ლიტერატურული კონკურსის – "მოდინახეს" საფინალო დაჯილდოება 13 აგვისტოს სხვიტორში გაიმართება

13 აგვისტოს ლიტერატურული კონკურსის "მოდინახეს" მონაწილეებს საჩხერე, სხვიტორის აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი უმასპინძლებს. დაჯილდოების ცერემონია 14:30 საათზე დაიწყება.

როგორც „კვირას“ პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა როლანდ ხოჯანაშვილმა განუცხადა, საკონკურსოდ სულ 100-ზე მეტი ლექსი შევიდა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თამარ წოწორიამ 10 ფინალური ლექსი შეარჩია. ეს 10 ლექსი შემდგომ ჟიურის 7 წევრს დამოუკიდებლად, უგვარ-სახელოდ გადაეგზავნა, რომლებმაც ლექსები 10-ბალიანი სისტემით შეაფასეს.



13 აგვისტოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული, მათ, შესაბამისად, გადაეცემათ 500, 300, და 200 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები.



„პროექტის გენერალური სპონსორია "ჯორჯიან მანგანეზი", ასევე, არაერთი სახელმწიფო სტრუქტურა გვიჭერს მხარს, მათ შორის არის ეროვნული ბიბლიოთეკა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელმაც ათივე ფინალისტისთვის გამოყო სასაჩუქრე პაკეტები, არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს და ასევე, არიან ფიზიკური პირებიც. საფინალო დღეს გაიცემა სიმპათიის პრიზები, რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სავარაუდოდ, საჩხერის თვითმმართველობა დააწესებს… ასე რომ, „მოდინახე“ თავის ფინალისტებსა და მეგობრებს 13 აგვისტოს ელოდება სხვიტორში. რათა ორგანიზებულად და გეგმის მიხედვით შევძლოთ კონკურსის ფინალის წარმართვა", – აღნიშნა როლანდ ხოჯანაშვილმა.



ფინალისტები არტტურის ფარგლებში მიწვეულნი არიან საჩხერეში, დაათვალიერებენ ა. წერეთლის სახლ-მუზეუმს და ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობებს.



ცნობისთვის: ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ 2014 წელს „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური სპონსორობით და ჟურნალისტ როლანდ ხოჯანაშვილის ინიციატივით დაარსდა.



კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, გაზეთი „ინდუსტრიული მაცნე“ და მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“. საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.



გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო: საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის ბორის ჯონსონის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4894 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4864 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.3 თეთრი შეადგინა.

თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

თბილისში, ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

 

ექსპერტის პროგნოზით, დიდი პოლიტიკური ამბიციების გამო, კალაძე კარგი მერი იქნება

თბილისის ახალი მერის არჩევის შემდეგ ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორი მერი იქნება კახა კალაძე. ამ თემაზე სააგენტო "პირველი" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის მაგალითია

ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა განაცხადა, რომ  საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ოქტომბერს, გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქუჩა №4 და №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სესია გაიმართა

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სესია მისასალმებელი სიტყვით გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა გახსნა.

გრიცის მტკიცებით, „ეხო მოსკვის“ წამყვანი მის ქვეცნობიერში შეღწევის გამო დაჭრა

სოციალურ ქსელში რადიო „ეხო მოსკვის“ წამყვანზე თავდამსხმელის, წარმოშობით ქართველის, ისრაელის მოქალაქის ბორის გრიცის დაკითხვის ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც დაკავებული თავისი ქმედების მიზეზებს განმარტავს.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით "თბილისიმარათონის" ბავშვთა გარბენი გაიმართა

22 ოქტომბერს დედაქალაქში "თბილისიმარათონი 2017" გაიმართა, რომელშიც 2300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. საქველმოქმედო გარბენში 600-მდე უცხოელი, ბავშვები და მოზრდილები ჩაერთვნენ.

თბილისში სპეცოპერაცია ტარდება

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვარკეთილში არიან მობილიზებულნი. 

ჰოლივუდელი რეჟისორი 40 ქალის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული

ჰოლივუდელი რეჟისორი და მწერალი ჯეიმს ტობაკი, რომელიც 1991 წელს ნომინირებული იყო საუკეთესო სცენარისთვის, 40 ქალის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული.

რუს ჟურნალისტზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტზე ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი, ამჟამად ისრაელში მცხოვრები ბორის გრიცია.

მსოფლიო პრემიერის შემდეგ ზაზა ურუშაძის "აღსარების" თბილისური პრემიერა 26 ოქტომბერს შედგება

ქართველი რეჟისორის ფილმის "აღსარების" თბილისური პრემიერა კინოთეატრებში  26 ოქტომბერს გაიმართება. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეასრულებს

თბილისის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს

"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

ძალოსნების რეკორდი - ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე 27 მედალი მოიპოვეს

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს.

 

პატრიარქის განცხადებით, მას ბევრი უფიქრია ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლის აშენებაზე

ილია მეორის განცხადებით, მას ბევრი უფიქრია ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს აშენებაზე, რათა უცხოეთიდან ჩამომსვლელ მომლოცველებსა და მეცნიერებს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ნაწილების ნახვა შეძლებოდათ.

საქართველომ და გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდი „SPAR“ საქართველოს საცალო ვაჭრობაში ახალ ფორმატს ამუშავებს: უბნის ფორმატის მარკეტშივე ინტეგრირებული კაფეს სივრცე. 

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე საუბრობს.