რას „დავითვლით შემოდგომაზე“ – წვრთნებს თუ ომებს?

ზაფხულის ხანძრების შემდეგ ევრაზიის ბევრ ქვეყანაში ნახანძრალის ოხშივარს, რომელსაც ასე მივეჩვიეთ, დენთის სუნი ანაცვლებს. მრავალი ბარაქიანი შემოდგომა ახსოვს კაცობრიობას, მაგრამ სამხედრო წვრთნებით ასე დახუნძლული იშვიათია.

სექტემბრის სამხედრო სწავლებებს შორის ევროკავშირისთვის ყველაზე მასშტაბურად და დამაფრთხობლად „დასავლეთი 2017“ გამოიყურება – ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელიც „ისკანდერებით“ აღჭურვილ რუსულ ანკლავს ევროკავშირის სიღრმეში, კალინინგრადთან ესაზღვრება, დაახლოებით 100 ათასი „ამხანაგი“ ააჟღარუნებს საბჭოთა იარაღს. როგორც რუსეთის გენერალიტეტი ჰპირდება „მაყურებლებს“, სამხედრო სწავლებებში გამოიყენებენ ყველა ტიპის დანადგარსა თუ აღჭურვილობას, რაც მოძრაობს და ისვრის. და მიუხედავად იმისა, რომ დიდი საბრძოლო სპექტაკლის ძირითადი ტერიტორიული მასპინძელი ლუკაშენკოს რესპუბლიკაა, რუსი გენერლები „თამადობას“ არავის დაუთმობენ.


ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, რომელიც დღემდე ვერ მალავს შეშფოთებას მოსკოვის (მინსკისაც) მიერ დაგეგმილი მანევრების გამო, „რუსულის გაკვეთილებს“, 14-დან 20 სექტემბრამდე რომ შეაზანზარებს ბებერ კონტინენტს, თავისი სვლები დაუპირისპირა. ამ შემთხვევაში ევროპის დაფაზე ნატოს შავი ფიგურებით უწევს თამაში და გააკეთა კიდეც რამდენიმე სვლა პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მიმართულებით. მცირერიცხოვანი, მაგრამ ეფექტიანი, მობილური სამხედრო შენაერთები ალიანსის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან თავისი თანამედროვე აღჭურვილობით რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ საზღვრებთან განლაგდნენ. სითამამედ შეიძლება ჩაითვალოს ბალტიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკელი სამხედროების საწვრთნელი (თუ საჩვენებელი) მანევრები უშუალოდ რუსეთის სასაზღვრო ზოლზე. ამან უკვე კრემლს გამოათქმევინა შეშფოთება, მაგრამ „საწვრთნელი შემოდგომის“ მოსვლას შეშფოთება ვერ შეაჩერებს.


რუსეთ-ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს „დასავლეთი 2017“-ის ორგანიზატორების მიერ გამოგონილი სამი „აგრესორი ქვეყანა“. ესენია: ვეიშნორია, ვესბარია და ლუბენია. და ეს ვირტუალური სახელმწიფოები თავს ესხმიან ბელარუსს. მათ შორის, ვეიშნორია, ლეგენდის თანახმად, ბელარუსის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ვესბარია – ლიტვისა და ლატვიის ტერიტორიებზე, ხოლო ლუბენია – ლიტვასა და პოლონეთში.


გარდა ამისა, „დასავლეთი 2017“-ის პერიოდში „მწვანე კაცუნების“ მხრიდან პროვოკაციების მოლოდინში ლატვიის უშიშროების პოლიციამ 30 აგვისტოდან სტრაიკბოლის თამაშიც აკრძალა. ძალოვნები სექტემბრის განმავლობაში ნებისმიერ სამხედრო, ან სამხედროს მიმსგავსებულ ღონისძიებას აკონტროლებენ.


მანამდე, 29 აგვისტოს რუსული მედია წერდა, რომ ლატვიის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა სტრაიკბოლის მოთამაშეებს, რომლებიც რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი „ებრძოდნენ“ ერთმანეთს რიგიდან დაახლოებით 50 კილომეტრით დაშორებულ ტყეში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.


მოსკოვმა ევროპის მიმართულებით მეორე ხელიც გაშალა და რამდენიმე დღის წინ, 5 სექტემბერს „დასავლეთი 2017“-თან შედარებით მოკრძალებული, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომზე არცთუ ბევრად ნაკლები სამხედრო პირი და ტექნიკა გამოიყვანა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე. ცხინვალთან უშუალო სიახლოვეს მცხოვრები ქართველები ბოლო დღეების განმავლობაში გამაყრუებელი ზალპური ცეცხლისა და ცალკეული ძლიერი აფეთქებების შესახებ ყვებიან. სამხედრო საქმეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ისევ იმ 58-ე არმიის ქვედანაყოფები ასრულებენ, რომლებიც მთავარი მოთამაშეები იყვნენ საქართველოსთან ომის დროს. ამჯერად საოკუპაციო ჯარი შემდეგი საბრძოლო ნიმუშების გამოყენების ხელოვნებას დახვეწს: 152-მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცები, ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარები „ტორნადო-Г“ და „ურაგანი“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „Штурм-С“ და 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები.


„რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში არიან განთავსებული, საველე სწავლებები დაიწყეს... ღონისძიებებში 2500 სამხედრო მოსამსახურე და 500 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება, სამხედრო და სპეცტექნიკა მონაწილეობს“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის პრესცენტრის უფროსმა ვადიმ ასტაფევმა.


კავკასიური წვრთნები დასავლეთის სწავლებამდე უნდა დასრულდეს, რომელსაც უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან. რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი ოფიციალური პირები სპეციალურად გამოყოფილი „სამალავიდან“ „დატკბებიან“ სამხედრო სანახაობით, თუმცა მაინც ვერ მოახერხებენ იმ მასშტაბების აღქმას, რასაც „დასავლეთი 2017“ ეწოდება (და ვერც იმას შენიშნავენ, თუ რუსეთი სამხედრო ძლევამოსილების დასამტკიცებლად დაგეგმილ ასიათასიან სწავლებას მხოლოდ 10 ათას კაცს ჩაატარებინებს). რამდენად გასწვდება სტუმრებისა და დამხვდურების გეოპოლიტიკური ხედვის „ფართო კუთხიანი ობიექტივი“ ამ მოვლენას, ამას დრო ნამდვილად გვიჩვენებს. ყოველი შემთხვევისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს ეუთოს ვენის დოკუმენტის დაცვისკენ მოუწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ეუთოს ვენის დოკუმენტის თანახმად, თუ ეუთოს წევრ სახელმწიფოს სამხედრო წვრთნებზე 13 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოჰყავს, ვალდებულია, ორგანიზაციის წევრები გააფრთხილოს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და მონიტორები დაუშვას.


საქართველო უნიკალურ მდგომარეობაშია ამ ცხელ სექტემბერს. ეს ერთადერთი ქვეყანაა ამ თვეში, რომლის ტერიტორიაზეც ოკუპანტიც ატარებს სასწავლო სამხედრო მანევრებს და პარტნიორი ქვეყნებიც წარმოადგენენ საკუთარ საბრძოლო ხელოვნებას.


საქართველოში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 3-11 სექტემბრის ჩათვლით, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“ გაიმართა. ამ სწავლებებში ჩაერთო უახლესი ამერიკული საბრძოლო ტექნოლოგიები. აშშ-ის შეიარაღება ფოთის პორტიდან შევიდა საქართველოში.


სროლის ხმა უკრაინაში აღარავის უკვირს, მაგრამ აქაც ხომ უნდა გამოიცადოს იარაღი და ცოცხალი ძალაც. თან, ბელარუსისა და რუსეთის უშუალო მეზობლებისთვის ავადსახსენებელი „დასავლეთი 2017“ ნატოსა და მის წევრ ქვეყნებზე მეტად ნამდვილად აშფოთებს კიევს – ბელარუსის მხრიდან ახალი ფრონტის ხაზის გახსნა დამღუპველი იქნება ამ ისედაც უთანასწორო ომში ჩათრეული ქვეყნისთვის. ამიტომაც მოახდინეს რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების კალენდრების გადაკვეთა: 14-20 სექტემბერი („დასავლეთი 2017“) და 11-23 სექტემბერი („Rapid Trident 2017“). მასშტაბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინის წვრთნები რუსულთან შედარებით საკლასო გაკვეთილს უფრო ჰგავს, რომელშიც 15 ქვეყნიდან, სულ რაღაც, 2500 ჯარისკაცი მონაწილეობს, მაგრამ მაინც „პასუხის ტონის“ მატარებელია. უკრაინულ სწავლებებს ერთი პოლიტიკური სკანდალიც მოჰყვა მის მეზობელ მოლდოვაში, სადაც სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან რუსეთს თავისი სამშვიდობო კონტინგენტი ჰყავს განლაგებული (ზუსტად ისე, როგორც აგვისტოს ომამდე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში). საქვეყნოდ ცნობილია მოლდოვის ახალი პრეზიდენტის იგორ დოდონის პოლიტიკური სიმპათიები (თუ მიდრეკილებები) რუსეთისადმი. როგორც კი შეიტყო ქვეყნის მთავარსარდალმა, რომ მისი ხელქვეითი სამხედრო ნაწილები, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, უკრაინაში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ, მყისიერად გააუქმა ურჩი მინისტრის განკარგულება, თუმცა ეს ჟესტი (ადრესატი გასაგებია...) დაგვიანებული და უშედეგო, უეფექტო აღმოჩნდა. ჯარმა მაინც განაგრძო სვლა უკრაინის ველებისკენ. ამის შემდეგ დოდონი მხოლოდ პოლიტიკური „სხარტულით“ შემოიფარგლა: „მთავრობამ ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“.


ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაიწყო შვედეთშიც. „ავრორა 2017“ მოიცავს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო წვრთნებს და, ძირითადად, სტოკჰოლმსა და მის შემოგარენში გაიმართება.


წვრთნებში 40-მდე სახელმწიფო დაწესებულება და 20 ათასამდე შვედი სამხედრო ჩაერთვება. მასში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს დანიის, ნორვეგიის, ფინეთის, ესტონეთის, ლიტვის, აშშ-სა და საფრანგეთის 1500-მდე ჯარისკაცი. წვრთნები 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.


რუსეთის სამხრეთით, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამორჩეულმა ქვეყნებმა ჩინეთმა და პაკისტანმაც დაიწყეს ერთობლივი სამხედრო-საჰაერო მანევრები, სახელწოდებით „არწივი-6“. სხვადასხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავები ჩინეთ-პაკისტანის პოლიგონებსა და დასახლებულ პუნქტებს 27 სექტემბრამდე გააყრუებენ. ჩინეთი სწავლებებში თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც გამოცდის. ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი მფარველის, ჩინეთის შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის სწავლების მიზანი საბრძოლო ეფექტიანობის ამაღლებაა.


თავად ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთის (და არამხოლოდ) ფრთის ქვეშ მაინცდამაინც მშვიდად ვერ უნდა გრძნობდეს თავს. მისი სარაკეტო-ბირთვული გამოცდები მსოფლიოს კატასტროფამდე მიყვანით ემუქრება. განსაკუთრებული ხატოვნებით გამოირჩეოდა ფხენიანის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბოლო განცხადება, რომელიც „ტანჯვასა და ტკივილს“ ჰპირდებოდა ამერიკელებს. მაგრამ ინის ამ მუქარას „სვლა შეუნელა“ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებამ – ანტიჩრდილოკორეული რეზოლუცია არ მიიღეს.


გაეროს მიერ ზემოხსენებული რეზოლუციის არმიღებამდე, 5 სექტემბერს გახდა ცნობილი ტრამპის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ვაშინგტონი მრავალმილიარდიან მაღალტექნოლოგიურ ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას მიაწვდის. ასევე, სამხრეთ კორეაში ამერიკულ სამხედრო ბაზა კემპ ჰამფრისში, 25 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს რადიოაქტიური ნივთიერების შესაძლო გავრცელებისთვის მოამზადებენ.


ვაშინგტონისგან განსხვავებით, რომელიც მზად არის, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ფხენიანის პრობლემის მოსაგვარებლად მოსკოვი დიპლომატიურ მეთოდებს ემხრობა.


„ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ სამხედრო ისტერიის გაღვივებამ შესაძლოა, გლობალურ, პლანეტარულ კატასტროფამდე და უდიდეს ადამიანურ მსხვერპლამდე მიგვიყვანოს. ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური დიპლომატიაა“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.


რამდენად ეფექტიანი იქნება პოლიტიკური დიპლომატია სწავლებებით შენიღბული სამხედრო ძლევამოსილების დემონსტრირების ფონზე, ჯერ არ ჩანს. ერთი კი ფაქტია – გაიმარჯვებს ის, ვინც მოწინააღმდეგეს დაარწმუნებს თავის სამხედრო უპირატესობებში. მაგრამ მძიმე სამხედრო ტექნიკით კატათაგვობანას თამაშით გართული რამდენად ღრმად შეტოპავს შეიარაღებული მსოფლიო ახალ „ცივ ომში“, ამაზე ბევრად იქნება დამოკიდებული მსოფლიო წესრიგ-უწესრიგობა.


ზესტაფონში ავტოავარიის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა

ზესტაფონში მომხდარ ავარიას და-ძმის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორ შევამოწმოთ, აქვს თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალებას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი

საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს.

გიორგი ჩიქოვანი ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მდგრადი განვითარების ფორუმში, რომელიც 22 ივნისს  ვენაში გაიმართა.

 

გორში თაფლის ახალი საწარმო შენდება

გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, გორში თაფლის ახალი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შენდება.

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

თბილისის მერიის ინიციატივით, კვირას,  24 ივნისს, პირველად გაიმართება გარბენი „თბილისი“, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

ჩუღურეთის რაიონში 21 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა

გვიან ღამით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლება გაიმართა.

სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა. 

შსს-მ რუსეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

კახა კალაძე შეჩერებულ მშენებლობებზე: წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რომ პრობლემა მოგვარდეს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში  მიტოვებულ მშენებლობებზე ისაუბრა.

კახა კალაძე: რამდენი მუსიკოსი ჰყავს თბილისს არავინ ითვლის და არც არავინ ზღუდავს

თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

კახა კალაძე: ათეული წლებია დედაქალაქის იერსახეს წლობით მიკრული პლაკატები და განცხადებები ამახინჯებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შენობა- ნაგებობების კედლებზე რეკლამის, საარჩევნო მასალი და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესს გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე: ხვალ, მთლიან უმრავლესობასთან იქნება შეხვედრა, რის შემდეგაც პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას

„ქართული ოცნების" ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები დასრულდა. შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.

თბილისის მერი პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, თბილისის ბიჭუნათა კაპელის და ახალგაზრდული გუნდის კონცერტს დაესწრო.

მაშველებმა მთაში ჩარჩენილი, დაშავებული ტურისტი ჩამოიყვანეს

დუშეთში, ლომისის სალოცავთან, ყაზბეგის სამთო-სამაშველოს მაშველებმა მთაში ჩარჩენილი 20 წლის ტურისტი ჩამოიყვანეს.

ქუთაისში წვიმისა და სეტყვის გამო 112-ში 9 შეტყობინება შევიდა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქუთაისიდან 9 გამოძახება შევიდა.

22 ივნისის მთავარი მოვლენები

თბილისში, 6 თვის ტყუპებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა.

 

თბილისში, 6 თვის ტყუპებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავა.

ზუგდიდში ჩაის სახლი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ჩაის სახლი „ალერტი" დააყაჩაღეს.

ძლიერი სეტყვა ქუთაისში

ძლიერი სეტყვის გამო, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებული იყო.

მოპარული 20 ტელეფონი - შსს-მ ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერეთლის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ ,,პირველს" უწყებიდან აცნობეს.