რუსეთის გენსაკონსულოს დიპლომატები აშშ–ში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ

რუსეთის გენერალური საკონსულოს ზოგიერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ფუნქციონირება დღეიდან შეწყვიტა სან–ფრანცისკოში, საიმიგრაციო ადვოკატს მიმართა აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად.

სან–ფრანცისკოში მოქმედი იურიდიული კომპანია American Corporate Services–ის პრეზიდენტმა გრიგორი ფილკენსოლვმა ForumDaily–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე რამდენიმე შეტყობინება მიიღო რუსეთის გენსაკონსულოს დიპლომატებისგან, რომლებშიც ისინი აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მოპოვებაში დახმარებას ითხოვდნენ.


„სინამდვილეში, ამის გაკეთება შესაძლებელია და არც ისე რთულია, როგორც შეიძლება გვეჩვენებოდეს. თეორიულად. ამერიკაში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ადამიანების ბედში შეიძლება გარკვეული სერიოზული ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, ის შეიძლება მიხვდეს, რომ არის ჰომოსექსუალი და ამ ორიენტაციით გარკვეული ისტორიაც ჰქონდეს. იგივე წარმატებით ამ ხნის განმავლობაში ადამიანი შეიძლება „იეჰოვას მოწმე“ გახდეს, ანდა იმედგაცრუებული გახდეს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკით. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია ამისათვის ისიც, თუ აშშ–ში ცხოვრების პერიოდში ესა თუ ის დიპლომატი ამერიკის ხელისუფლებასთან, ან სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“, – აცხადებს ადვოკატი.


მისივე თქმით, თავშესაფრის მოთხოვნის ფაქტი უკვე აძლევს განმცხადებელს, საქმის საბოლოო განხილვამდე, ამერიკაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. ეს პერიოდში შეიძლება 2–3 წელს გაგრძელდეს.


სან–ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის ინიციატორი პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის სპიკერმა სარა სანდერსმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


შს მინისტრი - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მინისტრის თქმით, საზოგადოება ინტერპრეტაციებს უნდა ერიდოს.

ფეისბუქგვერდი "ჩეჩნეთი" სპეცოპერაციაზე - მოღალატეს არ აქვს ეროვნება და აუცილებლად დაისჯება

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ფეისბუქგვერდის "ჩეჩნეთი" ადმინისტრატორი წერს, რომ ტერორიზმს არავითარ შემთხვევაში გამართლება არ აქვს და თუ ეჭვმიტანილები ჩეჩნები აღმოჩნდებიან, უნდა დაისაჯონ.

ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს.

არგენტინული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში შევიდა

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული არგენტინის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ნავში, სადაც 44-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფება, ჟანგბადის მარაგი უკვე იწურება.

პატრიარქი: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას, გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

აშშ-ში სუტენიორს 472 წელი – ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში კოლორადოს სასამართლომ 31 წლის ბროკ ფრანკლინს, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "გეპრატი" შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა.

ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე მისაბმელიანი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინდოეთში სტუდენტის თვითმკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ინდოეთის უნივერსიტეტში სტუდენტის თვითმკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები იმ ლექტორებს უპირისპირდებიან, რომელთა მხრიდან ბულინგმაც სტუდენტი სუიციდამდე მიიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

"სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება გადადო

კომპანია "სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო გუშინ დაგეგმილი TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადო. 

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

სპეცოპერაციით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო დაეხმარება თუ არა, უცნობია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

დღეს გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთში მიბრძანებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წირვის დაწყებამდე მრევლს თავისი დადგენილება გააცნო. 

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ური არიელს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გუშინდელი გაძვირების შემდეგ ნავთობი ისევ იაფდება

აშშ-ის ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გუშინდელი მაღალი ნახტომის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები კლების მიმართულებით წავიდა.

თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი იზმირის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას 1tv.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სპეცრაზმელები რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.