კატეგორიები

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-10 საერთაშორისო ფორუმი (LED) გაიხსნა. ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 16 თემატურ სესიას მოიცავს.

ფორუმი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.


 „2017 წლის ფორუმი, სახელწოდებით „პროგრესული ქალაქები“ ორიენტირებულია იდეებისა და წარმატებული პრაქტიკების გაზიარებაზე. ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებასა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე.  სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა გაღრმავდეს თანამშრომლობა თვითმმართველობებს შორის და წარმოჩინდეს მარკეტინგული შესაძლებლობები“ , - განაცხადა ფორუმის გახსნაზე დავით ნარმანიამ.


ფორუმში ასამდე საერთაშორისო მომხსენებელი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორი - კრისტიან დანიელსონი, აზიის განვითარების ბანკის ცოდნის მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების ვიცე-პრეზიდენტი - ბამბანგ სუსანტონო, EBRD-ის მთავარი ეკონომისტი - კეთილ ტვედტი, EBRD-ის კონსულტანტი - რობერტ ბეილი, ბარსელონის ტურიზმის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი - იორდ ვილიამ კარნესი და სხვები.


ფორუმის შედეგად ქალაქ თბილისი მიიღებს რეკომენდაციებს, კონსულტაციებსა და კონკრეტულ პროექტებს ქალაქის განვითარებისათვის როგორც ეკონომიკური, ასევე ურბანული და გარემოს განვითარების მიმართულებით.


ფორუმის შემაჯამებელ ნაწილში თბილისის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას“ წარადგენენ. თბილისს „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ კლუბის წევრობის სერტიფიკატიც მიენიჭება.


LED თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi’-ში ტარდება. ღონისძიებას დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის.



სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს ჩრდილოეთ კორეისთვის ომი არ გამოუცხადებია

აშშ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას ომი გამოუცხადა.

 

ქურთისტანის ქალაქ კირკუკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

ერაყის ქურთისტანის მთავარი ქალაქის - კირკუკის მესვეურებმა რეფერენდუმის დასრულებისთანავე კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

ბათუმის 23-ე საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანას შესევის გამო გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა

აზიური ფაროსანა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა. მოსწავლეების შენობის სხვა სართულზე გადაყვანა გახდა საჭირო.

არჩილ ხანდამაშვილი: მცირე ბიზნესის განვითარებით, მეწარმე თანასოფლელების დასაქმებას შეძლებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ზიარის, ფხოველის, ქოდალოსა და ს.გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

ქურთისტანში რეფერენდუმი დასრულდა

ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ ოლქში ბაღდადისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი დასრულდა. საარჩევნო უბანი უკვე დაიხარა. ბლებისციტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ეუთოში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

ეუთოში ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

ერაყმა თურქეთთან მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

 

ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობამ თურქეთთან მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა. წვრთნები ქვეყნების საერთო საზღვართან მიმდინარეობს.

წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

წაღვერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ხვალიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება. შესაძლოა, პროცესში ავიაცია აღარ ჩაერთოს.

ფხენიანი ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ფხენიანს შეუძლია აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდება ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის მიღმაც. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ჰომ განაცხადა.

კაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ცოცხალია

კაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ცოცხალია. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და რეანიმაციოული ღონისძიებები უტარდება. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში უთხრეს.

თელავის რაიონის ოთხი სოფელი დაისეტყვა

ძლიერმა სეტყვამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი: ვარდისუბანი, ართანაი, გულგულასა და კურდღელაური დააზარალა. სტიქია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუციას მხოლოდ ერთი პარტია იღებს.

კაცი, რომლის ცხედარი შარტავას ქუჩაზე იპოვეს, შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო

კაცი, რომლის ცხედარი შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 23:00 საათიდან თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება.

საგარეო მინისტრის თქმით, დიასპორებთან რეგულარული შეხვედრები მიმდინარეობს

საგარეო მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თანამემამულეების ინფორმირებისა და მათი საჭიროებების გარკვევის მიზნით, დიასპორებთან რეგულარული შეხვედრები მიმდინარეობს.

საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით,  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი.

საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა–2017" გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში, ღია ცის ქვეშ, მდინარის ნაპირას სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა–2017“ გაიმართა. 

"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას და საკრებულოს საჯარო განმარტებისთვის მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას და საკრებულოს წარმოდგენილი მგგ-ის დასამტკიცებელ პროექტზე საჯარო განმარტებისთვის მიმართავს.

თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცხედარი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში კაცის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.