პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სპეციალური განცხადება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ცნობილი აპლიკაცია Sarahah-ის შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს: 

რა წერია წესებსა და პირობებში?
 
Sarahah-ის წესები და პირობები საკმაოდ მოკლედ და მარტივად არის დაწერილი. აპლიკაცია აცხადებს, რომ ყველა მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს ეთიკის ფარგლებში და თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან. საიტი იტოვებს უფლებას დაბლოკოს ნებისმიერი მომხმარებელი და წაშალოს ნებისმიერი მესიჯი ან ანგარიში, თუ ამას ვებგვერდის მენეჯმენტი საჭიროდ მიიჩნევს. Sarahah ასევე, უფლებას იტოვებს მოგწეროთ e-mail-ები, მათზე უარის თქმის შესაძლებლობით.


მოკლე ჩამონათვალის ბოლოს 2 საყურადღებო პუნქტია. პირველი მათგანი წესებისა და პირობების ცვლილებას ეხება, მეორე კი აპლიკაციის პასუხისმგებლობას ზიანთან დაკავშირებით.


„ჩვენ გვაქვს წესებისა და პირობების ცვლილების უფლება საჭიროების შემთხვევაში“ - აცხადებს აპლიკაცია. ის, ასევე, იხსნის პასუხისმგებლობას შეტყობინებების შინაარსთან დაკავშირებით. „ვებსაიტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების შინაარსზე პასუხისმგებლები მათი შემქმნელები არიან და Sarahah არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც კონტენტის ან საიტის სერვისების გამოყენების შედეგად შეიძლება დადგეს.“ -  ნათქვამია დოკუმენტში.



მომხმარებლის რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Sarahah?
 
კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში კომპანია ამბობს, რომ აგროვებს ვებსაიტზე ვიზიტის თარიღსა და დროს, ასევე ინტერნეტპროტოკოლის (IP) მონაცემებს. ბრაუზერის ტიპსა და იმ ვებგვერდის URL-ს, რომელმაც Sarahah-ზე გადაგამისამართათ. აქვე აპლიკაცია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მიზნით გროვდებოდეს.


რაც შეეხება ინფორმაციის გამჟღავნებას, კომპანია ირწმუნება, რომ ყოველთვის დაიცავს თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას, რომელსაც ის იღებს. ამავე დროს კი აცხადებს: „ჩვენ არასოდეს გავამჟღავნებთ ამ ინფორმაციას, თუ ეს არ იქნება კანონის მოთხოვნა, ან თუ არ მივიჩნევთ, რომ ეს პროცედურა საჭირო ან სასურველია კანონმდებლობის მოთხოვნების შესასრულებლად, ამ ვებსაიტის საკუთრების უფლების დასაცავად, ან საიტისგან სარგებლის მიმღები სხვა მხარეების დასაცავად.“


ვებგვერდი გპირდებათ, რომ არასოდეს მიჰყიდის თქვენ მიერ მიწოდებულ მონაცემებს მესამე მხარეს მარკეტინგისთვის თქვენი წინასწარი და წერილობითი თანხმობის გარეშე. გამონაკლისად სახელდება მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომელიც სტატისტიკისა და კვლევისთვისაა საჭირო და იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა.


„ჩვენ არასოდეს გავყიდით, გავცვლით ან გავამჟღავნებთ ნებისმიერ ინფორმაციას მესამე მხარეებთან ამ ვებსაიტისა და ჩვენს ქსელში ჩართული საიტების გარეთ. ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იურიდიული პირის ან ორგანიზაციის ბრძანების შემთხვევაში“  ნათქვამია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. თუმცა არ არის დაკონკრეტებული ვინ იგულისხმება იურიდიულ პირებში და ორგანიზაციებში, ან რა სახის ბრძანებაზე შეიძლება იყოს საუბარი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.


რაც შეეხება Privacy Policy-ს ცვლილებას, აპლიკაცია მოდიფიკაციის უფლებას აქაც იტოვებს: „ჩვენ გვაქვს მონაცემთა კონფიდენციალურობის წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის უფლება საჭიროების შემთხვევაში.“ - ნათქვამია დოკუმენტში.



ამჟღავნებს თუ არა Sarahah მესიჯების ავტორების ვინაობას?
 
ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც დღეს Sarahah-ის მომხმარებლებს აწუხებთ. ამას ადასტურებს აპლიკაციის ვებგვერდზე გამოტანილი ხშირად დასმული კითხვებიც (FAQ), სადაც ეს შეკითხვა ნომერ პირველია.


„Sarahah არ გაამჟღავნებს საიტზე შესული (logged in) მესიჯების ავტორების ვინაობას მათი თანხმობის გარეშე“ - პასუხობს აპლიკაცია. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მესიჯის გაგზავნა საიტზე შესვლისა და რეგისტრაციის გარეშეც არის შესაძლებელი.


ამავე დროს, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას შინაარსთან დაკავშირებულ ზიანზე, რომელიც შეიძლება მომხმარებელს მიადგეს. „Sarahah არ არის პასუხისმგებელი შინაარსსა ან ზიანზე, რომელიც საიტის მომსახურების გამოყენების შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.“ - ამბობს ვებგვერდი.



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, „ვეთანხმები“ ღილაკზე დაჭერამდე:


ყურადღებით გაეცნოთ აპლიკაციის წესებსა და პირობებს, გააანალიზოთ, რა მასშტაბის წვდომას ითხოვენ თქვენს მონაცემებზე მომსახურების სანაცვლოდ, შეაფასოთ აპლიკაციის/ვებგვერდის სანდოობა და გააკეთოთ ინფორმირებული არჩევანი. 



 
 
 
 
 
 
 



საკაბელო ტელევიზიებს, რომლებმაც 6 არხი გათიშეს, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს

"Media Right Georgia"-ს დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური აცხადებს, რომ 40-მდე საკაბელო ოპერატორი, რომლებმაც 6 ტელევიზიას ბოიკოტი განუცხადა და მაუწყებლობიდან გათიშა, საერთო ჯამში, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

"რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა

40-მდე საკაბელო ოპერატორი "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა. მიზეზი, ტრანზიტზე ავტორიზებული პირების თქმით, თანხაა, რომელსაც აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებს სთხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

ღია ცის ქვეშ ფოტოპროექტის „ამოისუნთქე იმედით“ პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა, ბოლო მონაცემებით, ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოროშენკომ სააკაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმაღლეს რადას მიმართავს და კონსტიტუციაში სადეპუტატო იმუნიტეტის შეცვლას სთავაზობს. 

ტრამპი კორეაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7-8 ნოემბერს კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სამხრეთ კორეის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიევში სააკაშვილის აქცია დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით.

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართალდამცველების შუამდგომლობა და საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შეგროვების მოტივით გადადო.

ამერიკელმა კაცმა მეუღლე რუსი ქალის გამო ააფეთქა

ვისკონსინის შტატის 59 წლის მცხოვრებმა სტივენ პირუსმა, რომელმაც საკუთარი მეუღლე საცხოვრებელ სახლში ააფეთქა, რუს ქალზე აპირებდა დაქორწინებას. ინფორმაციას NBC საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ "რვა თვეზე მეტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის".

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ.

შსს-ს მაშველები ოზურგეთში მწყემსს დაეხმარნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა.