აზიური ფაროსანა - შიმშილობის საფრთხე

აზიურმა ფაროსანამ, იგივე აზიურმა ბაღლინჯომ, რომელიც საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად, გაანადგურა.

მწერმა 2016 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის მწარმოებლები მნიშვნელოვნად დააზარალა. წელს კი, მან თითქმის სრულად გაანადგურა არა მხოლოდ თხილის მოსავალი, არამედ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის კენკროვანი, ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები.


მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთში, მოსახლეობას მასობრივი შიმშილი ელოდება. მათ ფინანსური შემოსავლის ძირითადი წყარო - თხილი  და ციტრუსი აღარ აქვთ, ასევე, აღარ აქვთ, ან სერიოზულად შემცირდა სიმინდის მოსავალი, რაც მოსახლეობის, ასევე შინაური ცხოველებისა და ფრინველების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. მაგალითად, თუ შარშან გლეხი 1 ჰექტარი ფართობიდან 40 კალათ სიმინდს იღებდა, წელს იგივე ფართობიდან 1,5 კალათი სიმინდი აიღო.


ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, აზიური ფაროსანა არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ არის დაავადებების გადამტანი მწერი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მწერები იკბინებიან და მოსახლეობაც ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ სახლებში ათასობით მწერის შესვლის გამო, ადამიანებს ნერვული შეტევები დაემართათ  და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო.


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლის მიზნით მუდმივმოქმედ კომისიას ქმნის. არაღიარებული რესპუბლიკის ბიუჯეტიდან აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ქიმიური ნივთიერების შეძენის მიზნით დამატებითი თანხები გამოიყოფა. დე ფაქტო აფხაზეთის სოფლის მეურნეობის ე.წ. მინისტრს რუსი კოლეგები არაღიარებულ რესპუბლიკაში ჩასვლას, ვითარების შესწავლასა და შემდგომ დახმარებას ჰპირდებიან.


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეც. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატებისა და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათას ჰექტარამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთი და დიდი მასივები. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები; სამეგრელოს რეგიონი - 95 911; გურია - 50 670; იმერეთი - 38 838; აჭარა - 13 000. ასევე, პრეპარატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. პრეპარატებთან ერთად, მოსახლეობას ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.


„ჩვენ აგვისტო-სექტემბერში ზუგდიდში, აბაშასა და მარტვილში 7, 800 ჰექტარი სიმინდის ფართობი შევწამლეთ და 100%-იანი შედეგი გვქონდა. აღსანიშნავია, რომ მწერები მოწამლულ ტერიტორიაზე აღარ შედიან. ტერიტორიები მხოლოდ ერთხელ შევწამლეთ, ვინაიდან სურსათის უვნებლის სააგენტომ გვიან აღმოაჩინა ჩვენი მანქანა, რომელიც უნიკალურია. ის რუსული სამხედრო დანიშნულების მანქანაა, რომელიც გადაკეთებულია. მას წამლის ღრუბელი 200-250 მეტრზე გადააქვს“, – აცხადებს „პირველთან“ საუბარში „გარდ სერვისის“ მფლობელი რობერტ დევდარიანი.


მავნებელმა უკვე შემოაღწია აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქშიც. თბილისში აზიური ფაროსანას ნახვა შესაძლებელია არა მხოლოდ პარკებში, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც.


თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები ჯერ არ დაწყებულა.


„ვაპირებთ მეცნიერებთან შეხვედრას და ამ კონკრეტულ საკითხზე ჩამოყალიბებას. უახლოეს დღეებში დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები. როგორ მოხდება შეწამვლა, ჯერ არ ვიცი, რადგან კონკრეტული გეგმა ახლა მუშავდება“, - უთხრეს „პირველს“ თბილისის მერიის პრესსამსახურში.


„ჩვენ თბილისის მერიის ტენდერიც გვაქვს მოგებული. მავნებელი ვაკის პარკში დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს. ეს ტერიტორია ივნისში შევწამლეთ. ალბათ, ისევ დაგვიძახებენ. თუმცა, დედაქალაქის მერიას ჯერ არ მოუმართავს. ახლა პროგრამაში გვაქვს მახათას მთაზე შეწამვლითი სამუშაოები. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფაროსანაზე, გარდა ამ მავნებლისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, 24 დასახელების მავნე მწერის შემოტევა ფიქსირდება“, - აცხადებს რობერტ დევდარიანი.


სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყება თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებს გაატარებს. დაგეგმილია მავნებლის მოსაზიდი ხაფანგების (ფრეომონები) სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსება. ქიმიური წამლობა პარკებსა და ბაღებში მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება.


„გარდ სერვისის“ მფლობელი რობერტ დევდარიანი ქვეყანაში მავნებელი მწერების გავრცელებას ფიტოსანიტარიული კონტროლის სისტემის არარსებობას უკავშირებს. მისი თქმით, ბზის ალურა და აზიური ფაროსანა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის შემდეგ საქართველოში აფხაზეთის მხრიდან გავრცელდა.


სპეციალისტის განმარტებით, მავნებლის რაოდენობის შესამცირებლად რამდენიმეწლიანი ბრძოლაა საჭირო. მდედრი ფაროსანა 200-დან 250-მდე კვერცხს დებს, თითოეული კი 3 თვის თავზე - 250-მდე კვერცხს, შესაბამისად, 1 აზიური ფაროსანა  სეზონზე 40 ათასამდე მწერს ამრავლებს.


2017 წელს, მავნებლის მიერ დასავლეთ საქართველოსთვის მიყენებული ზარალი ოფიციალურად დათვლილი არაა, თუმცა მოსავლის უმეტესი რაოდენობა განადგურებულია, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება.


ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება ხვალ გაიმართება

15 დეკემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართება.

თურქეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა.

საფრანგეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

საფრანგეთის ქალაქ პერპინიანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მანამდე ინფორმაცია 3 მსხვერპლის შესახებ ვრცელდებოდა. 

ბათუმში კორპუსიდან ქალი გადმოვარდა

 ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

საფრანგეთში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა - დაღუპულია 2 ბავშვი

საფრანგეთში ქალაქ პერპინიაში მატარებელი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

კახა კალაძე პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

კახა კალაძე: სპეციალურ ჯგუფებს ადამიანები ჩამოყავთ, რათა ტერიტორიები უკანონოდ მონიშნონ

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომელთაც რეგიონებიდან მოქალაქეები ჩამოყავთ და თანხებს უხდიან იმისთვის, რომ გარკვეული ტერიტორია მიითვისონ და იქ შენობა-ნაგებობები განათავსონ.

ბათუმში აფეთქებისას დაზარალებულ ოჯახებს ბინები გადაეცემათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო.

ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება რამდენიმე რაიონს შეუწყდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ 00:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება.

ჯეოსელი მასშტაბურ მოდერნიზაციის სამუშაოებს გეგმავს ინტერნეტ მომსახურების გასაუმჯობესებლად

გვინდა ვაცნობოთ ჩვენს მომხმარებელს გეგმიური სამუშაოების შესახებ, რომელიც ჩატარდება 15 დეკემბერს, 06:00-დან 08:00-მდე.

ისრაელისა და პალესტინის სამხედროებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

ქალაქ ნაბლუსში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა.

პრეზიდენტმა სემეკის წევრის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. 

ვარდების მოედანზე ახალი რესტორანი "ანდროპოვის ყურები"გაიხსნა

ვარდების მოედანზე მდებარე „რესპუბლიკის“ შენობაში თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორნის პრეზენტაცია გაიმართა. „ანდროპოვის ყურები“ - ასე ჰქვია რესტორანს, რომლის ინტერიერზეც ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ Gilles & Bossier იმუშავა.

სუს-ის უფროსი ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრება.

სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 14 დეკემბერის საჯარო სხდომაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ჰიდროელექტროსადგურ „ჟინვალჰესის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების ოქმი ხვალ გამოქვეყნდება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5597 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5772 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.75 თეთრი შეადგინა.

გაზმომარაგება 280 აბონენტს შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, პარასკევს, 15 დეკემბერს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე უბანს.

საახალხწლოდ საფრთხეები პიროტექნიკაზე მოთხოვნის პროპორციულად იზრდება

საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად,  პიროტექნიკის პროდუქტზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და კონკრეტული პირის, ან შენობა-ნაგებობის დაზიანების საფრთხეც მატულობს.

15 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სემეკი ჰესების ტარიფებზე იმსჯელებს

სემეკი 15 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ჰიდროელექტროსადგურების - შპს „ვარდნილჰესების კასკადის“, შპს „ენგურჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფებზე.

პრემიერ-მინისტრმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ვეტერანებს, რომელთა განვლილი ცხოვრებაც ყველასთვის საამაყოა და მათ ახალ, ლამაზ შენობაში გადასვლა მიულოცა.