სანქციების გვერდის ავლით, ENOC-მა საქართველოზე გასატარებელი ნავთობი ირანში გადატვირთა

სანქციების მიუხედავად, ENOC თეირანს თურქმენული ნავთობით ამარაგებს. კომპანიებმა "Dragon Oil"-მა და "ENOC"-მა ირანში ნავთობის მორიგი პარტია ჩაიტანეს, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისთვის იყო გამიზნული.

ეს ამ თვეში რუსული დროშის ქვეშ მცურავი "ВФ Танкер-20"-ის მეორე რეისია. მან თურქმენული ნავთობი პორტ ნეკაში ჩამოტვირთა.


ცნობისთვის, ივლისის ბოლოს "ВФ Танкер-20" კომპანია "Dragon Oil"-ის ნავთობით დაიტვირთა, რის შემდეგაც ბაქოს პორტში დადგა. თუმცა, პორტში გარკვეული პერიოდი ლოდინი მოუწია, რადგან გემის ბორტზე არადეკლარირებული ნავთობი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მან გეზი ირანისკენ აიღო და ტვირთი ირანის ნავთობის ნაციონალური კომპანია "NIOC"-ის ტერმინალში ჩამოტვირთა.


7 აგვისტოს "ВФ Танкер-20" თურქმენეთის პორტ ალაჯაში ნავთობის ახალი პარტიით დაიტვირთა და აზერბაიჯანის მიმართულებით დაიძრა. თუმცა, თურქმენეთის ტერიტორიული წყლებიდან გასვლის შემდეგ, გემმა გეზი სამხრეთისკენ აიღო და ირანის პორტ ნეკაში შევიდა.

როგორც ჩანს, გემის ეს მანევრი იმით არის გამოწვეული, რომ ნავთობზე სატვირთო და საბაჟო დოკუმენტებს "Dragon Oil" და "ENOC" აფორმებენ. დოკუმენტებში ნავთობის ჩამოტვირთვის ადგილად მითითებულია აზერბაიჯანი, ბაქო, საიდანაც ნავთობის შემდეგი ტრანზიტი ევროპაში ივარაუდება. აღსანიშნავია, რომ თურქმენეთის ხელისუფლებას თურქმენული ნავთობის ირანში ტრანზიტის ნებართვა არ გაუცია.


არ გამოირიცხება, რომ "Dragon Oil" მსგავს ნებართვას საერთოდ ვერ მიიღებს, რადგან თურქმენეთსა და ირანს შორის ურთიერთობები გაცივდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ირანში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის გამო გაუარესდა. ირანული მხარე აპირებს, თურქმენეთის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლოს.


გარდა ამისა, გემის ასეთი მანევრი შესაძლოა აიხსნას "Dragon Oil"-სა და "ENOC"-ის მცდელობით, დამალონ ირანში ნავთობის ტრანზიტი. ამით კი თავი აირიდონ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევას.


შეგახსენებთ, რომ NIOC (ირანის ნაციონალური ნავთობის კომპანია) და NICO (NIOC-ის სავაჭრო სტრუქტურა) და მათი ქვედანაყოფები სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდნენ.


ამჟამად "Dragon Oil" და "ENOC" მესამე გემს "ВФ Танкер-13"-ს ტვირთავენ. აიღებს თუ არა გეზს აღნიშნული გემი ირანის მიმართულებით და აირიდებს თუ არა ამერიკულ სანქციებსა და თურქმენეთის საბაჟო რეგულაციებს, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.



ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება

"აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება – ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა". 

პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის ცემისთვის დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ა.კ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თურქეთმა აფრინის რაიონში ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბა

თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე მყოფი ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან კიდევ ერთხელ დაბომბა. 

თურქეთმა აფრინის რაიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თურქეთმა საბრძოლო დახმარება აღმოუჩინა ოპოზიციურ "სირიის თავისუფლების არმიის" მებრძოლებს ქურთთა სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკაში 31 წლის ქართველი ექიმი მოკლეს

ამერიკაში 31 წლის ქართველი, დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.
"პირველს" ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის ქალაქ ლუისვილში მოხდა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა. 

იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. 

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გლდანში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.კ. თბილისში დააკავეს. 

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დაპარტამენტში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან ზღვის ძუძუმწოვრის(დელფინის) გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება.

სამებაში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 708 ბავშვს მონათლავს. 

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში სასტუმრო "ინტერკონტინენტალზე" თავდასხმისას სულ მცირე ხუთი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს ცნობით, თავდამსხმელები ლიკვიდირებულები არიან.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს დაინიშნა

31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

ქაბულში სასტუმროში შეჭრილი ტერორისტებიდან ორი ლიკვიდირებულია

"სპეცრაზმელებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს", - განუცხადა BBC-ს ქაბულის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასტრა რაჰიმიმ.

გიორგი ჭანტურიას დის დაკითხვა დასრულდა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას დაკითხვა დასრულდა. 

ქაბულის ერთ-ერთ სასტუმროში 4 ტერორისტი შეიჭრა - თავდამსხმელები სტუმრებს ესვრიან

ქაბულის სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ცეცხლი სტუმრების მისამართით გახსნეს. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მიზნები საბოლოოდ ჩამოაყალიბეს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისი ქმედებები დაგეგმეს.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული  გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 50 წლამდე ქალის გვამი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.