საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა

"ირანში არსებულ წყლის კრიზისს შეუძლია, საფრთხე შეუქმნას გლობალურ უსაფრთხოებას", - ირწმუნება გლობალური წყლის დეფიციტის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი სეთ სიგელი.

ირანის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მაქსიმუმ 25 წლის განმავლობაში, 50 მილიონ ირანელს იძულებით გადასახლება მოუწევს.


აქედან გამომდინარე, სიგელი ვარაუდობს, რომ ისლამური რევოლუცია ირანელ ხალხს გაჭირვებას მოუტანს, რადგან მოსახლეობის 60 პროცენტის საკუთარი სახლებიდან განდევნა საშინელი ფაქტია.


კითხვაზე: რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს უწყლობამ რეგიონზე, სიგელმა ორი მოსალოდნელი შედეგი განსაზღვრა.


"წარმოიდგინეთ, რომ ეს პრობლემა სწრაფი ტემპით გრძელდება. ირანი იწყებს ირანელების სამხრეთ ლიბანში, ერაყში, ბაჰრეინში ან იემენში გადასახლებას. ეს აშშ-ისთვის, ეროვნული უსაფრთხოების მხრივ, სერიოზული საფრთხეა, რადგან შეიცვლება ამ ქვეყნების სტატუს კვო. კიდევ ერთი პრობლემაა კვების ფასების გლობალური ზრდა. თუ წყლის დეფიციტის გამო, ირანი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს კვლავაც შეამცირებს, მილიონობით ადამიანს საკვების დეფიციტი შეექმნება, რაც, თავის მხრივ, მსოფლიოში სურსათზე ფასების ზრდას განაპირობებს", - განაცხადა სიგელმა.


სეთ სიგელის ანალიზს თუ დავუჯერებთ, წყლის რესურსის თვალსაზრისით, საქართველო ირანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. ამას ისიც ემატება, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ამ დრომდე, ირანელები მიწასაც უპრობლემოდ ყიდულობდნენ. სულ რაღაც, რამდენიმე თვეა, რაც ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღარ გაიყიდება. თუმცა, ბინადრობის უფლებას ძველებურად თავისუფლად იღებენ.


"პირველი" წერდა იმის შესახებ, რა მარტივად ახერხებენ უცხოელები ბინადრობის მოწმობის აღებას გაყალბებული საბუთებით. ამაში მათ ქართველები, იუსტიციის სახლის გვერდის ავლით თუ მასთან შეთანხმებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ ეხმარებიან.


ბოლო პერიოდში რომ საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობამ მოიმატა, ამას 2016 და 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს.


სტატისტიკის თანახმად, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი ირანიდან შედის. 2016 წლის ივლისში საქართველოში 24 091 ირანელი ტურისტი ჩავიდა, 2017 წელს კი - 44 772.


ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მასშტაბური მიგრაციის შემთხვევაში, საქართველო ირანელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა იქნება.


"ირანი დღეს საკმაოდ ბევრი პრობლემის წინაშე დგას. ეს არის ბირთვული და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, ახლა უკვე „ისლამური სახელმწიფო“, დაეში, ავღანეთი. ირანი სერიოზულ რეგიონულ კონფრონტაციაშია ჩართული. აქედან გამომდინარე, ამ საკითხებს წყლისა და დემოგრაფიის პრობლემასაც თუ დავუმატებთ, სავსებით რეალურია საფრთხე, რომ საქართველო პირველი წამყვანი ქვეყანა იქნება, საითკენაც ისინი დაიძვრებიან. ირანელები ძირითადად კავკასიაში გადანაწილდებიან. მათი გარკვეული ნაკადი შესაძლოა, აზერბაიჯანმა და სომხეთმაც გაატაროს.


ირანელები შეეცდებიან, ზღვით გადავიდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. საქართველოს აქვს ზღვა, პორტი... არის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლის პერსპექტივები. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოსა და ირანს შორის ჯერჯერობით სტაბილური ურთიერთობაა, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე. ირანი გამოვიდა სანქციებიდან, გაიხსნა დიპლომატიური ურთიერთობები და ახლა მისი ინტერესის სფეროა საზღვაო პორტები და ბიზნესი. აქ საუბარია იგივე შავი ზღვის პორტებზე. ამ მხრივ, საქართველო და სომხეთი მიმზიდველი ქვეყნებია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.


ირანი საქართველოს წყლის რესურსებით წლებია, დაინტერესებულია, რისთვისაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკურ დონეზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.


ირანს ურმიის დამშრალი ტბის აღდგენა საქართველოდან და სომხეთიდან გადაქაჩული წყლით სურს. თეირანმა ამ საკითხზე თბილისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ დაიწყო. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ "საუკუნის პროექტს" მწვანე შუქი აუნთო და 2002 წელს გამოსცა სახელმწიფო დადგენილება, რომლის საფუძველზეც მინისტრთა კაბინეტს ირანის მხარის წინადადების განხილვა დაევალა.


მომზადდა სერიოზული პროექტი. მარტო ალაზნის წყლის აუზიდან მიწოდებული წყლით, საქართველოს ყოველწლიურად 14 მლრდ აშშ დოლარამდე  მოგება უნდა დარჩენოდა.  საუბარია იმ წყლებზე, რომლებიც ალაზანში იღვრება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მინგეჩაურში ჩაედინება.


2003 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, "საუკუნის პროექტს" ვეტო დაედო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამას უფრო პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მომგებიან პროექტს ხელიდან არც ერთი ხელისუფლება არ გაუშვებდა. ამასთანავე, გაჩნდა კითხვა, რატომ სჭირდებოდა ირანს მტკნარი წყალი, რომელიც დიდი წარმატებით შეეძლო, ბირთვული ელექტროსადგურისთვის გამოეყენებინა.


წყლის მიწოდების საკითხზე 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.


საკითხი პოლიტიკურ დონეზე თითქოს გადაწყდა - ირანი ურმიის დამშრალ ტბას, სავარაუდოდ, საქართველოსა და სომხეთიდან მიღებული წყლით ამოავსებდა. როგორც ირანელმა პარლამენტარმა ალი ალილუმ ადგილობრივ პრესას განუცხადა, მხარეები შეთანხმდნენ.


"პირველი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა მიღწეული შეთანხმება. წყლის რესურსების მართვის სააგენტოს უფროსი მარინა მაკაროვა "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკურ დონეზე მიღწეული შეთანხმება, ამ დრომდე არ ადგილიდან არ დაძრულა, რადგან ირანულ მხარეს დაინტერესება აღარ გამოუხატავს.


"გასულ წელს იყო საუბარი, რომ ირანს სურდა წყალი, თუმცა ამ დრომდე არც ერთ კომპანიას არ მოუმართავს მსგავსი წინადადებით. რამდენადაც ვიცი, ეს იყო ზოგადი საუბარი. ამ თემაზე რაიმე მოთხოვნა ან შესაბამისი დოკუმენტაცია ამ დრომდე არ შემოსულა", - აღნიშნავს მარია მაკაროვა.


უცნობია, რა შედეგით დასრულდება საქართველოსა და ირანს შორის დაწყებული მოლაპარაკება და რა სარგებელს მოუტანს ეს საქართველოს. თუმცა, ფაქტია, რომ ირანს საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი აქვს, რასაც ბოლო ორ წელიწადში საქართველოში შემოსული ირანელების რაოდენობაც ადასტურებს.


თუმცა, ირანელების და, ზოგადად, უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კრიტიკულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.


"ქართველთა მარში" რადიკალური მოთხოვნებით დაუპირისპირდა ხელისუფლებას - აღიკვეთოს უცხოელების მხრიდან ქართველებზე ძალადობა, კულტურული ძეგლების შეურაცხყოფა, უცხოელების მასობრივი და კომპაქტური ჩასახლება.


ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაარეგულირებს ხელისუფლება უცხოელებისთვის მოქალაქეობისა თუ ბინადრობების მოწმობის გაცემის წესს, თუმცა ირანელების მასობრივი მიგრაციის საფრთხე, რაზეც ექსპერტები და პოლიტიკოსები საუბრობენ, რეალობისგან შორს ნამდვილად არ დგას.


 


ავტორი: ეკა ჭიღლაძე


ყველანაირი ბარიერი უნდა გაიხსნას იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სიკეთეებზე - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია ოკუპირებული ცხინვალის მიერ ე.წ. საზღვრის დემარკაციის მიზნით კომისიის შექმნაზე

ირაკლი სესიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას: ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა და არც დამთავრდება „ბასიანით“.

კახა კალაძემ „აქსისს“ წითელი ბაღის რეაბილიტაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის (წითელი ბაღი) სარეაბილიტაციო სამუშაოებში თავის წვლილს შეიტანს.

მამუკა ბახტაძე: ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს  

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის  შეფასებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია შეიარაღებულ ძალებს განვითარების ახალ დონეზე აიყვანს.

მამუკა ბახტაძე - შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, შარშან საქართველოში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, კერძო სექტორში კი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდის ტენდენცია აღინიშნა.

მამუკა ბახტაძე: რკინიგზის უმსხვილესი შვილობილი კომპანია „ატალოსი“, რომელსაც ფლობდა დავით კეზერაშვილი, დაბრუნდა რკინიგზაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყაროა

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი რკინიგზის მომგებიანობით შემთხვევით არ ინტერესდება.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტად იყრის კენჭს

პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტობას გეგმავს.

საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს

ავიაკომპანია „სერვისეარისა“ და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით მიმდინარე საავიაციო რალის უმასპინძლებს.

პანკისის ხეობის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, მეორე კვირაა ეძებენ

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრს, 28 წლის ბესლან წუწაშვილს, უკვე მეორე კვირაა ეძებენ.

6 ივნისს ის თბილისიდან გროზნოში სამუშაოდ ორ დაღესტნელ მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა.

კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მისი მთავარი პროკურორობის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

გრიგორი კარასინი - არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

დავით ზალკალიანი: აუცილებელია, ვისაუბროთ არა ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე, არამედ მისთვის მეტი დინამიზმის მიცემაზე

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის შეფასებით, აუცილებელია საუბარი არა ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის ცვლილებაზე, არამედ ამ ფორმატისთვის რაც შეიძლება მეტი დინამიზმის მიცემაზე.

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლარის კურსი

20 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4561 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.12 თეთრი შეადგინა.

ვახტანგ მახარობლიშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე: უსაფრთხოების მაკოორდინირებელი საბჭოს შექმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყების შექმნის ინიციატივას მხარს უჭერს. ბახტაძის თქმით, მთავრობა სექტემბრამდე ამ ინიციატივით პარლამენტს მიმართავს:

მამუკა ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შსს-ში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

მამუკა ბახტაძე: თუ ჩემი ანგარიშის ტექნიკური გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობისთვის“ თანხის გადარიცხვა თაღლითობა იყო, საინტერესოა, ვინ არის ამ თაღლითობის ბენეფიციარი?!

მამუკა ბახტაძემ დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადასარიცხად ტექნიკურად გამოიყენეს ფიზიკური პირების ანგარიშები.

მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დაძლევა მცირე ბიზნესის მხარდაჭერაზე გადის

პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეფასებით, სიღარიბის დაძლევის მთავარი გზა მცირე მეწარმეობის გაძლიერებასა და მხარდაჭერაზე გადის:

კვიპროსზე ოთხი ქართველი ქალი დააკავეს

კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პაფოსში ოთხი ქართველი ქალი დააკავეს.