საქართველოში "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმო გახსნა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან ერთად, ქარელში თევზის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ახალი თევზი“ გახსნა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.


„ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალასწარმოებასუზრუნველყოფს. საწარმოში 30ადამიანიადასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება.ამ ეტაპზე პროდუქციის100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.


კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო  311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


„სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი გრანტით შესაძლებელი გახდა ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, რომელიც ზოგადად დარგს და თევზის წარმოებას მიეხმარება. გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარება არის პრინციპულად საჭირო, რომ ჩვენ  სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორს, მათ შორის, თევზის წარმოებასშევუწყოთ ხელი. დღეისათვისჩვენს ბაზარზე,ძირითადად, იმპორტირებული თევზი და თევზის პროდუქტებია. ასეთი ტიპის საწარმოები ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, „ახალი თევზი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი თევზის გადამამუშავებელი ქართული  საწარმოა, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება რეგიონში საკალმახე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის.


აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტის ISO:22,000 აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა,  50%-ისდაფინანსებას USAID/REAP მოახდენს, ხოლო დარჩენილი 20%-ისგადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს. შპს „ახალი თევზი“  სერტიფიკატსნოემბრის თვეში აიღებს.


2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.


სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


მამუკა მდინარაძე - უკვე ნათელია, ვისგან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები

„უკვე ნათელია, ვისი მხრიდან გადიოდა „ჩატებიდან“ სხვადასხვა გზავნილები, რომელსაც საზოგადოება სატელევიზიო ეთერებიდან იგებდა” - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე.

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძის გაღიზიანება გამოწვეული უნდა იყოს მისი ორგანიზაციის დაუსაბუთებელი შემოსავლების გზების გახმაურების შიშით!

ჟურნალისტი თემურ ქორიძე საქართველოში არასამეწარეო იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნას და აღნიშნული ფაქტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

ჯივიპი ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას ანახლებს

ხვალ, 27 მარტს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულებს დაამონტაჟებს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გაიხსნა.

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის  ერთ-ერთი უდიდესი პროვინციის სიჩუანის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს შეხვდა.

თემურ ქორიძე: გიგა კობალაძე ცინიკურად ცრუობს!

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნის თაობაზე.

საქართველოს ელჩი მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის, Khazanah Nasional-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ნიკოლოზ  აფხაზავა მალაიზიის სახელმწიფო საინვესტიციო  ფონდის, Khazanah Nasional-ის ახლადდანიშნულ აღმა სრულებელ დირექტორს ინვესტიციების დარგში, ნიკ რიზალკამილს შეხვდა.

ირანის წყალდიდობა კადრებში

ირანში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, 119 დაშავდა.

ბექა ოდიშარია დუბლინში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, კომიტეტის თავმჯდომარის რანგში პირველი შეხვედრა დუბლინში, საქართველოს საელჩოში, ქართველ ემიგრანტებთან გამართა.

 

სოციალური მუშაკების გაფიცვა  კახეთშიც გრძელდება

"ვართ გაფიცულები თქვენი და ჩვენი უფლებების დასაცავად"- მეორე დღეა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მუშაკების კაბინეტებში ეს წარწერებია გამოკრული.

სადახლოზე, სარფსა და ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

14-24 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“, ,,სარფი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

,,მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია“ - საქართველოში ტექნოლოგიების პირველი ფესტივალი სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე გაიმართა.

დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.

დიდ დიღომში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში, N29 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სალვადორში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სალვადორის სანაპიროსთან, ქალაქ ლა-ლიბერტადთან მაგნიტუდით 5,6 მიწისძვრა მოხდა.

ლარის ახალი კურსი

26 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6892 ლარი შეადგინა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს  

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს. 

საგადასახადო სამართალდარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა  

18-24 მარტს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

25-26 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო

„აქსის თაუერსის“ - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო სივრცე საზეიმოდ გაიხსნა. 

ტერეზა მეი თანამდებობას 27 მარტს დატოვებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას 27 მარტს დატოვებს.