მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ექსპრეზიდენტი და უკრაინის "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტსა და მისთვის საპრეზიდენტო იმუნიტეტის გაუქმებას ითხოვს.

სააკაშვილი არ გამორიცხავს, ოპოზიციამ ახალი მოთხოვნებიც წამოაყენოს, რაც მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ გაირკვევა.


საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინაში რეგიონული შეხვედრები ჩერნოვციდან დაიწყო. ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს ჩავა. ამის შესახებ მან ჩერნოვციში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.


12 სექტემბერს პარტიამ "სიცოცხლისთვის" უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 11 სექტემბერს კი "ოპოზიციურმა ბლოკმა" განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პარტია უკრაინაში ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.


10 სექტემბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა.


ლვოვის პოლიციამ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით აღძრა.


26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.


მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული, რის გამოც მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს ექსპრეზიდენტის ექსტრადიციაზე მოთხოვნა ორჯერ გაუგზავნა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება, კიევი ექსტრადიციის პროცესის დაწყებას შეძლებს.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

პარტიამ "სიცოცხლისთვის" უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

სააკაშვილი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს.

უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები ფოთში არიან

ფოთის პორტში, ცოტა ხნის წინ, ბორანი, სახელწოდებით "ვილნიუსი" შემოვიდა, რომელზეც უკრაინიდან დეპორტირებული ქართველები იმყოფებიან.

"ნუმა" - ხმელთაშუა ზღვაში ახალი შტორმი ძლიერდება

ხმელთაშუა ზღვაში ახალი შტორმი წარმოიქმნა, რომელიც თანდათან ძლიერდება. ბერლინის უნივერსიტეტის სპეციალისტები "ნუმას", ხოლო, ათენის ეროვნული ობსერვატორია "ზენოს" უწოდებს.

საქართველოს რკინიგზას დავით ფერაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა ბახტაძეს დავით ფერაძე შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

ანტალიის შემდეგ სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ესტუმრა. სერგეი ლავროვმა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებები გამართა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისგან "თბილი მოკითხვა" გადასცა.

ავარია მცხეთა-თბილისის გზაზე - არიან დაშავებულები

მცხეთა-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თეთრ სახლში შეღწევის მცდელობისათვის ერთი ადამიანი დააკავეს

ამერიკის პოლიციამ თეთრი სახლის გარე პერიმეტრზე სამართალდამრღვევი დააკავა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის საიდუმლო სამსახურმა გაავრცელა.

მსხვერპლით დასრულებული ქველმოქმედება - მაროკოში მასობრივ ჭყლეტაში 15 ადამიანი დაიღუპა

მაროკოში, ეს-სუვეირას პროვინციაში მდებარე სოფელ სიდი ბოულამალში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან არაორგანიზებულად გამართული საქველმოქმედო აქცია მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიცია ისრაელის პრემიერს დაკითხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს დღეს პოლიციაში დაკითხავენ. ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, ისრაელის მთავრობის მეთაურმა ბიზნესმენებისგან ძვირდღირებული საჩუქრები მიიღო.

 

 

საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობა დასრულდა

მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში - საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა.

ჩინეთის ელჩი - გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს აღმშენებლობაში დიდ როლს ასრულებს

გიორგი კვირიკაშვილი დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში - ეს განცხადება ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოების დასრულების პრეზენტაციაზე საქართველოში ჩინეთის ელჩმა გააკეთა.

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქის დეპორტაციასთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საელჩო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს გუნდი საპარლამენტთაშორისო საფეხბურთო ტურნირის თასის მფლობელია

საქართველოს პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების საფეხბურთო გუნდმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, საპარლამენტთაშორისო ფეხბურთის ტურნირზე ფინალური შეხვედრა გამართა მასპინძელ ნაკრებთან, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა.

ანსამბლი "შვიდკაცა" "გოლდენ სტეიტის" მატჩს გახსნის

ქართველი კალათბურთელის, NBA-ის ჩემპიონის, ზაზა ფაჩულიას საპატივსაცემოდ, გოლდენ სტეიტის არენაზე, ერთ-ერთი მატჩის წინ, ქართული ანსამბლი "შვიდკაცა" ამერიკის ჰიმნს და რამდენიმე ქართულ სიმღერას შეასრულებს.

23 ნოემბერს პატრიარქი 600-ზე მეტ ბავშვს მონათლავს

გიორგობის დღესასაწაულზე საყოველთაო ნათლობა გაიმართება და 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს

ავღანეთში "თალიბანის" ციხიდან 30 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰელმანდის პროვინციაში სპეცოპერაცია ავღანეთისა და უცხო ქვეყნების სპეცდანიშნულების რაზმმა ერთად ჩაატარეს. ინფორმაციას "როიტერსზე" დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა გაიმართა

გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქციის გამოფენა თბილისში, "ივენთ ჰოლში" გაიმართა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მისი მოადგილეები – გიორგი ხანიშვილი და იური ნოზაძე  დაესწრნენ.

 

განათლების მინისტრის ერთ-ერთი საყვარელი ფილმი დევიდ ლინჩის Mulholland Drive-ია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამერიკელ რეჟისორს დევიდ ლინჩს შეხვდა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, ისეთი მაღალი რანგის რეჟისორის ვიზიტი, როგორიც ლინჩია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია.

რუსთავში, ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

რუსთავში, შარტავას გამზირზე, ერთ-ერთი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ჩართულ სარეცხ მანქანას ცეცხლის გაუჩნდა.

ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიდან გადააყენეს

ზიმბაბვეში მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ლიდერის პოსტიდან გადააყენა. აღნიშნული თანამდებობა ვიცე-პრეზიდენტმა დაიკავა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-22 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.