გაზმომარაგების შეზღუდვა - 15 000 აბონენტი

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ოთხშაბათს, 13 სექტემბერს, 00:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდა, კრწანისის და ვაკის რაიონში მითითებულ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში:


ზემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსების, ღოღობერიძის, ჟორდანიას, ლომინაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, შავნაბადის მიმდებარედ - სოფელი თელეთის ახალ დასახლებას, სოფელი კრწანისის, სოფელი ფონიჭალის, გიგანტის და სვანების დასახლების კერძო სექტორის მოსახლეობას, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის ქუჩის საცხოვრებელი კორპუსების, მარნეულის ქუჩის და რუსთავის გზატკეცილის კერძო სექტორის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში:


სოფელი წავკისის, წავკისის აგარაგების, ჩერონის, სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს, კიკეთის და ბეთანიას მოსახლეობას.

ვაკის რაიონი:


დაბა წყნეთის, სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ მოსახლეობას და ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომუნალურ, კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს: რუსთავის გზატკეცილზე შპს "Glass work", შპს "ავზი 94", შპს "ბერიკა", შპს "ქლინთექ", შპს "ელთა", შპს "არჯევანი", შპს "ფი-ემ-ჯი", შპს "ჯი-ემ-პი", შპს "კალიან ჯორჯია", შპს "არქიტრავი", შპს "ნუტრიმაქსი", შპს "მეგობრობა", შპს "ვასაძის პური", შპს "4მ+". შპს "აგრო ჯგუფი", შპს "თეთრი დათვი", შპს "ფარსა", შპს "ვიმ ბილდან საქართველო", შპს "ფორტროუზ-ჯორჯიან", შპს "სეზა სამშენებლო მრეწველობა", შპს "საბუდარა", კერძო პირი წიქარიშვილი, სასჯელაღსრულების VI დაწესებულება, თავდაცვის სამინისტროს ობიექტი (კრწანისი იალღუჯის საწვრთნელი ბაზა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელი ბაზა, პრობაციის სასწავლო ცენტრი, "უსინათლოთა საზოგადოება", შპს "აღმაშენებელი 1", შპს "მიკროპრიმი", შპს "ტატო", თელეთის გაზგასამართი სადგური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, წავკისში - შპს "მედგრუპ ჯორჯია", შპს "წავკისის ველი", წყნეთში - შპს "წყნეთის კოპალა", შპს "ველაჯიო", სს "სმარტ რითეილი", კიკეთში - იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი და სხვა.


გაზის მიწოდება აღდგება ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, 10:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.


შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.


მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.
https://www.ktg-tbilisi.ge/p/gazmomaragebissezrudvamtawmindakrwanisivakisraioni/5025


შს მინისტრი - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მინისტრის თქმით, საზოგადოება ინტერპრეტაციებს უნდა ერიდოს.

ფეისბუქგვერდი "ჩეჩნეთი" სპეცოპერაციაზე - მოღალატეს არ აქვს ეროვნება და აუცილებლად დაისჯება

თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ფეისბუქგვერდის "ჩეჩნეთი" ადმინისტრატორი წერს, რომ ტერორიზმს არავითარ შემთხვევაში გამართლება არ აქვს და თუ ეჭვმიტანილები ჩეჩნები აღმოჩნდებიან, უნდა დაისაჯონ.

ოკუპირებულ ცხინვალში ზღუდერის ეკლესიაში ხატები დაამტვრიეს

19-20 ნოემბერს ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიაში ინციდენტი მოხდა. დაუდგენელმა პირებმა ეკლესია შეურაცხყვეს, დაამტვრიეს ხატები და ტრაპეზი, შესაწირიდან თანხა გაიტაცეს.

არგენტინული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში შევიდა

ერთი კვირის წინ გაუჩინარებული არგენტინის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები კრიტიკულ ფაზაში გადავიდა. ნავში, სადაც 44-წევრიანი ეკიპაჟი იმყოფება, ჟანგბადის მარაგი უკვე იწურება.

პატრიარქი: გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქადაგებისას, გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. უწმინდესის განცხადებით, საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.

აშშ-ში სუტენიორს 472 წელი – ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში კოლორადოს სასამართლომ 31 წლის ბროკ ფრანკლინს, სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, 472 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფრანგული სამხედრო ფრეგატის "გეპრატის“ კაპიტანს ჟაკ მალარის, კაპიტნის თანაშემწეს ვიქტორ სებაუნის და საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

ბათუმში საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი "გეპრატი" შემოვიდა

დღეს ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი "გეპრატი" შემოვიდა.

ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე მისაბმელიანი მანქანებისა და ავტობუსების მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ალპანა-ცაგერის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ინდოეთში სტუდენტის თვითმკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ინდოეთის უნივერსიტეტში სტუდენტის თვითმკვლელობის გამო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები იმ ლექტორებს უპირისპირდებიან, რომელთა მხრიდან ბულინგმაც სტუდენტი სუიციდამდე მიიყვანა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად თეიმურაზ კუპატაძე დანიშნა. გიორგი გახარიას თქმით, ახალი ხელმძღვანელი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევს თავს.

"სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება გადადო

კომპანია "სარაჯიშვილმა" მასშტაბური სპეცოპერაციის გამო გუშინ დაგეგმილი TRILOGY-ს საზეიმო წარდგენის ღონისძიება დროებით გადადო. 

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

სპეცოპერაციით დაზარალებულებს საქართველოს საპატრიარქო დაეხმარება თუ არა, უცნობია

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცრაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, ამ ეტაპზე უცნობია.

პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა

დღეს გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთში მიბრძანებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წირვის დაწყებამდე მრევლს თავისი დადგენილება გააცნო. 

საქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრს ური არიელს შეხვდა.

ევროსაბჭოს დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო

ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია დემოკრატიული სწავლების დანერგვის პროცესს N42 საჯარო სკოლაში გაეცნო.

გუშინდელი გაძვირების შემდეგ ნავთობი ისევ იაფდება

აშშ-ის ნავთობის მარაგების შემცირების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე გუშინდელი მაღალი ნახტომის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები კლების მიმართულებით წავიდა.

თურქეთში სამი ქართველი დააკავეს

თურქეთში ბინების ძარცვაში ეჭვმიტანილი სამი ქართველი იზმირის პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას 1tv.ge თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.

სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ოთხი დაჭრილი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სპეცრაზმელები რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.