საქართველოში დაპატიმრებულ უკრაინელ მარტოხელა დედას სამშობლოში სიკვდილი ემუქრება

კიევის მოთხოვნით საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქის ირინა სავიცკაიას წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მისი უკრაინაში ექსტრადირება არ მოხდეს. ასევე, მოითხოვენ მისთვის საპატიმრო სასჯელის შეცვლას.

საქმესთან დაკავშირებით, დღეს „ჯეპრას“ კომპეტენციის ცენტრში სავიცკაიას უკრაინელმა და ქართველმა უფლებადამცველმა, ასევე, „სნეკ-ექსპორტის“ (S.GROUP) გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბელიმ პრესკონფერენცია გამართეს.


მათი თქმით, სავიცკაია უკანონო პატიმარია და საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან სავიცკაია, გარდა იმისა, რომ უკრაინაში ერთ-ერთი ფირმის ბუღალტერი იყო, ის რადიკალური ოპოზიციური პარტიის წევრი და რადიკალი ოპოზიციონერის სერგეი რიბალკის მეგობარიცაა. ისინი უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ სავიცკაიას საქართველოდან ექსტრადირების დაჟინებულ მოთხოვნას იმით განმარტავენ, რომ უკრაინის მთავარ საგამოძიებო ორგანოს სურს, სერგეი რიბალკას წინააღმდეგ კომპრომატები მოიპოვოს.


„სავიცკაია უკრაინის მოთხოვნით უკანონოდ არის დაკავებული, მისი ექსტრადირების შემთხვევაში, სავიცკაიას სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. უკრაინაში მის დაბრუნებას იმიტომ ცდილობენ, რომ რადიკალ ოპოზიციონერ სერგეი რიბალკზე კომპრომატები ჰქონდეთ. შემდეგ კი მასთან იგივე მეთოდებით იმოქმედებენ, რაც ჩემ მიმართ განახორციელეს, როდესაც თავს დამესხნენ, საბოლოოდ კი, მას მოკლავენ. ჩვენ მივმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს, სხვა უწყებებს და ყველა კანონიერი გზით ვცდილობთ, მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ჩვენ ვენდობით საქართველოს დემოკრატიულ იდეალებს და სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ აქ“, - განაცხადა „სნეკ -ექსპორტის“ (S. GROUP) გენერალურმა დირექტორმა სერგეი ბელიმ.


სავიცკაიას ქართველი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, დანაშაული, რასაც უკრაინის პროკურატურა ედავება ირანა სავიცკაიას, შინაარსობრივი თვალსაზრისით აბსურდულია.


„სავიცკაიამ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერი იყო, ამავე ორგანიზაციის დირექტორთან ერთად, სასამართლოს მიმართა, რომ მომხდარიყო მეორე კომპანიისთვის დავალიანების დაკისრება და სასამართლოს გზით აღნიშნული დავალიანების ამოღება. ეს უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია, როგორც  კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა. აღნიშნული აბსურდული ბრალდებით შეკერილია სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც სავიცკაია საქართველოში დააკავეს და დღეს მის ექსტრადირებას ცდილობენ“, - აღნიშნა კონდახიშვილმა.


ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ განიხილა სავიცკაიას სარჩელი და კომპანიის სასარჩელო მოთხოვნაც დააკმაყოფილა. რაც შეეხება სავიცკაიას მიმართ წაყენებულ ბრალდებას, კონდახიშვილის განმარტებით, უკრაინაში ორი ინსტანციის სასამართლომ მის დაპატიმრებაზე უარი განაცხადა.


"მიიჩნიეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პიროვნების დაპატიმრებისთვის საფუძველი არ არსებობდა.  ჩვენ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო  ექსპერტიზაც გვაქვს, რომ ამ საქმეში არ არის დანაშაულის ნიშნები, ეს არის სამოქალაქო დავა. 2 წლის შემდეგ კი მოხდა აღნიშნული საქმის გაცოცხლება. როცა სავიცკაია 2016 წელს საქართველოში ჩამოვიდა, უკრაინაში დევნა დაწყებული არ იყო. შემდგომში ფორმალურად გამოყვეს საქმე, მიანიჭეს ახალი ნომერი, თუმცა იგივე მტკიცებულებები იყო საქმეში“, - აღნიშნავს სავიცკაიას ქართველი ადვოკატი.


სავიცკაიას ინტერესების დამცველები უახლოეს პერიოდში ქართულ სასამართლოს მიმართავენ და მისთვის პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა აქვთ, რომელშიც ასახულია სავიცკაიას 13 წლის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ისინი ექსტრადირების შემთხვევაში სავიცკაიას სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე მიანიშნებენ და იმედოვნებენ, რომ ქართული მხარე ამ მოტივებს გაითვალისწინებს.


სავიცკაიას უკრაინელი უფლებადამცველი რუსლან კაპრანი უკრაინის გენერალური პროკურატურის უკანონო ქმედებებზე ამახვილებს ყურადღებას და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.


მისი ინფორმაციით, სავიცკაიას დაკავების მეორე დღეს უკრაინის გენპროკურატურის დელეგაცია საქართველოში ჩამოფრინდა და სავიცკაიას დაკითხვას შეეცადა, თანაც ადვოკატის დაუსწრებლად.


„უკრაინის გენპროკურატურის წარმომადგენლები სავიცკაიას დაკითხვას ადვოკატის გარეშე  ცდილობდნენ, რაც უფლებების დარღვევაა და რაზეც სავიცკაიამ უარი განაცხადა. საქართველოს გენპროკურატურამ უკრაინელი კოლეგები შეუშვა ქალთა კოლონიაში, რათა სავიცკაიას დაკითხვა მომხდარიყო. სავიცკაიამ გვითხრა, რომ მას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა უთხრეს, თუ მათთვის საინტერესო პირებზე ჩვენებას მისცემდა, მის თავისუფლებას უზრუნველყოფდნენ. აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ საქართველოსა და უკრაინის პროკურატურები ურთიერთშეთანხმებულად მუშაობენ. ვფიქრობ, ამ საქმეზე რაღაც შეთანხმება არსებობს“, - აღნიშნა კაპრანმა.


სავიცკაიას წარმომადგენლებმა საქართველოს დევნილთა სამინისტროს მიმართეს მისთვის თავშესაფრის მოთხოვნით, რაც, დადებითი პასუხის შემთხვევაში, უკრაინაში მის ექსტრადიციას შეაფერხებს.


ოკაცეს კანიონი გაიხსნა  

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

 საქართველოს ეროვნული ბანკი ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

დამატებით 12 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში დამატებით ის 12 ქუჩა განსაზღვრა, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ.

ყაზახეთის დედაქალაქს „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას - ტოკაევის პირველი ინიციატივა

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის აზრით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას - „ნურსულთანი“ უნდა დაერქვას.

ზვიად სიჭინავა: მერობის კანდიდატად წარდგენა არცერთ პარტიას არ შემოუთავაზებია

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის კენჭი დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე შემოთავაზება არცერთი პარტიისგან არ მიუღია.

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

სარკინიგზო შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა.

თურქეთში მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა.

 

ყაზახეთს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გახდა. ტოკაევმა სენატში ფიცი უკვე დადო.

თუ გიჭედავს, შეამოწმე - Sheamotsme.ge - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის პროექტი დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. 

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების  პროექტები გააცნო    

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.

ნიუ ჰოსპიტალსის სპეციალური განცხადება

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ხათუნა თოთლაძე საქართველოში წითელი ჯვრის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, შეხვედრა გამართა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისწარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, სევერინ ჩაპაზთან.

თეირანში სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, ბორტზე 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა

თეირანში „მეჰრაბადის“ საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

 

ზალკალიანი არგენტინაში „სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში 19-23 მარტსვიზიტით არგენტინაში იმყოფება.

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

შსს-ს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული გ.მ., ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

იუსტიციის მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში დღეს მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება.

 

პეკინის გამზირზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს. 

 

მამუკა ბახტაძე - ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა

„ნებისმიერი წარმატებული განათლების სისტემის ქვაკუთხედი არის სკოლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მამუკა ბახტაძე - ჩვენი გეგმის მიხედვით, მასწავლებლის ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე უნდა იყოს

"ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შედეგი უნდა გახდეს ის, რომ პედაგოგის პროფესია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პრესტიჟული უნდა იყოს, -ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ “იმედის” ეთერში  განაცხადა.