რეჟისორის თქმით, ბურჭულაძე საზოგადოებას სამარცხვინო ადამიანის მანტიაში მოევლინა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, პაატა ბურჭულაძე საზოგადოებას სამარცხვინო ადამიანის მანტიაში მოევლინა.

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბარში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანასთან" დაკავშირებით აგორებულ სკანდალზე ისაუბრა. ხაინდრავას შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას დაემართოს.


"იმ ყველაფრის მერე, რაც ვნახეთ, ადამიანს სიცოცხლე აღარ მოგინდება. რაღაც ფასეულობები ხომ უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, რაც ურყვნელი დარჩება?! მაგრამ, ეტყობა, გადაგვარებულმა, საბჭოთა წყობილებიდან მოსულმა აზროვნებამ, დაუოკებელმა ლტოლვამ პირადი გამდიდრებისკენ ყველა გზით - პოლიტიკა იქნება, ხელოვნება თუ ქველმოქმედება, აქამდე მიგვიყვანა... ამაზე მეტი სირცხვილი ადამიანს, თუნდაც ფონდს, რა უნდა დაემართოს, არ ვიცი. ხელით სატარებელი კაცი, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობდა, ყველაზე სამარცხვინო ადამიანის მანტიაში მოგვევლინა. ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, იმდენად სამარცხვინო და გამაოგნებელია, ყველა უნდა დავფიქრდეთ ალბათ და მივეჩვიოთ იმას, რომ ცხოვრება არ არის მარტო ზედაპირული მხარე, მას თავისი სიღრმეები აქვს და ადამიანები უნდა შეფასდნენ იმით, რას აკეთებენ", - აღნიშნა ბურჭულაძემ.


"მე ამ კაცს, პაატა ბურჭულაძეს (იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახეთ, თუ შეიძლება კაცი ეწოდოს) ბავშვობიდან ვიცნობ. საერთო მეგობრები გვყავდა, ხანდახან ერთად ვისვენებდით... ამ სიუჟეტის ნახვის მერე მინდოდა, რომ მიწა გამსკდომოდა. ფულს რომ თავი დავანებოთ, ადამიანობის ნასახი, თავმოყვარეობა, ღმერთი, შვილი, რაღაც ხომ უნდა იყოს... ამას რომ აკეთებ ადამიანი, სახლში რომ ბრუნდები, შვილებს თვალებში როგორ უყურებ საერთოდ, მაინტერესებს! ეს არის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი კატასტროფა. ეს ამბავი ქართველ საზოგადოებაში წყალბადის ბომბივით გასკდება. ჩემთვის საამაყო იყო, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და თურმე... ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც შეიძლება საზოგადოებას დაემართოს", - განაცხადა რეჟისორმა.


- ჟურნალისტებთან საუბარზე ფონდის წარმომადგენლები უარს აცხადებენ... ეს ხომ არ აღვივებს ეჭვს, რომ საქმე უფრო სერიოზულად არის?


- მანდ საეჭვო რა არის?! ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო... ჩვენ კადრები ვნახეთ... ამის შემდეგ რა პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას?! არის კითხვები, რომელსაც ვერსად გაექცევი. ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა იმდენივე რომ იქნება, რაც ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ხელფასის სახით აქვს აღებული, რა ქველმოქმედებაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? კომპეტენტური ორგანოები დაინტერესდებიან ალბათ და ყველაფერს დაადგენენ, მაგრამ მე ეს არ მინდა... ჩემთვის ის ბავშვები, ის ქალი და სახლები საკმარისია, რაც ვნახე... ასეთი რამ აზრად როგორ უნდა მოგივიდეს, რომ შეიძლება ადამიანმა იმ პირობებში იცხოვროს, რასაც სთავაზობდნენ, ეს ხომ ადამიანის ხელმეორედ გათელვაა. ის უსახლკაროდ დარჩა და შენ ბოსელში მიგყავს, სადაც პირუტყვიც კი არ გაჩერდება? ამისთვის მართავ ტაშ-ფანდურას? არ ვიცი, რა პასუხი უნდა გავცეთ მათ, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობდა - მონსერატ კაბალიეს და სხვა მაღალი ხელოვნების წარმომადგენლებს. ვაჟბატონი ბურჭულაძე პოლიტიკაში შემოვიდა და სწორედ ეს არის ის პოლიტიკური წუმპე, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. გაჯერებული პატივმოყვარეობის გაუთავებელი ჟინით, რომელმაც საზოგადოების ზნეობა მთლიანად წალეკა. სამშობლოს თელავენ დასავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან აღებულ ორ კაპიკად! ხალხისადმი მსახურება აზრადაც არავის ჰქონია ამ ვაჟბატონის ჩათვლით. ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა ნახოს, არ შეიძლება მხოლოდ სოციალურ ქსელში დარჩეს! ეს არის ბოროტი მასკარადი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს ისევე, როგორც ფაშიზმი ნახა მთელმა გერმანიამ! უნდა შეფასდეს ისევე, როგორც უნდა შეფასდეს ის ბოროტება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენდა. შეიძლება, რომ იმათი ამფსონები, რომლებიც ადამიანებს აუპატიურებდნენ ციხეში, პოლიტიკურ პარტიად იწოდებოდნენ? ბურჭულაძეს და სააკაშვილს ხომ ერთი ბუნება აქვთ?! ერთი ფესვიდან იყვნენ გამოსულები. ეს ხომ მთელმა საზოგადოებამ იცის, მიუხედავად ამისა, მხარდამჭერებიც ჰყავდა... სანამ ამ ყველაფერს არ მივხვდებით, რომ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ნებისმიერი გზით დამღუპველია, პირველ რიგში, შენი მომავლისთვის, შვილებისთვის, ქვეყნისთვის, მანამდე იმ წუმპეში, სირცხვილსა და სიბნელეში ვიქნებით, რომელშიც დღეს ვართ.


- თქვენი აზრით, უნდა დაინტერესდნენ თუ არა საგამოძიებო სამსახურები ამ ფაქტით და ზოგადად, აღნიშნული მაგალითის გათვალისწინებით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს თუ არა მსგავსი საქველმოქმედო ფონდები?


- საქველმოქმედო ფონდი თავისთავად გულისხმობს გამჭვირვალობას. ამ გამჭვირვალობის დახურვის ნებისმიერი მცდელობა ნიშნავს, რომ კანონის წინააღმდეგ მიდიხარ, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. დახურული ფონდებიც არის, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ამ შემთხვევაში რაღაც სიბნელესთან გვაქვს საქმე. „იავნანას" რომ დაარქმევ და ბავშვებთან ურთიერთობა რომ გექნება, იქ დასამალი რა უნდა გქონდეს?! ინკასაცია ბანკში რატომ არ კეთდებოდა? ადამიანი, რომელიც საკუთარ ღირსებას პატივს სცემს, პირველ რიგში, თვითონ იქნება დაინტერესებული, რომ ყველა თეთრი, რომელიც საზოგადოების ჯიბიდან მოდის, საქველმოქმედო საქმიანობაში იყოს გათვლილი, რომ ღმერთმა დაიფაროს და რამე ჩრდილი არ მიაყენოს საკუთარ სახელსა და ღირსებას. ისე, ვფიქრობ, რომ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, იმაზე მეტი სასჯელი, რასაც ზნეობა და მორალი გამოუტანს, რომელ სისხლის სამართალში შეიძლება იყოს მსგავსი მუხლი?! რა სასჯელი შეიძლება მიესაჯოს იმაზე მეტი, რასაც საზოგადოება მიუსჯის?!


უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები ფოთში არიან

ფოთის პორტში, ცოტა ხნის წინ, ბორანი, სახელწოდებით "ვილნიუსი" შემოვიდა, რომელზეც უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან.

"ნუმა" - ხმელთაშუა ზღვაში ახალი შტორმი ძლიერდება

ხმელთაშუა ზღვაში ახალი შტორმი წარმოიქმნა, რომელიც თანდათან ძლიერდება. ბერლინის უნივერსიტეტის სპეციალისტები "ნუმას", ხოლო, ათენის ეროვნული ობსერვატორია "ზენოს" უწოდებს.

საქართველოს რკინიგზას დავით ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა ბახტაძეს დავით ფერაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ანტალიის შემდეგ სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ესტუმრა. სერგეი ლავროვმა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისგან "თბილი მოკითხვა" გადასცა.

ავარია მცხეთა-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები

მცხეთა-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თეთრ სახლში შეღწევის მცდელობისათვის ერთი ადამიანი დააკავეს

ამერიკის პოლიციამ თეთრი სახლის გარე პერიმეტრზე სამართალდამრღვევი დააკავა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საიდუმლო სამსახურმა გაავრცელა.

მსხვერპლით დასრულებული ქველმოქმედება - მაროკოში მასობრივ ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, ეს-სუვეირას პროვინციაში მდებარე სოფელ სიდი ბოულამალში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან არაორგანიზებულად გამართული საქველმოქმედო აქცია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია ისრაელის პრემიერს დაკითხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს დღეს პოლიციაში დაკითხავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებისგან ძვირდღირებული საჩუქრები მიიღო.

 

 

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა დასრულდა

მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.

ჩინეთის ელჩი - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ-ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

23 ნოემბერს პატრიარქი 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმმა ერთად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე  დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დევიდ ლინჩის Mulholland Drive-ია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკელ რეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ისეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი, როგორიც ლინჩია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

რუსთავში, ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს

ზიმბაბვეში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ლიდერის პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.