კატეგორიები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესმენებს პიტერ როსკამსა და დევიდ პრაისს შეხვდა

საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში, კონგრესმენებს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასთან არსებული "დემოკრატიის პარტნიორობის პალატის" თავმჯდომარეს პიტერ როსკამს და პალატის თავმჯდომარის მოადგილეს დევიდ პრაისს შეხვდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკელ კონგრესმენებს პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.  


"გვქონდა ძალიან პროდუქტიული საუბარი. განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება. ვისაუბრეთ ჩვენი მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ისე როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ "დემოკრატიის პარტნიორობის პალატის" თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა.


"დემოკრატიის პარტნიორობის პალატის" თავმჯდომარის მოადგილის, კონგრესმენ დევიდ პრაისის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო ღირებულებების სისტემა აქვთ და საქართველოს ამერიკის კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს.


"საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს კონგრესში. კონგრესის წევრები ყოველთვის მოხარულები ვართ ქართველების სტუმრობით და ასევე, ჩვენც ყოველთვის მოხარულები ვართ საქართველოში ვიზიტით, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებების სისტემა. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა რუსეთის მხრიდან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით მმართველი გუნდის ხელმძღვანელობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი კამათის ნაცვლად, ერთად ამყარებენ კომუნიკაციას კონგრესის წევრებთან", - აღნიშნა დევიდ პრაისმა.


კონგრესმენის განცხადებით, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო.


"როგორც ჩემმა კოლეგამ, კონგრესმენმა პრაისმა აღნიშნა, ეკონომიკური ურთიერთობა, ჰარმონიზაცია და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კარგია რამდენიმე მიზეზის გამო - პირველ რიგში, ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ და გავხსნათ ბაზარი ერთმანეთის ეკონომიკისთვის, მეორე - აქ არსებობს ძალიან ძლიერი უსაფრთხოების ინტერესი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, ის თანდათან გაძლიერდება და ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს რეგიონული მნიშვნელობა. ყოველთვის მოხარულები ვართ ჩვენს ქართველ კოლეგებთან შეხვედრით", - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ პრაისმა.


"დემოკრატიის პარტნიორობის პალატის" თავმჯდომარესთან და მის მოადგილესთან შეხვედრაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობდნენ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.


 



სიახლეები მსგავს თემაზე

კონგრესმენი პიტერ როსკამი: საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა წარმატებულია

ამერიკელი კონგრესმენის პიტერ როსკამის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა წარმატებულია.

კონგრესმენი დევიდ პრაისი: საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს

ამერიკელი კონგრესმენის დევიდ პრაისის განცხადებით, საქართველოს კონგრესში ბევრი მეგობარი ჰყავს, ქვეყნებს კი საერთო ღირებულებების სისტემა აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ს ჩრდილოეთ კორეისთვის ომი არ გამოუცხადებია

აშშ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეას ომი გამოუცხადა.

 

ქურთისტანის ქალაქ კირკუკში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

ერაყის ქურთისტანის მთავარი ქალაქის - კირკუკის მესვეურებმა რეფერენდუმის დასრულებისთანავე კომენდანტის საათი გამოაცხადეს.

ბათუმის 23-ე საჯარო სკოლაში აზიური ფაროსანას შესევის გამო გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა

აზიური ფაროსანა ბათუმის 23-ე საჯარო სკოლას შეესია, რის გამოც ორ საკლასო ოთახში გაკვეთილები ვეღარ ჩატარდა. მოსწავლეების შენობის სხვა სართულზე გადაყვანა გახდა საჭირო.

არჩილ ხანდამაშვილი: მცირე ბიზნესის განვითარებით, მეწარმე თანასოფლელების დასაქმებას შეძლებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ზიარის, ფხოველის, ქოდალოსა და ს.გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა.

ქურთისტანში რეფერენდუმი დასრულდა

ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ ოლქში ბაღდადისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმი დასრულდა. საარჩევნო უბანი უკვე დაიხარა. ბლებისციტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ეუთოში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

ეუთოში ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

ერაყმა თურქეთთან მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

 

ერაყის შეიარაღებული ძალების სარდლობამ თურქეთთან მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა. წვრთნები ქვეყნების საერთო საზღვართან მიმდინარეობს.

წაღვერში ხანძარი ლოკალიზებულია

წაღვერის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ხვალიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება. შესაძლოა, პროცესში ავიაცია აღარ ჩაერთოს.

ფხენიანი ამერიკული თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრება

ფხენიანს შეუძლია აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდება ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცის მიღმაც. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი ენ ჰომ განაცხადა.

კაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ცოცხალია

კაცი, რომელიც შარტავას ქუჩაზე იპოვეს, ცოცხალია. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და რეანიმაციოული ღონისძიებები უტარდება. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში უთხრეს.

თელავის რაიონის ოთხი სოფელი დაისეტყვა

ძლიერმა სეტყვამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი: ვარდისუბანი, ართანაი, გულგულასა და კურდღელაური დააზარალა. სტიქია დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

 პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუციას მხოლოდ ერთი პარტია იღებს.

კაცი, რომლის ცხედარი შარტავას ქუჩაზე იპოვეს, შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო

კაცი, რომლის ცხედარი შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანში გაზმომარაგება შეიზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 23:00 საათიდან თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება შეუწყდება.

საგარეო მინისტრის თქმით, დიასპორებთან რეგულარული შეხვედრები მიმდინარეობს

საგარეო მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თანამემამულეების ინფორმირებისა და მათი საჭიროებების გარკვევის მიზნით, დიასპორებთან რეგულარული შეხვედრები მიმდინარეობს.

საზღვარგარეთ საკვირაო სკოლები და ქართული ანსამბლები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით,  დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ე.წ. საჭიროებათა კატალოგი.

საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ხელვაჩაურში სახალხო დღესასწაული "მაჭახლობა–2017" გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში, ღია ცის ქვეშ, მდინარის ნაპირას სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა–2017“ გაიმართა. 

"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას და საკრებულოს საჯარო განმარტებისთვის მიმართავს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მერიას და საკრებულოს წარმოდგენილი მგგ-ის დასამტკიცებელ პროექტზე საჯარო განმარტებისთვის მიმართავს.

თბილისის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცხედარი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში კაცის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.