სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეწარმეებთან რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.


 


"რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


 


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა.


 


"კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის, გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი", - აღნიშნა სამანიშვილმა.


 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად, მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ამ გადაწყვეტილებას კერძოს სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.


 


გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.


 


ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.


 


გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.



გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო: საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის ბორის ჯონსონის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ამბიციაა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4894 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4864 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.3 თეთრი შეადგინა.

თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად ორი პირი დააკავეს

თბილისში, ვარკეთილში, სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი ერთ-ერთი ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

 

ექსპერტის პროგნოზით, დიდი პოლიტიკური ამბიციების გამო, კალაძე კარგი მერი იქნება

თბილისის ახალი მერის არჩევის შემდეგ ყველაზე აქტუალური კითხვაა, როგორი მერი იქნება კახა კალაძე. ამ თემაზე სააგენტო "პირველი" ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის მაგალითია

ამერიკისა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა განაცხადა, რომ  საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების მაგალითია.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ოქტომბერს, გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქუჩა №4 და №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სესია გაიმართა

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. სესია მისასალმებელი სიტყვით გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა გახსნა.

გრიცის მტკიცებით, „ეხო მოსკვის“ წამყვანი მის ქვეცნობიერში შეღწევის გამო დაჭრა

სოციალურ ქსელში რადიო „ეხო მოსკვის“ წამყვანზე თავდამსხმელის, წარმოშობით ქართველის, ისრაელის მოქალაქის ბორის გრიცის დაკითხვის ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც დაკავებული თავისი ქმედების მიზეზებს განმარტავს.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით "თბილისიმარათონის" ბავშვთა გარბენი გაიმართა

22 ოქტომბერს დედაქალაქში "თბილისიმარათონი 2017" გაიმართა, რომელშიც 2300-მდე ადამიანი მონაწილეობდა. საქველმოქმედო გარბენში 600-მდე უცხოელი, ბავშვები და მოზრდილები ჩაერთვნენ.

თბილისში სპეცოპერაცია ტარდება

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვარკეთილში არიან მობილიზებულნი. 

ჰოლივუდელი რეჟისორი 40 ქალის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული

ჰოლივუდელი რეჟისორი და მწერალი ჯეიმს ტობაკი, რომელიც 1991 წელს ნომინირებული იყო საუკეთესო სცენარისთვის, 40 ქალის სექსუალურ შევიწროებაშია ბრალდებული.

რუს ჟურნალისტზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი აღმოჩნდა

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ჟურნალისტზე ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი წარმოშობით ქართველი, ამჟამად ისრაელში მცხოვრები ბორის გრიცია.

მსოფლიო პრემიერის შემდეგ ზაზა ურუშაძის "აღსარების" თბილისური პრემიერა 26 ოქტომბერს შედგება

ქართველი რეჟისორის ფილმის "აღსარების" თბილისური პრემიერა კინოთეატრებში  26 ოქტომბერს გაიმართება. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის 33-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

კახა კალაძე თბილისის მერის მოვალეობას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეასრულებს

თბილისის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეუდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს

"დინამო თბილისი" ფიბა ევროპის თასზე მორიგ მატჩს 25 ოქტომბერს გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ „კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

ძალოსნების რეკორდი - ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე 27 მედალი მოიპოვეს

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 27 მედალი მოიპოვეს.

 

პატრიარქის განცხადებით, მას ბევრი უფიქრია ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლის აშენებაზე

ილია მეორის განცხადებით, მას ბევრი უფიქრია ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს აშენებაზე, რათა უცხოეთიდან ჩამომსვლელ მომლოცველებსა და მეცნიერებს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ნაწილების ნახვა შეძლებოდათ.

საქართველომ და გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროსა და ბრიტანეთის წამყვანი კვლევითი ცენტრის „უილტონ პარკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

SPAR საქართველო უბნის ფორმატის მარკეტებში კაფეს სივრცეს ამატებს

სუპერმარკეტების საერთაშორისო ბრენდი „SPAR“ საქართველოს საცალო ვაჭრობაში ახალ ფორმატს ამუშავებს: უბნის ფორმატის მარკეტშივე ინტეგრირებული კაფეს სივრცე. 

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერსპექტივები

ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე საუბრობს.