ჰააგის ვერდიქტის მოლოდინში - 9 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ჰააგის სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებების გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა. რუსი ოკუპანტები კვლავ აბამენ მავთულხლართებს საქართველოს ტერიტორიაზე.

2016 წლიდან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო აგვისტოს ომის მოვლენებს მხოლოდ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით იძიებს. რუსეთი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და პროცესს შორიდან აკვირდება.


გამოძიებას აწარმოებს ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა. ამ ხანგრძლივი პროცესის ფარგლებში უკვე რუსეთის აგრესიის ბევრი მოწმე-მსხვერპლი დაიკითხა. მათი ზუსტი რაოდენობა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სახელდება.


საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი "პირველთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველო, გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან.


"საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ქართველთა ეთკინური წმენდის, ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობის საქმეზე და დამნაშავეები დაისაჯონ. პროკურორი მსხვერპლთა იდენტიფიცირების პროცესს აქტიურად აწარმოებს. ცხადია, დეტალებზე ინფორმაცია საჯარო არ არის, რადგან ეს გამოძიების ინტერესებისთვის არის მნიშვნელოვანი. სასამართლოს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულებთან, რადგან ისინი უშუალო მოწმეები არიან".


ბექა ძამაშვილის განმარტებით, ის გარემოება, რომ რუსეთი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, სასამართლოსთვის არ წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს, რადგან დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.


"რა თქმა უნდა, უმჯობესია, მსგავი გარემოება არ იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამოძიება შედეგს ვერ გამოიღებს. ჰააგის სასამართლო საქართველოში მიმდინარე პროცესს 2008 წლის 14 აგვისტოდან აკვირდება, თუმცა საგამოძიებო მოქმედება 2016 წლის 27 იანვრიდან დაიწყო. მათი წარმომადგენლები მუდმივად ახორციელებენ საგამოძიებო მოქმედებებს. ამ ომში ბევრი დაზარალებულია და მათგან შესაძლოა, ვინმეს თანამშრომლობა არ სურდეს, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია. საკმაოდ ბევრი დაზარალებული გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს. მათი უსაფრთხოებისთვის ჰააგის სასამართლო ყველა საჭირო ზომა აქვს გატარებული", - ამბობს "პირველთან" საუბარში ბექა ძამაშვილი.


რაც შეეხება პროცესის პოლიტიკურ ნაწილს, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის მოგვარებას ოკუპანტთან დიალოგის გზით ცდილობს, რისთვისაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს იყენებს. ის საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა და პირველი რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა.


მიუხედავად ამისა, რუსული მხარე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავს არ იკავებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს. ეს ვიზიტი მას შემდეგ დაანონსდა, რაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვია და ამერიკის სახელით, საქართველოს ოკუპანტის მისამართით მკაფიო მესიჯები კიდევ ერთხელ გააჟღერა.


მცოცავი ოკუპაცია


რუსეთის ოკუპანტობას საერთაშორისო საზოგადოება, ოფიციალური განცხადებების დონეზე 2008 წლიდან დღემდე, მკაფიოდ ადასტურებს, თუმცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ საგანგაშო სიტუაციაა.


რუსეთის საოკუპაციო ძალები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით, დღემდე ახოღციელებს საქართველოს იმ ტერიტორიების უკანონო ბორდერიზაციას, რომლის ფარგლებშიც აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ეფექტიან იურისდიქციას ვერ ახორციელებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებზე: დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლები; ფრონეს ხეობის სოფლები; ახალგორის რაიონი. ჯამში სამივე ტერიტოირულ ერთეულში წარმოდგენილია 103 სოფელი.


ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი მდგომარეობა ასეთია: კოდორის ხეობა / ზემო აფხაზეთის ზონის სოფლები (ჯამში 22 სოფელი).


"პირველს" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, რომ 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპანტებმა საქართველოს 83 მოქალაქე დააკავეს.


2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანია დაკავებული, რომელთაგან 132 გათავისუფლდა (ერთი პირი გათავისუფლდა 2017 წელს, ხოლო ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაშია).


ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სუს-ის მიერ 193 უკანონო დაკავება იქნა რეგისტრირებული. მათი უმეტესობა ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებია.


აგვისტოს ომის შედეგები


2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747 ადამიანი.


ომში დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.


ოსმა სეპარატისტებმა წამებით მოკლეს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედრო გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


საკუთარი საცხოვრებელი სახლი თითქმის 150 ათასმა ადამიანმა დატოვა.


დღემდე, დევნილობაში 30 ათასამდე ადამიანი რჩება.


2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნო.


მოგვიანებით, 2008 წლის 23 ოქტომბერს საქართველომ მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლითაც განსაზღვრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი და იქ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი დაადგინა.


რუსეთის ფედერაცია დღემდე აკონტროლებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.


 


ეკა ჭიღლაძე



პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დაინახა, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი სწორია

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას, კახა კალაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

კახა კალაძე: ძალიან ემოციური დღეა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დღეს ემოციური დღეა.

20:30  საათზე  ჩანიშნული ცესკოს ბრიფინგი 20 წუთით გადაიდო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცენტრალურ საარჩვენო კომისიის პირველი ბრიფინგი, რომელიც 20:30 საათზე იყო ჩანიშნული 20 წუთოთ გადიდო.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაძლოა სურათი შეიცვალოს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემები ექვს საათზე გამოქვეყნდა და შესაძლოა, საარჩევნო სურათი შეიცვალოს. 

პრემიერის თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" გამარჯვების დასადასტურებლად ცესკო-ს შედეგებს ელოდება.

ეგზიტპოლის თანახმად, "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს.

ვაკა გორგილაძე მშვიდობიანობის და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გამორჩეული არჩევნებია

პოლიტანალიტიკოსის ვაკა გორგილაძის შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები. 

წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დასრულდა. "ედისონ რისერჩის" წინასწარი მონაცემებით, რომელიც 6 საათის მდგომარეობას ასახავს, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საბოლოო შედეგები საზოგადოების არჩევანის უტყუარი დასტურია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

რა შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური - ხმის მიცემის პროცესი სრულდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 20 წუთი დარჩა. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.

ავარია თბილისში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც ქალი მართავდა, ქვეითს დაეჯახა.

ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა

ქუთაისში, მეასე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა, თუმცა ამომრჩეველი ირწმუნება, რომ მას ხმა არ მიუცია.

რუსთავში პატარძალი ქორწილიდან არჩევნებზე მივიდა

რუსთავში, პატარძალი ქორწილიდან საარჩევნო უბანზე მივიდა. მან მოქალაქეობრივი ვალი #26-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა

სააგენტო "პირველის" ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. ექსპერტის აზრით, არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა.

ICDI ცნობით, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით ამომრჩველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა  

„თავისუფალი პლატფორმის“  წევრი დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი  (ICDI ) თვითმმართველობისა არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა

მარნეულში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც მოხდა.

„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე

არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში  დაფიქსირებულ დარღვევებზე  „თავისუფალი პლატფორმის“  წევრი  ორგანიზაცია „ვაკვირდების“  ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ასპინძაში "ოცნების" წარმომადგენლებს "ქართული მარშის" წევრებმა სიები წაართვეს (ვიდეო)

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში "ქართული მარშის" წევრებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

ცესკოს ცნობით, 17:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე 1262809 მოქალაქე გამოცხადდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა. 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.