"ახალგაზრდა ადვოკატებმა" პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედროს სამადლობელო წერილი მიიღო

"ახალგაზრდა ადვოკატებმა" პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, გივი დუმბაძის სამადლობელო წერილი მიიღო, რომელიც პრეზიდენტმა, 6 ივლისს შეიწყალა და უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლებით აღკვეთით შეუცვალა.

ორგანიზაციამ აღნიშნულ საქმეზე სპეციალური სამართლებრივი კვლევა მოამზადა და დაადგინა, რომ გივი დუმბაძის მსჯავრდება წინა ხელისუფლების დროს, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დევნას წარმოადგენდა.


"მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენი ორგანიზაციის თითოეულ წევრს, განურჩევლად ყველას, მუშაობდა თუ არა ჩემი საქმის შესწავლისას და დასკვნის მომზადების დროს, თქვენი ორგანიზაციის დიდი დამსახურებაა, რა შედეგიც მივიღეთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას თქვენს მიმართ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და რომ გჯეროდათ და გჯერათ ჩემი უდანაშაულობის.


ბატონო არჩილ, რა თქმა უნდა გახარებულები ვართ ამ შედეგით, მე, ჩემი ოჯახიც და ყველა ადამიანი და ყველა ორგანიზაცია, ვინც იცოდა და მიცნობდა, როგორც მე ასევე ჩემს საქმეს.


მიღწეულით გახარებულები ვართ ყველანი იმ უიმედობის ფონზე, რაც იყო. იმედი გამიჩნდა მიღწეულით, რომ მალე ვიხილავ დღის შუქს და ოჯახს, მაგრამ დარჩენილი 6 წელი უდანაშაულოდ კიდე პატიმრობაში ყოფნა დამთრგუნველია. ამიტომაც, ბატონო არჩილ, თქვენი და თქვენი ორგანიზაციის და ყველასი თანადგომა და მხარდაჭერა მინდა, როგორც არასდროს. ამ გაურკვევლობასა და კითხვებს პასუხი სჭირდება. რა თქმა უნდა, ისიც არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს მადლიერი არ ვიყო პრეზიდენტის, რომ შემიწყალა. პირიქით, მადლიერი ვარ და ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება მეც და ჩემი ოჯახიც, რადგანაც იმედი მომეცა, ადრე თუ გვიან, ოჯახში ვიყო. ამიტომაც თხოვნა არის ჩემი, რომ ამ საქმეს მიუდგეთ ფრთხილად, რომ არავინ გაღიზიანდეს, არ იფიქრონ, რომ მე უმადური ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ ყველას ერთობლივი ძალისხმევით ჩემს საქმეს შეისწავლიან საფუძვლიანად და კვლავ გამოიყენებენ შეწყალების აქტს და სრულად გამათავისუფლებენ, სხვა გზას და საშუალებას ვერ ვხედავ",- ნათქვამია გივი დუმბაძის წერილში, რომელიც 2017 წლის 17 ივლისის მდგომარეობით თარიღდება.


"ახალგაზრდა ადვოკატების" შეფასებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღმისეულ შესწავლას, ვინაიდან უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. სინამდვილეში, გივი დუმბაძე თურქეთში იმყოფებოდა დასაქმებული ოჯახის წევრების - დისა და სიძის მიმართ საზაფხულო ტანისამოსის მიწოდებისთვის. დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა გივი დუმბაძის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის გამო, სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა. გივი დუმბაძემ უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზეც და რომან დუმბაძის ჯერ თვალთვალზე, შემდეგ ლიკვიდაციაზე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ფაქტი, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო, ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოაქვეყნებული დასკვნაც. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.


„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზთანაც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდევაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება.


"ახალგაზრდა ადვოკატები" გააგრძელებს გივი დუმბაძის საქმეზე მუშაობას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას საქმეზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წელი. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს.


ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება

"აჭარაში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება – ერთ თვეში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის, აპრილიდან კი ხულო-ზარზმის მონაკვეთის მშენებლობა". 

პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტსაბჭოს წევრის ცემისთვის დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ა.კ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თურქეთმა აფრინის რაიონში ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბა

თურქეთმა აფრინის ტერიტორიაზე მყოფი ქურთი მებრძოლების პოზიციები საარტილერიო დანადგარებიდან კიდევ ერთხელ დაბომბა. 

თურქეთმა აფრინის რაიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. თურქეთმა საბრძოლო დახმარება აღმოუჩინა ოპოზიციურ "სირიის თავისუფლების არმიის" მებრძოლებს ქურთთა სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამერიკაში 31 წლის ქართველი ექიმი მოკლეს

ამერიკაში 31 წლის ქართველი, დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს.
"პირველს" ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის ქალაქ ლუისვილში მოხდა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა. 

იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ყოფილი შეყვარებულის ცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტი კაპრის ქუჩაში მოხდა. 

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გლდანში ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.კ. თბილისში დააკავეს. 

ბათუმის სანაპიროზე ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დაპარტამენტში, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციიდან ზღვის ძუძუმწოვრის(დელფინის) გამორიყვის ფაქტთან დაკავშირებით შემოვიდა შეტყობინება.

სამებაში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 708 ბავშვს მონათლავს. 

ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ქაბულში სასტუმრო "ინტერკონტინენტალზე" თავდასხმისას სულ მცირე ხუთი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოს ცნობით, თავდამსხმელები ლიკვიდირებულები არიან.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 31 იანვარს დაინიშნა

31 იანვარს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ელჩების დონეზე შედგება. მასში მონაწილეობას საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.

ქაბულში სასტუმროში შეჭრილი ტერორისტებიდან ორი ლიკვიდირებულია

"სპეცრაზმელებმა ორი თავდამსხმელი მოკლეს", - განუცხადა BBC-ს ქაბულის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასტრა რაჰიმიმ.

გიორგი ჭანტურიას დის დაკითხვა დასრულდა

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას დაკითხვა დასრულდა. 

ქაბულის ერთ-ერთ სასტუმროში 4 ტერორისტი შეიჭრა - თავდამსხმელები სტუმრებს ესვრიან

ქაბულის სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" 4 შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელებმა ცეცხლი სტუმრების მისამართით გახსნეს. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის სამოქმედო გეგმის პოლიტიკური მიზნები საბოლოოდ ჩამოაყალიბეს და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისი ქმედებები დაგეგმეს.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ჭანტურია და მისი და განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული  გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად სპორტული კომპლექსის მშენებლობის მოსაზმადებელ სამუშაოებს გაეცნო.

ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 50 წლამდე ქალის გვამი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.