უკრაინელი პატიმარი მარტოხელა დედისთვის პოლიტიკური თავშესაფრის საკითხი 2 დღეში გადაწყდება

დევნილთა სამინისტრო საქართველოში დაკავებული უკრაინელი მარტოხელა დედისთვის ირინა სავიცკაიასთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხს თვის ბოლომდე გადაწყვეტს.

თავშესაფრის მინიჭების საკითხზე დღეს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სავიცკაია რუსთავის ქალთა მე-5 კოლონიაში მოინახულეს, სადაც მასთან დეტალური გასაუბრება გამართეს.


ვიდრე უწყების წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სავიცკაის მხარდამჭერებმა ქალთა მე-5 კოლონიასთან მცირე აქცია გამართეს. ადგილზე სავიცკაიას მეუღლე და მისი 13 წლის აუტისტი შვილიც იმყოფებოდნენ.


დაკავებულის მეუღლის დიმიტრი სავიცკის განცხადებით, ირინა სავიცკაიას დაკავება უკანონოდ მოხდა. ის იმედოვნებს, რომ ირინას საქმესთან დაკავშირებით, ქართული მხარე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.


„მე და ირინა უკვე რამდენმე წელია ერთად არ ვცხოვრობთ. ეს წლები ის  საქართველოში ერთ-ერთ ფირმაში მუშაობდა.  ბავშვი მასთან ცხოვრობს და ქართულ სკოლაში სწავლობს. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მუდმივ სამედიცინო ზედამხედველობას საჭიროებს. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია აქ, საქართველოში ვიყო მუდმივად და ბავშვს მივხვედო. ირინას დაპატიმრება ჩვენი შვილის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ვითხოვთ ირინასთვის პოლიტიკურ თავშესაფარს. ირინას უკრაინაში დაბრუნება  ბავშვისა და მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ირინას დაკავება უკანონოა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში დიმიტრი სავიცკი.


ირინა სავიცკაიას თანამშრომლისა და უფროსის ვლადიმერ ვისოკოპოიასნის განმარტებით,  მას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ ირინას თავშესაფარი უნდა  მიეცეს.


„ჩვენ აქ ირინასთვის მხარდასაჭერად მოვედით. როგორც თანამშრომელს დადებითად ვაფასებთ, ის კარგი და კეთილი ადამიანია, რომელიც თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებს. ის თავისი საქმის პროფესიონალია. ირინა ხშირად გვიყვებოდა თავისი შვილის შესახებ, რომ თვითონ ზრდიდა, რომ ბავშვს გარკვეული სირთულეები აქვს. ჩვენ მას ვეხმარებოდით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოში მისი საკითხი განხილული იქნება ობიექტურად და გადაწყვეტილებასაც ობიექტურს მიიღებენ. ის საქართველოში უსაფრთხოდ იქნება. სამწუხაროდ, ჩემს სამშობლოში, უკრაინაში, ჩვენ ჯერ მხოლოდ დემოკრატიისკენ მივდივართ. ჩვენ ვითხოვთ, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცენ“, - განაცხადა შპს „ლიდერ დისტრიბუშენის“ დირექტორმა ვლადიმერ ვისოკოპოიასნიმ.


ირინა სავიცკაიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი არგუმენტები წარუდგინეს, რაც შესაძლოა, თან სდევდეს ირინა სავეცკაიას უკრაინაში ექსტრადირებას.


„ჩვენ წარვადგინეთ არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ირინა სავიცკაიას ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. ის იქნება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ასევე მისგან სასურველი ჩვენებების მისაღებად, შესაძლოა, დაექვემდებაროს  წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. აბსურდული და შეთითხინილი ბრალდებით უკრაინის ხელისუფლება ცდილობს  საქართველოდან მის უკრაინაში გადაყვანას და შემდგომ შეეცდება მოიპოვოს მათთვის საინტერესო ჩვენებები აქტიური პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ადვოკატმა.


დევნილთა სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსის ია პოზოვის განმარტებით, უწყება ირინა სავიცკაიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 31 აგვისტომდე მიიღებს.


„დღეს ჩატარდა კანონით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ეტაპს წარმოადგენს. მანამდე ჩავატარეთ ანკეტირება, მოხდა პირველადი ინფორმაციის შეგროვება თავშესაფრის მაძიებელზე. მიღებული გვაქვს საექსტრადაციო მასალები პროკურატურიდან და ამ მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს, ვინაიდან, კანონის თანახმად, საექსტრადაციო განაცხადების განხილვის ერთთვიანი ვადა გვაქვს“, - განაცხადა დევნილთა სამინისტროს სტატუსის დადგენის განყოფილების უფროსმა.


ირინა სავიცკაიას ინტერესების დამცველის ინფორმაციით, დღეს ან ხვალ მიმართავენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით.


„ჩვენი არგუმენტაცია ემყარება მისი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას, მას აქვს ფსიქიატრიული პრობლემები. ექიმის დანიშნულებით მას ესაჭიროება მშობლებთან ერთად ყოფნა. ასევე, ჩვენ მოვიპოვეთ არაერთი ახალი მტკიცებულება, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ითამასებს სასამართლოსთვის, რათა შეიცვალოს საექსტრადაციო კატეგორია“, - აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.


კიევის მოთხოვნით ირინა სავიცკაია საქართველოში 30 ივნისს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას უკრაინის საგამოძიებო უწყებები კონკურენტი კომპანიის ქონების მითვისების მცდელობას ედევებიან.


 


 


 


 


 


სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს.

შსს საპატრულო პოლიციის საინფორმაციო "ქოლ-ცენტრის" მომსახურება რეგიონებშიც დაინერგება

საპატრულო პოლიციის საინფორმაციო "ქოლ-ცენტრის" მომსახურება დედაქალაქის შემდეგ რეგიონებშიც ინერგება.

"იმედი": ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითი გაუპატიურებულია, მისი შვილი კი მოკლულია თოფის მიბჯენით

„ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

დავით დონდუა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებებზე ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვიდა ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეების შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

​პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 4 ივლისადან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმის მონაწილეებს მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ასოციაციის წევრები, კურსდამთავრებულებთან ერთად, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი იქნებიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დღეიდან თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს.

"ევროპულმა საქართველომ" დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება. 

დედაქალაქის მერმა კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის რაიონში, დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს.