დედოფლისწყაროს გამგებელი ქვემო ქედის მოსახლეობას შეხვდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დღეს, 10 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის მშობლიური სოფლის, ქვემო ქედის, მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც სოფლის ცენტრში გაიმართა, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის გამგებლის ინიციატივა - "ერთი დღე სოფელში", რომელიც კვლავ აქტიურად გრძელდება. გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ქვემო ქედელებისგან პირადად მოისმინა ის საკითხები თუ პრობლემები, რომლებიც მათ სოფელში აწუხებთ და მათ აღუთქვა, რომ სოფელში არსებული ყველა პრობლემა უმოკლეს ვადაში მოგვარდება.



გამგებელი სოფლების მოსახლეობას "საქართველოს წითელი ჯვრის" დედოფლისწყაროს ფილიალის ექიმებთან ერთად ხვდება. მათ ქვემო ქედის მაცხოვრებლებს დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს, კერძოდ: ექოსკოპიური, კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლის საერთო ანალიზი. ყველა პაციენტს მიეცა შესაბამისი დანიშნულება. გაცნობებთ, რომ დედოფლისწყაროს გამგებელი მსგავსი ტიპის შეხვედრებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ჩაატარებს.



გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო: საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის ბორის ჯონსონის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4894 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4864 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.3 თეთრი შეადგინა.

თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

თბილისში, ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

 

ექსპერტის პროგნოზით, დიდი პოლიტიკური ამბიციების გამო, კალაძე კარგი მერი იქნება

თბილისის ახალი მერის არჩევის შემდეგ ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორი მერი იქნება კახა კალაძე. ამ თემაზე სააგენტო "პირველი" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის მაგალითია

ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა განაცხადა, რომ  საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ოქტომბერს, გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქუჩა №4 და №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სესია გაიმართა

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სესია მისასალმებელი სიტყვით გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა გახსნა.

გრიცის მტკიცებით, „ეხო მოსკვის“ წამყვანი მის ქვეცნობიერში შეღწევის გამო დაჭრა

სოციალურ ქსელში რადიო „ეხო მოსკვის“ წამყვანზე თავდამსხმელის, წარმოშობით ქართველის, ისრაელის მოქალაქის ბორის გრიცის დაკითხვის ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც დაკავებული თავისი ქმედების მიზეზებს განმარტავს.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით "თბილისიმარათონის" ბავშვთა გარბენი გაიმართა

22 ოქტომბერს დედაქალაქში "თბილისიმარათონი 2017" გაიმართა, რომელშიც 2300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. საქველმოქმედო გარბენში 600-მდე უცხოელი, ბავშვები და მოზრდილები ჩაერთვნენ.

თბილისში სპეცოპერაცია ტარდება

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვარკეთილში არიან მობილიზებულნი. 

ჰოლივუდელი რეჟისორი 40 ქალის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული

ჰოლივუდელი რეჟისორი და მწერალი ჯეიმს ტობაკი, რომელიც 1991 წელს ნომინირებული იყო საუკეთესო სცენარისთვის, 40 ქალის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული.

რუს ჟურნალისტზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტზე ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი, ამჟამად ისრაელში მცხოვრები ბორის გრიცია.

მსოფლიო პრემიერის შემდეგ ზაზა ურუშაძის "აღსარების" თბილისური პრემიერა 26 ოქტომბერს შედგება

ქართველი რეჟისორის ფილმის "აღსარების" თბილისური პრემიერა კინოთეატრებში  26 ოქტომბერს გაიმართება. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეასრულებს

თბილისის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს

"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

ძალოსნების რეკორდი - ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე 27 მედალი მოიპოვეს

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს.

 

პატრიარქის განცხადებით, მას ბევრი უფიქრია ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლის აშენებაზე

ილია მეორის განცხადებით, მას ბევრი უფიქრია ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს აშენებაზე, რათა უცხოეთიდან ჩამომსვლელ მომლოცველებსა და მეცნიერებს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ნაწილების ნახვა შეძლებოდათ.

საქართველომ და გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდი „SPAR“ საქართველოს საცალო ვაჭრობაში ახალ ფორმატს ამუშავებს: უბნის ფორმატის მარკეტშივე ინტეგრირებული კაფეს სივრცე. 

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე საუბრობს.