კატეგორიები

მარნეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ალგეთში, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

ახლად აშენებული ბაღის შენობა ორსართულიანია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია ორივე სართულის მშენებლობა და რემონტი.


პროექტის ფარგლებში მოეწყო დიდი, კომფორტული და ნათელი ოთახები, სამზარეულო, შენობა აღიჭურვა ცენტრალური და ელექტროგაყვანილობის სისტემით, სველი წერტილებით. შენობაში ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რაც მისი გამართული ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.


აღსანიშნავია, რომ შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მოეწყო პანდუსები და ინკლუზიური საპირფარეშოები. რაც შეეხება საბავშვო ბაღის გარე პერიმეტრს, მოგახსენებთ, რომ შემოიღობა ტერიტორია, მოეწყო გაზონი და მისასვლელი ბილიკები კერამიკული ფილებით, ეზოში დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, მის მიმდებარედ კი ბავშვების უსაფრთხოებისთვის მოეწყო კაუჩუკის საფარი, ასევე ბაღის ეზოში დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათებები.


ალგეთის საბავშვო ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი. ბაღი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 631 000 ლარია. რგპ ფონდიდან გამოიყო 599 450 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 31 550 ლარი. მშენებლობაზე დასაქმდა 20 ადამიანი.


აღსანიშნავია, რომ ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სკოლამდელი განათლება ალგეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდება.


 



სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს ჩრდილოეთ კორეისთვის ომი არ გამოუცხადებია

აშშ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას ომი გამოუცხადა.

 

ქურთისტანის ქალაქ კირკუკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

ერაყის ქურთისტანის მთავარი ქალაქის - კირკუკის მესვეურებმა რეფერენდუმის დასრულებისთანავე კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

ბათუმის 23-ე საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანას შესევის გამო გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა

აზიური ფაროსანა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა. მოსწავლეების შენობის სხვა სართულზე გადაყვანა გახდა საჭირო.

არჩილ ხანდამაშვილი: მცირე ბიზნესის განვითარებით, მეწარმე თანასოფლელების დასაქმებას შეძლებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ზიარის, ფხოველის, ქოდალოსა და ს.გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

ქურთისტანში რეფერენდუმი დასრულდა

ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ ოლქში ბაღდადისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი დასრულდა. საარჩევნო უბანი უკვე დაიხარა. ბლებისციტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ეუთოში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

ეუთოში ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

ერაყმა თურქეთთან მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

 

ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობამ თურქეთთან მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა. წვრთნები ქვეყნების საერთო საზღვართან მიმდინარეობს.

წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

წაღვერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ხვალიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება. შესაძლოა, პროცესში ავიაცია აღარ ჩაერთოს.

ფხენიანი ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ფხენიანს შეუძლია აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდება ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის მიღმაც. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ჰომ განაცხადა.

კაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ცოცხალია

კაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ცოცხალია. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და რეანიმაციოული ღონისძიებები უტარდება. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში უთხრეს.

თელავის რაიონის ოთხი სოფელი დაისეტყვა

ძლიერმა სეტყვამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი: ვარდისუბანი, ართანაი, გულგულასა და კურდღელაური დააზარალა. სტიქია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუციას მხოლოდ ერთი პარტია იღებს.

კაცი, რომლის ცხედარი შარტავას ქუჩაზე იპოვეს, შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო

კაცი, რომლის ცხედარი შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 23:00 საათიდან თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება.

საგარეო მინისტრის თქმით, დიასპორებთან რეგულარული შეხვედრები მიმდინარეობს

საგარეო მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თანამემამულეების ინფორმირებისა და მათი საჭიროებების გარკვევის მიზნით, დიასპორებთან რეგულარული შეხვედრები მიმდინარეობს.

საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით,  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი.

საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა–2017" გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში, ღია ცის ქვეშ, მდინარის ნაპირას სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა–2017“ გაიმართა. 

"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას და საკრებულოს საჯარო განმარტებისთვის მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას და საკრებულოს წარმოდგენილი მგგ-ის დასამტკიცებელ პროექტზე საჯარო განმარტებისთვის მიმართავს.

თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცხედარი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში კაცის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.