პრემიერმა მეხანძრე-მაშველებს მთაწმინდაზე რთული სამუშაოს შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრისას გმირობა გამოიჩინეს და უმოკლეს ვადაში ურთულეს რელიეფზე ძალიან რთული სამუშაო შეასრულეს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მეხანძრეებმა შეუძლებელი შეძლეს, რის შედეგადაც, სულ რამდენიმე საათში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა.


"ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც, ვფიქრობთ, მართლაც გამორჩეული გმირობის შედეგია. ბატონო გიორგი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს.


მთავრობის მეთაურმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.

"ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია და ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში", - აღნიშნა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა ზღვისპირეთსა და პლაჟებზე მაშველების მიერ ბოლო პერიოდში ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებაც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გამართული ფუნქციონირება.


"თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გასაძლიერებელი. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ სტრუქტურის მუშაობა ამ გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც, ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთაწმინდაზე ხანძარი 8 აგვისტოს, საღამოს საათებში გაჩნდა, რომლის შედეგადაც 2 ჰექტარი დაიწვა.



პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დაინახა, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი სწორია

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას, კახა კალაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

კახა კალაძე: ძალიან ემოციური დღეა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დღეს ემოციური დღეა.

20:30  საათზე  ჩანიშნული ცესკოს ბრიფინგი 20 წუთით გადაიდო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცენტრალურ საარჩვენო კომისიის პირველი ბრიფინგი, რომელიც 20:30 საათზე იყო ჩანიშნული 20 წუთოთ გადიდო.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაძლოა სურათი შეიცვალოს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემები ექვს საათზე გამოქვეყნდა და შესაძლოა, საარჩევნო სურათი შეიცვალოს. 

პრემიერის თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" გამარჯვების დასადასტურებლად ცესკო-ს შედეგებს ელოდება.

ეგზიტპოლის თანახმად, "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს.

ვაკა გორგილაძე მშვიდობიანობის და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გამორჩეული არჩევნებია

პოლიტანალიტიკოსის ვაკა გორგილაძის შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები. 

წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დასრულდა. "ედისონ რისერჩის" წინასწარი მონაცემებით, რომელიც 6 საათის მდგომარეობას ასახავს, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საბოლოო შედეგები საზოგადოების არჩევანის უტყუარი დასტურია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

რა შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური - ხმის მიცემის პროცესი სრულდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 20 წუთი დარჩა. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.

ავარია თბილისში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც ქალი მართავდა, ქვეითს დაეჯახა.

ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა

ქუთაისში, მეასე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა, თუმცა ამომრჩეველი ირწმუნება, რომ მას ხმა არ მიუცია.

რუსთავში პატარძალი ქორწილიდან არჩევნებზე მივიდა

რუსთავში, პატარძალი ქორწილიდან საარჩევნო უბანზე მივიდა. მან მოქალაქეობრივი ვალი #26-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა

სააგენტო "პირველის" ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. ექსპერტის აზრით, არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა.

ICDI ცნობით, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით ამომრჩველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა  

„თავისუფალი პლატფორმის“  წევრი დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი  (ICDI ) თვითმმართველობისა არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა

მარნეულში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც მოხდა.

„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე

არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში  დაფიქსირებულ დარღვევებზე  „თავისუფალი პლატფორმის“  წევრი  ორგანიზაცია „ვაკვირდების“  ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ასპინძაში "ოცნების" წარმომადგენლებს "ქართული მარშის" წევრებმა სიები წაართვეს (ვიდეო)

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში "ქართული მარშის" წევრებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

ცესკოს ცნობით, 17:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე 1262809 მოქალაქე გამოცხადდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა. 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.