საგარეო სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ნაბიჯები

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.

მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900-მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.


 


აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.


 


რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას.


 


საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.


 


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს.


ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით ორი ჰექტარი მიწა შემოღობეს.



რუსი ოკუპანტები საქართველოს ე.წ. ბორდერიზაციას აქტიურად ახორციელებენ. მათ "საზღვრები" ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებით სოფელ არცევთან და ორჭოსანი-ყარაფილის მიმდებარე ტერიტორიაზე აგვისტოს დასაწყისშიც მონიშნეს.



2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირება განახორციელა და დღემდე აკონტროლებს ამ ტერიტორიებს.
 



პრემიერის თქმით, მოსახლეობამ დაინახა, რომ ქვეყნის მიერ აღებული კურსი სწორია

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას, კახა კალაძეს და "ქართული ოცნების" გუნდს დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

კახა კალაძე: ძალიან ემოციური დღეა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ დღეს ემოციური დღეა.

20:30  საათზე  ჩანიშნული ცესკოს ბრიფინგი 20 წუთით გადაიდო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცენტრალურ საარჩვენო კომისიის პირველი ბრიფინგი, რომელიც 20:30 საათზე იყო ჩანიშნული 20 წუთოთ გადიდო.

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის განცხადებით, შესაძლოა სურათი შეიცვალოს

"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემები ექვს საათზე გამოქვეყნდა და შესაძლოა, საარჩევნო სურათი შეიცვალოს. 

პრემიერის თქმით, ეს არჩევნები დემოკრატიისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი გუნდი "ქართული ოცნების" გამარჯვების დასადასტურებლად ცესკო-ს შედეგებს ელოდება.

ეგზიტპოლის თანახმად, "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს

"ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართული ოცნება" 58.00%-ით ლიდერობს.

ვაკა გორგილაძე მშვიდობიანობის და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გამორჩეული არჩევნებია

პოლიტანალიტიკოსის ვაკა გორგილაძის შეფასებით, არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება შეფასდეს, როგორც ყველაზე მშვიდობიანი არჩევნები. 

წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დასრულდა. "ედისონ რისერჩის" წინასწარი მონაცემებით, რომელიც 6 საათის მდგომარეობას ასახავს, "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.

თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საბოლოო შედეგები საზოგადოების არჩევანის უტყუარი დასტურია

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა.

რა შემთხვევაში გაიმართება მეორე ტური - ხმის მიცემის პროცესი სრულდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე 20 წუთი დარჩა. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.

ავარია თბილისში - მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, მეტრო "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც ქალი მართავდა, ქვეითს დაეჯახა.

ქუთაისში საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა

ქუთაისში, მეასე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეს განუცხადეს, რომ ხელზე მარკირება აღენიშნებოდა, თუმცა ამომრჩეველი ირწმუნება, რომ მას ხმა არ მიუცია.

რუსთავში პატარძალი ქორწილიდან არჩევნებზე მივიდა

რუსთავში, პატარძალი ქორწილიდან საარჩევნო უბანზე მივიდა. მან მოქალაქეობრივი ვალი #26-ე საარჩევნო უბანზე მოიხადა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა

სააგენტო "პირველის" ეთერში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ და ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ თვითმმართველობის არჩევნები მიმოიხილეს. ექსპერტის აზრით, არჩევნები მხოლოდ კადრების როტაციაა.

ICDI ცნობით, 2014 წლის არჩევნებთან შეადრებით ამომრჩველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდა  

„თავისუფალი პლატფორმის“  წევრი დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი  (ICDI ) თვითმმართველობისა არჩევნებზე გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა

მარნეულში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, მარნეულში დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც მოხდა.

„თავისუფალი პლატფორმის“ საგანგებო განცხადება 17:00 საათამდე დაფიქსირებულ დარღვევებზე

არჩევნებზე 12:00 დან 17:00 საათის შუალედში  დაფიქსირებულ დარღვევებზე  „თავისუფალი პლატფორმის“  წევრი  ორგანიზაცია „ვაკვირდების“  ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ასპინძაში "ოცნების" წარმომადგენლებს "ქართული მარშის" წევრებმა სიები წაართვეს (ვიდეო)

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში "ქართული მარშის" წევრებმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. 

17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა

ცესკოს ცნობით, 17:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე 1262809 მოქალაქე გამოცხადდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71% შეადგინა. 

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მომხრეთა მხრიდან დარღვევები ფიქსირდება.