ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, მთავრობასა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "სიდა" და სახალხო დამცველის აპარატმა, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექპერტებთან კონსულტაციით, მოამზადეს საბაზისო კვლევა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. საბაზისო კვლევის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე, კვლევის განხილვა მოხდება ყველა დაინტერსებულ მხარესთან - სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ბიზნეს სექტორთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საბოლოო შედეგის მიღებამდე, მათი რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული.


საბაზისო კვლევის ანგარიში 2017 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება. აღნიშნული კვლევა მოიცავს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკის ანალიზს. სწორედ ამ კვლევის შედეგები დაედება საფუძვლად ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამ წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის ნაწილი იქნება.


"უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობის კანცელარია, სახალხო დამცველის ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებს საბაზისო კვლევას ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში, რომლის ამოცანაც ამ ეტაპზე არის განისაზღვროს, თუ რა საკანონმდებლო ხარვეზებია, ასევე პოლიტიკის დონეზე რა ხარვეზები არსებობს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში. ამას უახლოეს პერიოდში დაეფუძნება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში მთავრობის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების პროცესი. კვლევა რამდენი მიმართულებით არის ორგანიზებული. ის მოიცავს როგორც გარემოს დაცვის სფეროს, ასევე ადამიანის უფლებების სხვა სფეროებსაც", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.


კვლევის დაწყებამდე, დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებმა, თბილისში, ორდღიანი ტრენინგი გამართეს, რომელიც მიზნად ისახავდა იმ პირების სათანადო მომზადებას, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებდნენ, საბაზისო კვლევის განხორციელებაში, ასევე 2018-2020 წლებისთვის "ბიზნესის და ადამიანის უფლებების" მიმართულებით, მთავრობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.


2016-2017 წლების მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში ასახულია ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისებისთვის, და რაც ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვასა და უზრუნველყოფს ქვეყანაში მდგრად ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. სამოქმედო გეგმის შემუშავების საწყის ეტაპს წარმოადგენს ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.


ღონისძიება დაფინანსებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" მეშვეობით. ევრო კავშირის მოცემული 4 მილიონიანი პროექტი მხარს უჭერს და ახალისებს 2014-2020 წლებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულებასა და მონიტორინგს.



საკაბელო ტელევიზიებს, რომლებმაც 6 არხი გათიშეს, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს

"Media Right Georgia"-ს დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური აცხადებს, რომ 40-მდე საკაბელო ოპერატორი, რომლებმაც 6 ტელევიზიას ბოიკოტი განუცხადა და მაუწყებლობიდან გათიშა, საერთო ჯამში, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

"რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა

40-მდე საკაბელო ოპერატორი "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა. მიზეზი, ტრანზიტზე ავტორიზებული პირების თქმით, თანხაა, რომელსაც აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებს სთხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

ღია ცის ქვეშ ფოტოპროექტის „ამოისუნთქე იმედით“ პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა, ბოლო მონაცემებით, ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოროშენკომ სააკაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმაღლეს რადას მიმართავს და კონსტიტუციაში სადეპუტატო იმუნიტეტის შეცვლას სთავაზობს. 

ტრამპი კორეაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7-8 ნოემბერს კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სამხრეთ კორეის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიევში სააკაშვილის აქცია დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით.

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართალდამცველების შუამდგომლობა და საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შეგროვების მოტივით გადადო.

ამერიკელმა კაცმა მეუღლე რუსი ქალის გამო ააფეთქა

ვისკონსინის შტატის 59 წლის მცხოვრებმა სტივენ პირუსმა, რომელმაც საკუთარი მეუღლე საცხოვრებელ სახლში ააფეთქა, რუს ქალზე აპირებდა დაქორწინებას. ინფორმაციას NBC საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ "რვა თვეზე მეტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის".

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ.

შსს-ს მაშველები ოზურგეთში მწყემსს დაეხმარნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა.