კახეთში ღვინის ფესტივალი "თელავინო" გაიმართა

თელავში ღვინის ფესტივალი "თელავინო 2017" გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელები.

ფესტივალი 2014 წელს "კახეთის მეღვინეთა გილდიის“ მიერ დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ღვინის კულტურის, ქართული ტრადიციებისა და ისტორიული ფასეულობების გაცნობას, როგორც უცხოელი სტუმრების, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.


ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი მიესალმნენ.


მინისტრის მოადგილემ კახეთის რეგიონის მოსახლეობას 2017 წლის წარმატებული რთველი მიულოცა.


„წლევანდელი რთველი წარმატებულად მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, კახეთის მევენახეების შემოსავლებმა 125 მლნ ლრს მიაღწია. ის წარმატება, რომელიც ქართველმა ერმა მოიპოვა მევენახეობის დარგსა და ღვინის კულტურასთან მიმართებაში, გადაედება სხვა კულტურებსაც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით  ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს. მეღვინეობის დარგში ეს წარმატება უკვე დადგა, მომავალი წელი იქნება უკვე სხვა კულტურების წარმატების წელი“ - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.


 


გიორგი სამანიშვილმა მადლობა გადაუხდა „კახეთის მეღვინეთა გილდიას“ ფესტივალის დაფუძებისა და ორგანიზებისთვის.


„მევენახეები, მეწარმეები და ღვინის დამფასებლები ერთად აღნიშნავენ ღვინის დღესასწაულს. აქ წარმოდგენილია ძალიან ბევრი კომპანია და მოსულია ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი როგორც ადგილობრივი მკვიდრი, ასევე სტუმრები სხვა ქალაქებიდან და  უცხოელი ტურისტები.  საქართველოს სხვა მევენახეობის რეგიონებშიც გამოთქვა ბევრის ქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა სურვილი, რომ მსგავსი ფესტივალები ჩაატაროს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ღვინის ტურიზმის განვითარებას„- განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.


 


ფესტივალი „თელავინო“ გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ქართული  ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა.  ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა. 


 


პრეზიდენტის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ემოციური, პატრიოტული დაინტელექტუალური ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის.

 

საქართველოში ახალი ჰესი აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.

პრემიერი: უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა.

ევროკავშირმა ანტირუსული ეკონომიკური სანქციები მორიგი ვადით გააგრძელა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთშაბათის სხდომაზე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მორიგი ვადით გაგრძელების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.

2017-2018 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

სესხის აღება, გარკვეულ მომენტებში ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხოლმე და აუცილებელი და გამონაკლისს არც „ფეშენისტები“ არ წარმოადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-2 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

"ბუტა რობაქიძის საქმეზე" პროკურატურა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავს

"ბუტა რობაქიძის საქმეში" ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

 

თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის.

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ საფრანგეთში მატარებელი და სკოლის სასწავლო ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის გამო, ბოლო მონაცემებით, ოთხი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში!

ზუმერის ქსელში საახალწლო შეთავაზებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაული გახსნა

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ავარიული გათიშვა - "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღეს, 05:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

თელავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.