კახა კალაძე: სწორი მოდელია, როდესაც პარკინგის მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, სწორი მოდელია, როდესაც პარკირების მენეჯმენტს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.

„ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება მძღოლებისა და ფეხით მოსიარულეების ინტერესები და სათანადოდ იქნება დაცული მათი უფლებები. თბილისელების მიერ გადახდილი თითოეული თეთრი ვინმეს ჯიბეში კი არ წავა, არამედ პირდაპირ იქნება მიმართული ქალაქის ბიუჯეტში და მთლიანად მოხმარდება პარკირების პროექტების განხორციელებას. ეს არის ის, რაც სჭირდებათ თბილისელებს", - აღნიშნული განცხადება პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალ ვიდეომიმართვაში გააკეთა, რომელიც დღეს გავრცელდა.


კახა კალაძემ ვიდეომიმართვა მთლიანად პარკირების პრობლემას და მისი მოგვარების გზებს მიუძღვნა.


„როგორც მოგეხსენებათ, წლების წინ გაფორმდა მიუღებელი და არასწორი ვალდებულებებით დატვირთული ხელშეკრულება, რამაც თბილისელებს რეალურად მოუტანა ძალიან ბევრი ჯარიმა და ნაკლები ადგილი პარკირებისთვის. თბილისის საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი, ქაოტური პარკირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობაა. პარკინგის მართვა ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ადგილების შემოხაზვა, მონიშვნა თეთრი საღებავით და არც თუნდაც ჯარიმების გამოწერა. მე მგონია, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ რაც უფრო ნაკლები მანქანის გასაჩერებელი ადგილი იქნება ქალაქში, მით უფრო მეტ ჯარიმას გამოწერს კერძო კომპანია. ეს, შეიძლება ითქვას, ინტერესთა კონფლიქტია. ჩვენ ვისმენთ შეუსწავლელ, პოპულიზმისკენ მიმართულ ვერსიებს - ხან ახალი კომპანიის შემოსვლაზე, ხან ბიუჯეტიდან ვიღაცის გასტუმრებაზე, რაც, მგონია, რომ კიდევ უფრო დააწვება თითოეულ თბილისელს ჯიბეზე. რეალურად ეს არის თბილისელების დისკომფორტის გადამისამართება ერთი კომპანიიდან მეორეზე და არა იმ პრობლემის რეალურად აღმოფხვრა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ამიტომაც, საჭიროა საკითხის მიმართ სწორი სამართლებრივი და კომპლექსური მიდგომა და სწორი გამოსავლის პოვნა",- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.



პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დაინახა, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი სწორია

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას, კახა კალაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

კახა კალაძე: ძალიან ემოციური დღეა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დღეს ემოციური დღეა.

20:30  საათზე  ჩანიშნული ცესკოს ბრიფინგი 20 წუთით გადაიდო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცენტრალურ საარჩვენო კომისიის პირველი ბრიფინგი, რომელიც 20:30 საათზე იყო ჩანიშნული 20 წუთოთ გადიდო.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაძლოა სურათი შეიცვალოს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემები ექვს საათზე გამოქვეყნდა და შესაძლოა, საარჩევნო სურათი შეიცვალოს. 

პრემიერის თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" გამარჯვების დასადასტურებლად ცესკო-ს შედეგებს ელოდება.

ეგზიტპოლის თანახმად, "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს.

ვაკა გორგილაძე მშვიდობიანობის და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გამორჩეული არჩევნებია

პოლიტანალიტიკოსის ვაკა გორგილაძის შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები. 

წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დასრულდა. "ედისონ რისერჩის" წინასწარი მონაცემებით, რომელიც 6 საათის მდგომარეობას ასახავს, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საბოლოო შედეგები საზოგადოების არჩევანის უტყუარი დასტურია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

რა შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური - ხმის მიცემის პროცესი სრულდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 20 წუთი დარჩა. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.

ავარია თბილისში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც ქალი მართავდა, ქვეითს დაეჯახა.

ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა

ქუთაისში, მეასე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა, თუმცა ამომრჩეველი ირწმუნება, რომ მას ხმა არ მიუცია.

რუსთავში პატარძალი ქორწილიდან არჩევნებზე მივიდა

რუსთავში, პატარძალი ქორწილიდან საარჩევნო უბანზე მივიდა. მან მოქალაქეობრივი ვალი #26-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა

სააგენტო "პირველის" ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. ექსპერტის აზრით, არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა.

ICDI ცნობით, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით ამომრჩველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა  

„თავისუფალი პლატფორმის“  წევრი დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი  (ICDI ) თვითმმართველობისა არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა

მარნეულში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც მოხდა.

„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე

არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში  დაფიქსირებულ დარღვევებზე  „თავისუფალი პლატფორმის“  წევრი  ორგანიზაცია „ვაკვირდების“  ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ასპინძაში "ოცნების" წარმომადგენლებს "ქართული მარშის" წევრებმა სიები წაართვეს (ვიდეო)

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში "ქართული მარშის" წევრებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

ცესკოს ცნობით, 17:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე 1262809 მოქალაქე გამოცხადდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა. 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.