კატეგორიები

გაზზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი ძალაში ხვალიდან შევა

თბილისელი მომხმარებლებისთვის გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე თითქმის ნახევარი თეთრით გაიზარდა და 46.153 თეთრი გახდა. ასეთი გადაწყვეტილება სემეკმა 18 ივლისის სხდომაზე მიიღო.

სემეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან „პირველს“ აცნობეს, რომ ახალი ტარიფი ძალაში 20 ივლისიდან შევა და წლის ბოლომდე იმოქმედებს.


დღეის მდგომარეობით თბილისში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი 45.620 თეთრი ღირს.


ტარიფი ძალაში იქნება 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


სემეკის ცნობით, უწყების მიერ დადგენილი ტარიფი კუბურ მეტრზე 50,620 თეთრი იყო, მაგრამ რეალური ტარიფი, გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა, გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 5 თეთრით შეამცირეს.


ამდენად, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ცნობით, არ არის გამორიცხული, გამანაწილებელმა კომპანიებმა კოდევ გააფორმონ მემორანდუმი და დაწიონ ტარიფი, თუმცა ეს საკითხი სემეკის კომპეტენციებს სცილდება.


გუშინ სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის გაზის ტრანსპორტირების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 1,884 თეთრი იქნება.


"საქართველო გაზის ტრანსპორტირების" კომპანიამ ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკს 2017 წლის დასაწყისში მიმართა.


სამომხმარებლო ტარიფში გაზის ტრანსპორტირების წილი 1000 კბ.მ-ზე 13,5%–ს წეადგენს. შესაბამისად, შესაძლოა, ამ ცვლილებამ გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მოახდინოს მცირედი გავლენა.


მოსახლეობისთვის ახალი სამომხმარებლო ტარიფის ოდენობა ხვალ გამოცხადდება. ახალი ტარიფი 20 ივლისიდან ამოქმედდება.



პრემიერი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს

ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდანაც შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული შშმ პირი კომპანიის ავტოსადგომზე შეუძლოდ გახდა

"სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მეორე ჯგუფის შშმ პირი, რომელსაც საქარე მინაზე შშმ პირობის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა გაკრული, კომპანიის საჯარიმო ავტოსადგომზე 5 საათზე მეტი გააჩერეს, რის გამოც ის შეუძლოდ გახდა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არ მიიღებენ იმ ნორმას, რომელსაც უარყოფითი შეფასება ექნება

"არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება ვენეციის კომისიის უარყოფითი შეფასება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ შრი-ლანკაში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ კოლომბოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.  

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობას გააღრმავებს

"ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ.

კომიტეტის თანათავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარის საჯად კარიმის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი შეკითხვაა და მისი ზოგიერთი ასპექტი წინააღმდეგობრივია.

პირველი ვიცე-პრემიერი ჩინეთის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან.

დელისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, დელისის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად გამოცვალა. 

თემქაზე მომხდარი კაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თემქაზე დაჭრილი აშშ-ის მოქალაქის, 26 წლის კაცის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

პასპორტის უქონლობის გამო, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას ვერ გაასაჩივრებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პასპორტის უქონლობის გამო, ის ხელისუფლების მიერ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს.

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილმა ანტისემიტური განცხადების გამო პრესმდივანი გაათავისუფლა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ანტისემიტური განცხადებების გამო, პრესმდივანი დარინა ჩიჟი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულებისთვის 459 ათასი ლარი გამოიყოფა

ბათუმში, 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა ნახევარ მილიონამდე ლარით დაეხმარება. 

გომბორის ტყეში, სავარაუდოდ, ხანძარია

გომბორის ტყეში, სოფელ სასადილოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის შენობაში ნაღდი ფულის საწყობია.

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო გაიხსნა, საპატიო კონსულად კი "რომპეტროლ საქართველოს" მფლობელი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი დაინიშნა.

მზიურის პარკთან ავარია მოხდა

მზიურის პარკთან ავარია მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს დაეჯახა.

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია

გორიჯვრის მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს გაუჩნდა. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან  ერთად, ჩუღურეთის რაიონში ახლად გახსნილ N69 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.