პრემიერ-მინისტრმა სააკაშვილზე, როგორც წარსულზე, შეფასების გაკეთება არ ისურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინაში სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე შეფასების გაკეთება არ ისურვა.

„პოლიტიკურ შეფასებას მასზე ვერ გავაკეთებ, ის არის სამართლებრივი კაზუსი. ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ის უკვე წარსულია. მეც მასზე საუბარი არ მსურს. სჯობს, იურიდიულ მხარეზე სპეციალისტებმა ისაუბრონ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში არაკანონიერად შესვლის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი არ მოაწერა. ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური ავრცელებს.


"მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე", - ციტირებს rt.com უწყების განცხადებას.


10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.


ლვოვის პოლიციამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით აღძრა.


26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.


მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადიციაზე მოთხოვნა ორჯერ გაუგზავნა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს.


გაფართოებული შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა.

სასამართლო ხაშურის ე.წ. „ბაღების საქმეზე“ საკონკურსო კომისიის უმრავლესობას დაკითხავს

ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების-საბავშვო ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ წარმოებულ დავაზე ვაკანტურ თანამდებობებზე საკონკურსო კომისიის წევრები დაიკითხებიან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის განცხადება

ისნის რაიონის გამგეობა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

 

სადახლოსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი”, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.

ვანო ზარდიაშვილი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს, - რაც მეტ აბსურდს დააბრალებს ხელისუფლებას, მით მეტი ქულები დაეწერება მას.

დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის უსაფრთხოების კანონი ახალ მოცემულობას აყალიბებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონი, ფუნდამენტურად ახალ მოცემულობას აყალიბებს ადამიანების უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კრემლი სირიაში დაჭრილ და დაღუპულ რუსებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში ბოლო სამხედრო შეტაკებაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები არანაირი სახით არ მონაწილეობდნენ და არც ტექნიკური საშუალებები ყოფილა გამოყენებული.

სსსმ მოსწავლეებისთვის ინტელექტის შესაფასებელი ტესტი შეიქმნა

ორგანიზაციამ „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ საერთაშორისოდ აღიარებული ინტელექტის შესაფასებელი ტესტის (TONI-4) ქართულ ნორმებზე სტანდარტიზაცია და ადაპტაცია განახორციელა.

სირიის კონფლიქტის ახალი სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევები

სირიის სამთავრობო ჯარები აფრინში ჯერ არ შესულან, ანკარა არ ფლობს ინფორმაციას, შესაძლოა თუ არა მოვლენების ამ მიმართულებით განვითარება.

ოთარ კახიძე ტელევიზიებში შეჭრას დანაშაულად არ მიიჩნევს

ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „ფაბრიკას“ ეთერში ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ ტელეკომპანიებში შეჭრის თემაზე იკამათეს.

თსუ-ს ბაზაზე ევროპული სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ქირურგიული საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „სამედიცინო ინოვაციების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უნივერსიტეტში მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართება

ღონისძიება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. 

ლარი გაუფასურდა

20 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4767 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -1.29 თეთრი შეადგინა.

ნინო წილოსანი: ჩვენი მიზანია აუტიზმის სპექტრის ბავშვთა მაქსიმალური ინტეგრაცია საზოგადოებაში

პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის მაქსიმალურად ეფექტური სერვისების მიწოდება აუცილებელი პირობაა საზოგადოებაში მათი ინტეგრაციასთვის და თანაბარი მონაწილეობისთვის.

გერმანიაში მოღვაწე ონკოლოგი საქართველოშია

განათლება და დიპლომი თანამედროვე ადამიანის მთავარი სავიზიტო ბარათია, რომლის მოპოვებას დიდი დრო, ძალისხმევა და თავდადება სჭირდება. აიდა გოზალოვამ ძალიან ბევრი იშრომა,  რათა თავისი საქმის პროფესიონალი გამხდარიყო.

მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის და „Lafarge Holcim“-ის ერთობლივი წარმატებული სტარტი საქართველოში

საქართველოში სამშენებლო მასალების მსოფლიო ლიდერი ბრენდის „Lafarge Holcim“-ის პარტნიორი „საქართველოს ცემენტის კომპანია“ საქმიანობის პირველ წელს წარმატებულად აფასებს.

ირაკლი კობახიძე ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პარლამენტის წევრს, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს რეფატ ჩუბაროვს შეხვდა. შეხვედრაზე მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა განიხილეს. 

პროკურატურაში ახალდანიშნული სტაჟიორებისთვის მენტორობის პროგრამა დაინერგა

ახალი კადრების პროფესიული განვითარებისა და სისტემაში ადაპტაციის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში მენტორობის პროგრამა დაინერგა.

ევროკავშირის მხარდაჭერით ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებისთვის პროექტი იწყება

სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ევროკავშირის მხადაჭერით პროექტის - "ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით" პრეზენტაცია მოეწყო.

მიხეილ ჩხენკელმა გაეროს წარმომადგენლებს სიახლეების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 კალა-უშგულის  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.