საქართველოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

2017 წლის 17 ივლისს საქართველოს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეოსაქმეთა მინისტრი, რაშიდ მერედოვი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 

ვიზიტის ფარგლებში რაშიდ მერედოვმა შეხვედრა გამართა საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები.


2017 წელს აღინიშნება საქართველოს და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი, მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, ის პოზიტიური დინამიკა და მჭიდრო თანამშრომლობა რომელიც ორ ქვეყანას შორის განვილი პერიოდის მანძილზე ჩამოყალიბდა.


“ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს გამოხატული იქნა ძალიან მაღალი დონის ვიზიტებით, შეხვედრებით და დარწმუნებული ვარ, რომ აღებული ტემპით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს მივაღწევთ მომავალშიც. თურქმენეთი ძალიან დიდ როლს თამაშობს სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სატრანზიტო პროექტების განვითარების კუთხით და ჩვენ ამ მიმართულებებზე ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული მიზნები რათა ერთობლივად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიმუშაოთ ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაზე. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ასევე პირდაპირ ავიარეისებს. უფრო მეტ სატრანსპორტო კავშირებს, რათა ხალხთა შორის კონტაქტებს კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


საუბრისას დიდი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების, ორმხრივი ვაჭრობის და ტურიზმის საკითხებს. თურქმენეთის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.


მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილის, საგარეო საქმეთა მინისტრის, რაშიდ მერედოვის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ილია ელოშვილთან. ასევე, რაშიდ მერედოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.


თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი საქართველოდან 18 ივლისს გაემგზავრება.


სროლას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა ოდესის ცენტრში ორმხრივი სროლის შედეგად. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რუსეთმა აზერბაიჯანში შეიარაღების ახალი პარტია გაგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ორი პოლიციელი.

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

"შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაკავებულ მომღერალს ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

მინსკში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

ლონდონში სინათლის ფესტივალი გაიხსნა

ინგლისის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი დაიწყო. ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ღამით, ანიმაციური პროექციით ანათებენ. ასევე, განათდება ცნობილი სატელეფონო ჯიხურები.

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

 

„საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“.

რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილეს ზეიმობენ

დღეს რუსთავში, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად, ქალაქის 70 წლისთავსაც ზეიმობენ. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა.

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია ხუთი ადამიანი

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაიღუპა.

პელე ჰოსპიტალიზებულია

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია.

 

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

პატრიარქი: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში, ნათლისღების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, იქადაგა.

კიბოს დიაგნოსტირება სისხლის ტესტით - უდიდესი მეცნიერული აღმოჩენა

მედიცინის დარგის მეცნიერებმა ერთ-ერთი უდიდესი მიზნისკენ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი - უნივერსალური სისხლის ტესტი Cancer seek კიბოს აღმოსაჩენად.

მინისტრის თქმით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.

20 იანვრიდან საქართველოში გამოიდარებს

20 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21-22 იანვარსაც. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს.

ბახტაძის თქმით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო.