ვაზისუბნის დასახლების პირველი მიკრორაიონის მე-15 და მე-16 კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდა.

ქუთაისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გოგი წულაია იქნება

ქუთაისში, ოპერის თეატრთან პარტია "თავისუფალი საქართველოსა" და "გაერთიანებული დემოკრატების" მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები და პატიული სიის ათეული წარადგინეს.