გაზი პოლიეთილენის მილებში – აფეთქების მუდმივი საფრთხე და საკანონმდებლო ხვრელები

პოლიეთილენის მილებში გაყვანილი ბუნებრივი გაზი საქართველოს მოსახლეობას მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს. "პირველის" მოკვლევით დადგინდა, რომ ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ამ რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.

ენერგეტიკული საკითხების უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი ჭაღიაშვილმა სააგენტო „პირველს“ საგანგაშო ფოტომასალა მიაწოდა.


ფოტოების მიხედვით, ზოგიერთ რაიონში, მოსახლეობას ბუნებრივი აირის ცენტრალური მილსადენების დაზიანების მაღალი რისკის პირობებში უწევს ცხოვრება. სპეციალისტის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი კონტროლის სამსახური არ გააჩნია, რომელიც ლიცენზიატი კომპანიების თანამშრომლების მხრიდან ექსპლუატაციაში შესული მილსადენების კუსტარულად შეკეთებას და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ფაქტებს გამოავლენს.


ერთ-ერთ ფოტოზე ბუნებრივი აირის დაზიანებული მილსადენი გაჟონვის შეკავების მიზნით იზოლენტით არის გადახვეული. მეორე შემთხვევაში პოლიეთილენის მილსადენი მდინარეზე უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით არის გადაჭიმული. მისი დაზიანება ქარსაც კი შეუძლია. როგორც „პირველთან“ საუბარში ჭაღიაშვილმა აღნიშნა, მსგავსი დარღვევები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხშირად ფიქსირდება.


„პირველი“ დაინტერესდა, საქართველოს  ენერგომარეგულირებელი კომისია რა როლს თამაშობს უსაფრთხოების  ნორმების დაცვისა და მონიტორინგის საკითხებში და ზემოაღნიშნული დარღვევების გამოვლენის პასუხისმგებლობა რომელ უწყებას ეკისრება.


აღნიშნულ საკითხებზე სააგენტო სემეკის ბუნებრივი გაზის დირექტორს ირაკლი გალდავას ესაუბრა, რომელმაც შიდა მილსადენებზე სახელმწიფო მონიტორინგის არარსებობა დაადასტურა. მისი თქმით, შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის არარსებობის გამო ფოტოზე აღნიშნული შემთხვევების მსგავსი ფაქტების გამოვლენა სახელმწიფოს მხრიდან ვერ ხერხდება.


ირაკლი გალდავა: რეგიონებში კომპანიების მიერ გაზსადენების მშენებლობა და შიდა დაქსელვის პროექტი მუნიციპალიტეტთან თანხმდება, როგორ უნდა გაიაროს მილსადენმა, მიწაში რა სიღრმეზე უნდა იყოს, ან მიწის ზემოთ რამდენ მეტრზე და ა.შ. როცა მუნიციპალიტეტი უკვე ექსპლუატაციაში იღებს გაზსადენს, ის ამოწმებს, რამდენად გამართულია მილსადენები და არის თუ არა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის გაზსადენი ექსპლუატაციაში მისაღები. ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური  მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე აკეთებს მონიტორინგს. საშუალოზე დაბალი წნევის ქსელებზე. რაც შეეხება სემეკს, მონიტორინგსა და ზედამხედველობას ჩვენ არ ვახდენთ. კანონმდებლობით სემეკს არ აქვს არც ამის უფლება და არც  ვალდებულება. თუმცა, ირიბი ფორმით კონტროლს მაინც ვახორციელებთ. სემეკი ადგენს დანაკარგებს – დანაკარგის რა მოცულობას ვუღიარებთ ტარიფზე, რომელსაც შემდგომ მოსახლეობა იხდის. სტანდარტი არის 2%. ორ პროცენტზე მეტი დანაკარგის შემთხვევაში ტარიფის დანამატის გადახდა კომპანიას საკუთარი მოგებიდან მოუწევს. ამიტომ მის ინტერესებშიც შედის გაზსადენზე გამართული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს გალდავა.


მისი თქმით, დღეს არ არსებობს სამსახური, რომელიც ბუნებრივი აირის დაქსელვის პროცესში ტექნიკური დარღვევების მონიტორინგს განახორციელებს.


„ადრე არსებობდა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც ტექნიკურ დარღვევებს ამოწმებდა. თუმცა შემდგომ გაუქმდა. მსგავსი კონტროლის სამსახურის  საჭიროება, რა თქმა უნდა, არის. თქვენ მიერ მოპოვებულ ფოტოებზე ასახული მილსადენი, არა მგონია ტექნიკური ნორმების შესაბამისობაში მოდიოდეს და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. როდესაც სემეკი იღებს ინფორმაციას მილსადენის რეგლამენტის დაცვის დარღვევით მშენებლობის შესახებ, ჩვენი უწყება კომპანიას მოთხოვნით მიმართავს და ავალდებულებს, მილსადენი ტექნიკურ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს უფლებამოსილება გვაქვს, თუმცა მონიტორინგის - არა და ზედამხედველობას ჩვენ არ ვახორციელებთ“, - განმარტავს სემეკის ბუნებრივი გაზის დირექტორი


ირაკლი გალდავა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც საუბრობს და ზედამხედველობის სამსახურის აღდგენას საჭიროდ მიიჩნევს.


„დღეს საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს 1987 წელს მიღებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ე.წ  სნიპი, რომელიც მოძველებულია. აღნიშნულ სნიპში თანამედროვე ტექნოლოგიები და რეგულაციები არ არის გათვალისწინებული. ვადასტურებ, რომ ტექნიკური რეგულირების კუთხით ბევრი პრობლემაა და ამ მიმართულებით შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. რაც შეეხება შიდა ქსელების გაყვანას. როდესაც დაქსელვა დაიწყო, არ არსებობდა ორგანო, რომელსაც შიდა ქსელების კონტროლი დაევალებოდა. უსაფრთხოების ნორმების შემოწმებასა და დაცვაზე პასუხისმგებლობას იღებდა მოსახლე, რომელსაც კომპეტენცია არ ჰყოფნიდა, განესაზღვრა, რამდენად უსაფრთხო იყო. იმის გამო, რომ არ არსებობდა შესაბამისი მონიტორინგის სამსახური, კონტროლი თვითონ ლიცენზიატს დაევალა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უსაფრთხოების ნორმების ტექნიკურ დარღვევებს ლიცენზიატი უწევს მონიტორინგს. რომ არა ეს ვალდებულება, ბუნებრივი გაზის გაჟონვით გამოწვეული მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა“, - განუცხადა „პირველს“ სემეკის ბუნებრივი გაზის დირექტორმა.


სააგენტო „პირველი“ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის მიერ მოწოდებულ ფოტომასალასთან  დაკავშირებით „სოკარ ჯორჯიას“ დაუკავშირდა. კომპანიაში მდინარეზე გადაჭიმული პოლიეთილენის გაზის ცენტრალური მილის არსებობა შემდეგი მიზეზებით ახსნეს.


„კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე "ლეხურას" ადიდების შედეგად, მოწყდა გზის სავალი ნაწილი და საფეხმავლო ხიდი, რომლის სამაგრ გვარლზე (ტროსზე) დამონტაჟებული იყო ფოლადის გაზსადენი. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ აღდგენის მიზნით, არსებულ ტროსზე დროებით განხორციელდა პოლიეთილენის გაზსადენის დამაგრება. კაპიტალური ხიდის სრულად აღდგენის შემდეგ, განხორციელდება მასზე ფოლადის გაზსადენის მონტაჟი. რაც შეეხება პოლიეთილენის მილების გამოყენებას, გაცნობებთ, რომ ნებისმიერი გაზსადენი შენდება საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით და ყველა პროექტი შეთანხმებულია შესაბამის მუნიციპალურ ორგანოსთან“, - აცხადებენ კომპანიაში.


ხიდი, რომელზეც „სოკარ ჯორჯია“ საუბრობს, მდინარე „ლეხურამ“ ორი წლის წინათ წაიღო. პოლიეთილენის მილი უკვე ორი წელია მდინარეზე ამ მდგომარეობაშია გადადებული და ძლიერი ქარის დროს გამვლელები მასთან მიახლოებას ერიდებიან.


ენერგოუსაფრთხოების საკითხების სპეციალისტის გიორგი ჭაღიაშვილის განმარტებით, ქალაქიდან ქალაქში მაგისტრალური მილსადენის შესაბამისი წარმოების პოლიეთილენის მილით გაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ იმ რეგიონის სეისმოაქტიურობა 6 ბალს არ აღემატება. საქართველო კი მთლიანად არის შეტანილი 9-ბალიან ზონაში.


"პოლიეთილენის მილებით გაზის მაგისტრალური მილსადენი გაყვანილია ხონში, ვანში, ფოთში და კიდევ რამდენიმე რაიონში. აღნიშნული მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს მივმართე და შესაბამისი საფრთხის შესახებ ვაცნობე. ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებს რეაგირების მოხდენა სურდათ, მაგრამ მიმდინარე კანონმდებლობით, ზემოქმედების უფლება არ ჰქონდათ. რაც შეეხება თბილისში შიდა დაქსელვაზე გამოყენებულ პოლიეთილენის მილებს. ამ მილების მწარმოებელ კომპანიას შესაბამის დოკუმენტში უწერია, რომ არ შეიძლება მისი აალებადი ნივთიერებისთვის, მათ შორის ბუნებრივი აირისთვის გამოყენება“, - აღნიშნავს გიორგი ჭაღიაშვილი.


ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ არ არსებობს იმის კონტროლის მექანიზმი, რამდენად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს გაზგამანაწილებელი კომპანიები დაქსელვის პროცესში.


"სამწუხაროდ, არ ვიცით, ფოტოებზე არსებული დარღვევების მსგავსი ფაქტები სხვაგანაც ფიქსირდება თუ არა. გაზგამანაწილებელი კომპანიების შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელიმე უწყების, ან ორგანიზაციის ოფიციალური დასკვნა არასდროს მინახავს. ასეთი ანგარიში არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი ზედამხედველობის სამსახური და არ ხორციელდება მონიტორინგი. აუცილებელია, შეიქმნას ობიექტური და, რაც მთავარია, კომპეტენტური ზედამხედველი ორგანო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, პასუხისმგებელ კომპანიას რეკომენდაციით მივმართავთ და ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოვთხოვთ. პოლიეთილენის მილების საკითხს ექსპერტებთან ერთად საფუძვლიანად შევისწავლით და შემდგომ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, - განუცხადა „პირველს“ ენერგოომბუდსმენმა.


P.S.ზედამხედველობის სამსახურის აუცილებლობაზე  საუბრებით, რეკომენდაციებით, პოლიეთილენის მილების უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობაზე განცხადებებითა და ერთეულ შემთხვევებზე კომპანიებისთვის მხოლოდ რეკომენდაციით მიმართვით, ფაქტია, რომ პრობლემა გადაუჭრელი რჩება. მოსახლეობა გაზის გაჟონვის უარეს შემთხვევაში კი გაზის მილების აფეთქების მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობს. თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო შესაბამისი ზომები საკანონმდებლო რეგულაციებისა და ზედამხედველი ორგანოს შექმნის კუთხით, შესაძლოა, რომელიმე კონკრეტული დარღვევა, უფრო სწორად, დარღვევები ფატალური შედეგებით დასრულდეს. „ურმის გადაბრუნების“ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირის ძებნა და განტევების ვაცის პოვნა მომხდარს ვეღარაფერს უშველის.  


სროლას ოდესაში მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი პოლიციელი დაიჭრა ოდესის ცენტრში ორმხრივი სროლის შედეგად. ინფორმაციას უკრაინის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

რუსეთმა აზერბაიჯანში შეიარაღების ახალი პარტია გაგზავნა

აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეიარაღების ახალი პარტია მიიღო, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ

ბრიუსელში მიგრანტები პოლიციელებს თავს დაესხნენ. დაშავებულია ორი პოლიციელი.

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა.

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დასახელებას გამორიცხავს

"შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დაკავებულ მომღერალს ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

მინსკში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ მინსკის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

ლონდონში სინათლის ფესტივალი გაიხსნა

ინგლისის დედაქალაქში სინათლის ფესტივალი დაიწყო. ლონდონის ღირსშესანიშნაობებს ღამით, ანიმაციური პროექციით ანათებენ. ასევე, განათდება ცნობილი სატელეფონო ჯიხურები.

ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა.

 

„საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ

გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მხარდაჭერით, „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარები თეატრში იმყოფებოდნენ, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „მართლა“.

რუსთავში ქალაქის 70 წლის იუბილეს ზეიმობენ

დღეს რუსთავში, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად, ქალაქის 70 წლისთავსაც ზეიმობენ. ქალაქის სტატუსი რუსთავს 1948 წლის 19 იანვარს მიენიჭა.

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია ხუთი ადამიანი

ნიუ-მექსიკოს შტატში სამგზავრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კი დაიღუპა.

პელე ჰოსპიტალიზებულია

ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია.

 

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

პატრიარქი: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში, ნათლისღების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, იქადაგა.

კიბოს დიაგნოსტირება სისხლის ტესტით - უდიდესი მეცნიერული აღმოჩენა

მედიცინის დარგის მეცნიერებმა ერთ-ერთი უდიდესი მიზნისკენ გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი - უნივერსალური სისხლის ტესტი Cancer seek კიბოს აღმოსაჩენად.

მინისტრის თქმით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.

20 იანვრიდან საქართველოში გამოიდარებს

20 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21-22 იანვარსაც. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს.

ბახტაძის თქმით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2017 წელი დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით პოზიტიური იყო.