აშშ რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სოხუმში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს.

"შეერთებული შტატები პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში, განიხილავს, როგორც არათანმიმდევრულსა და შეუფერებელს ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი პრინციპების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც თავად რუსეთია", – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.


"შეერთებული შტატები სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები 2008 წლის ომამდელ პოზიციაზე ამავე წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და გადახედოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას", – აღნიშნულია განცხადებაში.


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა და ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ტერიტორიებს.



პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დაინახა, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი სწორია

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას, კახა კალაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

კახა კალაძე: ძალიან ემოციური დღეა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დღეს ემოციური დღეა.

20:30  საათზე  ჩანიშნული ცესკოს ბრიფინგი 20 წუთით გადაიდო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცენტრალურ საარჩვენო კომისიის პირველი ბრიფინგი, რომელიც 20:30 საათზე იყო ჩანიშნული 20 წუთოთ გადიდო.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაძლოა სურათი შეიცვალოს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემები ექვს საათზე გამოქვეყნდა და შესაძლოა, საარჩევნო სურათი შეიცვალოს. 

პრემიერის თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" გამარჯვების დასადასტურებლად ცესკო-ს შედეგებს ელოდება.

ეგზიტპოლის თანახმად, "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს.

ვაკა გორგილაძე მშვიდობიანობის და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გამორჩეული არჩევნებია

პოლიტანალიტიკოსის ვაკა გორგილაძის შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები. 

წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დასრულდა. "ედისონ რისერჩის" წინასწარი მონაცემებით, რომელიც 6 საათის მდგომარეობას ასახავს, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საბოლოო შედეგები საზოგადოების არჩევანის უტყუარი დასტურია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

რა შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური - ხმის მიცემის პროცესი სრულდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 20 წუთი დარჩა. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.

ავარია თბილისში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც ქალი მართავდა, ქვეითს დაეჯახა.

ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა

ქუთაისში, მეასე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა, თუმცა ამომრჩეველი ირწმუნება, რომ მას ხმა არ მიუცია.

რუსთავში პატარძალი ქორწილიდან არჩევნებზე მივიდა

რუსთავში, პატარძალი ქორწილიდან საარჩევნო უბანზე მივიდა. მან მოქალაქეობრივი ვალი #26-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა

სააგენტო "პირველის" ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. ექსპერტის აზრით, არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა.

ICDI ცნობით, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით ამომრჩველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა  

„თავისუფალი პლატფორმის“  წევრი დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი  (ICDI ) თვითმმართველობისა არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა

მარნეულში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც მოხდა.

„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე

არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში  დაფიქსირებულ დარღვევებზე  „თავისუფალი პლატფორმის“  წევრი  ორგანიზაცია „ვაკვირდების“  ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ასპინძაში "ოცნების" წარმომადგენლებს "ქართული მარშის" წევრებმა სიები წაართვეს (ვიდეო)

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში "ქართული მარშის" წევრებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

ცესკოს ცნობით, 17:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე 1262809 მოქალაქე გამოცხადდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა. 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.