როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და 21-ე საუკუნეში GWS-თან ერთად

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანია GWS-მა თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთი უძველესი ღვინის ქარხნის ეზოში ბახუსის ზეიმი - Feast of Bacchus გამართა.

GWS-მა, როგორც პირველი ბოთლირებული ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ აღადგინა ანტიკური ტრადიცია, ბახუსის ზეიმი, და თანამედროვე სახით წარმოგვიდგინა: „იდეალური გარემო, სასიამოვნო მუსიკა და საუკეთესო ღვინო“.


ღონისძიების მიზანი სწორედ დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა-გაცოცხლება და გათანამედროვება იყო - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ მას 21-ე საუკუნეში.


ცნობილია, რომ ბახუსი (Bákhos), იგივე დიონისე, რომაულ მითოლოგიაში მთელ მსოფლიოში არნახული პოპულარობით სარგებლობს, რადგან სწორედ იმ დარგის მფარველი ღვთაებაა, რომელიც ყველა ხალხისთვის ღვინოს, თრობასა და შესაბამისად, დროსტარებას, გართობასა და სულიერ შვებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბახუსმა ზეცაში ცხოვრებას მიწაზე დარჩენა და ხეტიალი არჩია. მას თავს ვაზისა და სუროს ფოთლებისგან მოწნული გვირგვინი უმშვენებდა, მხრებზე ძოწისფერი ქათიბი ჰქონდა მოსხმული და ხელში ჯადოსნური კვერთხი ეკავა. თან ახლდა ღვინის საოცარი სურნელი, რითაც ყველა შემხვედრს აბრუებდა და კარგ ხასიათზე აყენებდა.


ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ კომპანია GWS-ის უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭრო პალატის  წარმომადგენლები, მათ შორის, საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე, საერთაშორისო პარტნიორები, ღვინის მასტერი, ჩინეთში ქართული ღვინის წარმომადგენელი დებრა მაიბურგი და მისი თანმხლები 14 მედიაწარმომადგენელი და იმპორტიორი ჰონკონგიდან. ბახუსის ზეიმს, ასევე, ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის  წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები და მედია.


სტუმრებს უმასპინძლა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ: „დღეს ბახუსის ზეიმია, რომელსაც პირველად ჩვენს რეალობაში საქართველოში სწორედ GWS აღნიშნავს. ეს დღესასწაული მნიშვნელოვანია. უკვე მეოცე წელია ტრადიციად გვაქვს  შემოდგომით დღესასწაულების აღნიშვნა, რთველის დაწყებამდე. დღესასწაულს ყოველ წელს სხვადასხვა სახელი ერქმევა, ამჯერად მას „ბახუსის ზეიმი“ დავარქვით. GWS საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი პოპულარული კომპანიაა. ჩვენ ყოველ წელს ვზეიმობთ რთველის დაწყებას და ვაწყობთ ღვინის ფესტივალს“.



ჩვენ ვზეიმობთ ბახუსის დღესასწაულს. დღეს მთელ მსოფლიოში საუბრობენ ქართულ ღვინოსა და მის საუკუნოვან ისტორიაზე. მართლაც, საქართველოში ღვინის წარმოების 8 000-წლიანი ტრადიცია არსებობს. სწორედ ამ დღეებში ქალაქ ბორდოში გამართულ გამოფენაზე, საქართველო არის მასპინძელი, როგორც მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი პირველი ქვეყანა. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, გაგვეცოცხლებინა ტრადიცია ბახუსისა, იგივე დიონისესი, რომელიც საქართველოში ნამდვილად არსებობდა, რასაც ადასტურებს ბახუსისა და დიონისეს მოზაიკა, ქანდაკებები, ნიღბები, რომლებიც აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრებისას, რაც დადასტურებულია კვლევებით და თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-III საუკუნეებით“, - ბახუსის, იგივე დიონისეს, არსებობაზე ქართულ რეალობაში გვესაუბრება GWS-ის  ელჩი ქეთი კენკიშვილი.


კომპანიამ Feast of Bacchus თეატრალიზებული სახით წარმოგვიდგინა და სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით დახვდა. წარმოდგენა პანტომიმის თეატრმა გამართა - კომპანიის ფერებში გამოწყობილი მსახიობები იდეალურ გარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იყვნენ ახალგაზრდა მხატვრები, რომლებმაც ადგილზე შექმნეს ბახუსის თემაზე ჩანახატები. მათი დაჯილდოება მოგვიანებით სოციალური მედიით მოხდება. ეზოს შესასვლელში განთავსდა ყვავილების კუთხე, სადაც მოწვეულ ქალბატონებს ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინები, სამაჯურები, თმის სამაგრები უსახსოვრეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ სიმებიანი კვარტეტი, ეთნო ჯაზ ბენდი ირიაო, ლევან მასპინძელაშვილი და მისი ბენდი, რომელიც DJ-ის ორიგინალური კომპოზიციებით დაასრულდა.


ღონისძიებაზე GWS სტუმრებს ექსკლუზიურად წარუდგინა ახალი პრემიუმ ბრენდი - „თამადის“ დიდებული რეზერვი და ქვევრი.



GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში 400 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70% ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშია, 30% კი საერთაშორისო სახეობაა. კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტის, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი.


გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

მართლმადიდებლური ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან 50-ე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ.

ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ხანმოკლე წვიმა ელჭექით -ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27– 28 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.

ბიძინა ივანიშვილი: ვულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს

პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას და საზოგადოებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მიულოცა.

 

ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო, მოსახლეობის საშეშე მერქნით შეუფერხებლად მომარაგებისთვის, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

საბერძნეთში მგზავრებით სავსე ავტობუსს მეხი დაეცა

ინციდენტი ფერესის ოლქში, მონასტირაკის დასახლების სიახლოვეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. ინფორმაციას უცხოურ მედიაზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

საუდის არაბეთში ცათამბჯენები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში რამდენიმე ცათამბჯენი საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ყაზახეთი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ულოცავს. უწყება მილოცვას სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში" ავრცელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გალა კონცერტი გაიმართა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართა.

თელავში, სოფელ რუისპირში 63 წლის კაცს ყელი გამოჭრეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის კაცს ყელი გამოჭრეს. მოკლული ალექსანდრე პაპუნაშვილი მისმა ახლობელმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა.

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ათასწლოვანი ისტორიიდან გამომდინარე, 100 წლის წინ უკვე გვქონდა ნამდვილად დემოკრატიული ღირებულებები

დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა ამ დღის აღნიშვნა სამცხე ჯავახეთში, საქართველოს უძველეს ისტორიულ მხარეში - გიორგი შარვაშიძე

საქართველოს საგარეო სამინისტროს ეგიდით, სამცხე-ჯავახეთში, რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა.

დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგით საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის

საქართველოსა და საფრანგეთს შორის მაღალი დონის დიალოგის ფორმატს დიმიტრი ამილახვარის სახელწოდება მიენიჭება.

ქუთაისში იმ ბაღში, სადაც გველი იპოვეს იატაკი აყარეს

ქუთაისის N17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ტერიტორიაზე გველის პოვნა გახდა.

გიორგი კვირიკაშვილი - უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა საქართველოსთვის იოლი

სავსე იყო გამოწვევებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

სეულის მერიის შენობა ქართული დროშის ფერებით განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისაღსანიშნავად, ქ. სეულის მერიის შენობა ქართული დროშის ფერებით განათდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ოზურგეთიდან მიულოცა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოზურგეთელებს უმასპინძლა.

ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოში პროკურორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატის, ინგა შარაშენიძის თქმით, სასამართლო დარბაზში პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ მასზე გაიწია.

საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი ამოქმედდება

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად,  ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო.