პროქტი Check in Georgia აქტიურ ფაზაში შედის

ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად განსაკურებით აქტიურ ფაზაში შედის პროექტიCheck in Georgia-ც. 

მიმდინარე და მომდევნო თვეებში არაერთი ღონისძებაა დაგეგმილი, მათ შორის BLACK SEA ARENA-ზე.


LINE UP


23 ივლისი- ქეთი მელუა და გორის კალთა კაპელა


1 აგვისტო - ერისიონი


5 აგვისტო - ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე


9 აგვისტო - ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები


15 აგვისტო - ირაკლი ჩარკვიანი


18 აგვისტო - ჯიპსი კინგი


21 აგვისტო - ნინო ქათამაძე


2 სექტემბერი - ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო


გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო ჯემ ფესტი. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები.


საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ივენთი და ტერიტორიაზეყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად (ნოემბერში) მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიას.


ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად.


საბავშვო ევროფესტივალის ტრანსილება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში ხდება და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს, ამასთან, კონკურსს გააშუქებენ ჟურნალისტები მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. ეს კიდევ ერთიშესაძლებლობაა, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა და ტურისტული პოტენციალი გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას.


ჩამოთვლილი ღონისძიებების გარდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წელს მიმდინაეობს და დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი მუსიკალური, სპორტული და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ერთი საერთო კონცეფციის - Check in Georgia-ს ქვეშ ერთიანდება. მათ შორის არტ გენი, ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს 8 რეგიონში, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის საერთაშორისო ფოტო ფესტივალი, თეატრალური ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, თელავის მუსიკალური ფესტივალი, თბილისის ბაროკოს ფესტივალი, ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშრისო მუსიკალური ფესტივალი, ქართული ღვინის დღე და ა. შ.


პროექტ Check in Georgia-ს კომპლექსური დატვირთვა აქვს ტურიზმის თვალსაზრისით. ის დამატებითი საშუალებაა ადგილზე ჩამოსულიტურისტებისთვის, რომ უკეთესი შთაბეჭდილებებით დატოვონ საქართველო. ამასთან, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კურორტებზე ტურისტული სეზონის გახანგრძლივების და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდის მიმართულებით.


პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისითაც. უცხოელი ვარსკვლავების კონცერტები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც დინამიური და უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას.


Check in Georgia მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის და ჩვენი შავი ზღვისპირა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ადგილობრივიმოსახლეობის შემოსავლების ზრდისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური ეფექტი.


 


საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება, როგორც საერთაშორისო სტანდარტის კულტურულიღონისძიებების ჩატარების სერიოზული ადგილი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემოსავლების ზრდასაც.


 


სროლას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა ოდესის ცენტრში ორმხრივი სროლის შედეგად. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რუსეთმა აზერბაიჯანში შეიარაღების ახალი პარტია გაგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ორი პოლიციელი.

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

"შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაკავებულ მომღერალს ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

მინსკში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

ლონდონში სინათლის ფესტივალი გაიხსნა

ინგლისის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი დაიწყო. ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ღამით, ანიმაციური პროექციით ანათებენ. ასევე, განათდება ცნობილი სატელეფონო ჯიხურები.

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

 

„საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“.

რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილეს ზეიმობენ

დღეს რუსთავში, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად, ქალაქის 70 წლისთავსაც ზეიმობენ. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა.

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია ხუთი ადამიანი

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაიღუპა.

პელე ჰოსპიტალიზებულია

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია.

 

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

პატრიარქი: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში, ნათლისღების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, იქადაგა.

კიბოს დიაგნოსტირება სისხლის ტესტით - უდიდესი მეცნიერული აღმოჩენა

მედიცინის დარგის მეცნიერებმა ერთ-ერთი უდიდესი მიზნისკენ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი - უნივერსალური სისხლის ტესტი Cancer seek კიბოს აღმოსაჩენად.

მინისტრის თქმით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.

20 იანვრიდან საქართველოში გამოიდარებს

20 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21-22 იანვარსაც. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს.

ბახტაძის თქმით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო.