ბათუმს ახალი ელექტრო ავტობუსები მოემსახურება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, ბათუმს ახალი ავტობუსები მოემსახურება, რაც ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასესხო და საგრანტო ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა, ფრანსის მალიჟმა მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში ევრობანკს პირველად შემოჰყავს საკუთარი საქმიანობის ქვეყანაში ელექტრო ავტობუსები მუნიციპალურიტრანსპორტის სექტორში. პროექტი ხორციელდება ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში.

 

დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება რეგიონისთვისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რის შედეგადაც ბათუმის საქალაქო -სატრანსპორტო პარკს 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება. „მოგეხსენებათ, გაეროს მხარდაჭერით ბათუმში ხორციელდება პროექტი„მწვანე ქალაქები“, დღეს კი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ჩვენი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებისა დაევროპული სერვისების დანერგვისათვის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი პროექტი დაიგეგმა“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რისშედეგადაც ბათუმს 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება. პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანექალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე“ კაპიტალდაბანდების წახალისებს.

 

ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკურიმხარდაჭერის საკითხებში. ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებასუწყობს ხელს.

 

E5P ხელს უწყობს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგო ეფექტურობა, ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.ფონდი, ასევე, მხარს უჭერს დარგობრივი პოლიტიკის სფეროში წარმოებულ დიალოგს. E5P მიზნად ისახავს აღმოსავლეთიპარტნიორობის რეგიონში გრანტების საშუალებით კაპიტალდაბანდებების წახალისებას ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყალმომარაგებისადა კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივი ტრანსპორტი და ენერგოეფექტურობა საჯარო შენობებში.


საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით,თეთნულდზე მყოფი ტურისტი გარდაცვლილია

მესტიაში, თეთნულზე რამდენიმე დღის წინ დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილია.

წყალდიდობა რუსთავში  - გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები. გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

22-23 ივლისს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.

ოსლოში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

ოსლოს ცენტრში მდებარე მოედანზე ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გახსნეს. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ჩხოროწყუში მეტალურგიული კვლევისთვის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეს უბან ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.