რამდენი „იფქლია“ დღეს ბაზარზე და რა განსხვავებაა მათ შორის?

უკვე რამდენიმე წელია, რაც ბაზარზე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კომპანია „იფქლის“ პარალელურად, სხვა კომპანიებიც აწარმოებენ და ყიდიან მაღაზიებში მსგავს პროდუქტს.

საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვები იმის თაობაზე, ეკუთვნის თუ არა ყველა პროდუქტი კომპანია „იფქლს“ და რა განსხვავებაა ნაწარმს შორის. აღნიშნულ საკითხზე „პირველის“ კითხვებს კომპანია „იფქლის“ დირექტორმა არისი ბოჭოიძემ უპასუხა.


არისი ბოჭოიძე: „ჩვენი კომპანიის ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნესი ქვეყანაში ახლად იდგამდა ფეხს. „იფქლმა“ მალევე შეძლო მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, რამაც ჩვენი კომპანია დღევანდელ დღემდე მოიყვანა. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებთან ერთად, ერთ-ერთი გარდამტეხი კომპანიის ისტორიაში 2004 წელი იყო, როდესაც „იფქლის“ დამფუძნებლები გაიყვნენ და  „იფქლის“ პარალელურად ბაზარზე კომპანიები „იფქლი 1“, „იფქლი პირველი“ და „იფქლი დიღომი“ გამოჩნდნენ. დღესდღეობით კომპანიებს წარმოებისა და მართვის თვალსაზრისით, ერთმანეთთან საერთო უკვე აღარაფერი აქვთ”.


„პირველი“: რა განმასხვავებელი ვიზუალური ნიშნები აქვს „იფქლის“ პროდუქტს?


არისი ბოჭოიძე: ჩვენ მიერ წარმოებულ თითოეულ პროდუქტს აქვს „იფქლის“ მწვანე ლოგო და სლოგანი: გულით გამომცხვარი. „იფქლის“ პურეულის დიდ ნაწილს „ხაშზე ცხობის“ ეტიკეტიც აქვს, რაც პურის ცხობის უნიკალურ მეთოდზე მიუთითებს, რომელიც მასიურ წარმოებაში დღესდღეობით მხოლოდ ჩვენ გვაქვს.


„პირველი“: უფრო ზუსტად, რას გულისხმობს პურის ხაშზე წარმოება?


არისი ბოჭოიძე: ქართველ მომხმარებელს ყოველთვის უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საფუვრის მიმართ. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე, დაახლოებით ორი წელია, რაც „იფქლში“ სრულყოფილი ცხობის მეთოდი დავაბრუნეთ. ადრე თუ პური დაჩქარებული მეთოდით ცხვებოდა (ფქვილის ჩაყრიდან პროდუქციის მიღებამდე საჭირო იყო მხოლოდ ორი საათი), ახლა უკვე ცხობის ექვსსაათიანი ციკლი გვაქვს და ინდუსტრიულის ნაცვლად ბუნებრივ საფუარს ხაშს, ანუ დამჟავებულ ცომს ვიყენებთ. ამასთანავე, ხაშზე ცხობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პურის ხარისხს და საბოლოოდ ბევრად უფრო სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.


„პირველი“: რა რესურსები დაგჭირდათ ცხობის პროცესის ხაშზე წარმოების გადასაყვანად?


არისი ბოჭოიძე: ხაშის დასამზადებლად სპეციალური დანადგარები ევროპიდან ჩამოვიტანეთ და ევროპელი კოლეგების დახმარებით დავამონტაჟეთ. ამის პარალელურად საჭირო იყო ცხობის პროცესის გაუმჯობესება, რისთვისაც დაგვჭირდა ახალი, შესაბამისი დანადგარების ჩამოტანა რითაც მთლიანად ჩავანაცვლეთ ჩვენი ძველი დანადგარები და მოგვეცა საშუალება, დაგვენერგა უკონტაქტო ცხობის მეთოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხობის დროს საწარმოში ადამიანის ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. ისინი მხოლოდ დანადგარის მუშაობას აკონტროლებენ და ცომთან არანაირი შეხება არ აქვთ.  


ხაშის წარმოების პროცესმა გამოიწვია ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობაც, რადგან შეუძლებელია ხარისხიანი პურის წარმოება თანამედროვე ლაბორატორიის გარეშე. ჩვენთან მოქმედებს გერმანული წარმოების უახლესი საკვლევი ლაბორატორია, რითაც შესაძლებელია ფქვილის ხარისხის, თვისებებისა და შემადგენლობის კონტროლი (ჩვენ წარმოებაში ვხმარობთ უმაღლესი ხარისხის სუფთა ფქვილს, რომელიც არ შეიცავს სპეციალურ დანამატებს). მსგასი ტიპის ლაბორატორია არა თუ საქართველოში, არამედ ბევრ მეზობელ ქვეყანაშიც არ აქვთ. ცხობა საკმაოდ დიდ განსხვავებას იძლევა პროდუქტში ვიზუალურადაც და გემოვნური თვალსაზრისითაც.


„პირველი“: თბილისში „იფქლის“ რამდენიმე მაღაზიაც ფუნქციონირებს, რომელი მაღაზიები ეკუთვნის თქვენს კომპანიას?


არისი ბოჭოიძე: ჩვენი კუთვნილი მაღაზიები მხოლოდ ქერჩის პირველ (გლდანში) და წერეთლის 11 ნომრებშია. სხვა ადგილას არსებული მაღაზიები კომპანია „იფქლს“ არ ეკუთვნის. ამას გარდა, საკუთარი სადისტრიბუციო ქსელით როგორც თბილისს, ასევე რუსთავს, გარდაბანს, მცხეთას, გორს, ქუთაისს, ფოთს, ქობულეთსა და ბათუმს ვამარაგებთ.


„პირველი“: მომავალში თუ აპირებთ წარმოების გაუმჯობესებას და ცვლილებებს პურის ცხობის პროცესებში?


არისი ბოჭოიძე: რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საკმაოდ დიდი ამბიციები გვაქვს, ბევრი ახალი და საინტერესო მიმართულებით ვაპირებთ განვითარებას. რამდენიმე ახალი პროდუქტის დამატებასაც ვგეგმავთ, რადგან ჩვენ მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, რაშიც ერთგული მომხმარებელი ყოველთვის გვეხმარება.


საქართველოში ახალი ჰესი აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.

პრემიერი: უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა.

ევროკავშირმა ანტირუსული ეკონომიკური სანქციები მორიგი ვადით გააგრძელა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთშაბათის სხდომაზე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მორიგი ვადით გაგრძელების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.

2017-2018 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

სესხის აღება, გარკვეულ მომენტებში ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხოლმე და აუცილებელი და გამონაკლისს არც „ფეშენისტები“ არ წარმოადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-2 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

"ბუტა რობაქიძის საქმეზე" პროკურატურა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავს

"ბუტა რობაქიძის საქმეში" ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

 

თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის.

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ საფრანგეთში მატარებელი და სკოლის სასწავლო ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის გამო, ბოლო მონაცემებით, ოთხი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში!

ზუმერის ქსელში საახალწლო შეთავაზებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაული გახსნა

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ავარიული გათიშვა - "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღეს, 05:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

თელავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ელექტროგამანაწილებელ ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეიზღუდება.