კრემლის სტილში - მოსკოვი ერევანსა და ბაქოს შეიარაღებით ამარაგებს

რუსეთი სამხედრო დაპირისპირებაში მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანს თანამედროვე სამხედრო შეიარაღებით პარალელურად ამარაგებს.

კერძოდ, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი ერევანს სახელმწიფო საექსპორტო კრედიტს გამოუყოფს 100 მილიონი დოლარის ოდენობით. კრედიტი სომხეთის მიერ თანამედროვე შეიარაღებისა და თავდაცვის სისტემების შეძენას ითვალისწინებს.


შეთანხმების თანახმად, კრედიტი 20-წლიანია, საიდანაც პირველი 5 წელი შეღავათიანი იქნება. წლიური განაკვეთი 3%-ით განისაზღვრა.


სომხური მედიის ცნობით, პროექტი შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს და მისი განხორციელება უსაფრთხოებას განამტკიცებს.


2015 წლის 26 ივნისსაც მოაწერა ერევანმა მოსკოვთან შეთანხმებას ხელი, რომლის თანახმადაც, სომხეთს შეიარაღების შესაძენად 200 მილიონი დოლარი გამოეყო.


ამავე დროს, რუსეთი სამხედრო შეიარაღებით ამარაგებს ბაქოს, რომელიც ამიერკავკასიაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში იქნება გამოყენებული.


ბაქომ რუსეთიდან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში უახლესი საბრძოლო მასალები ივლისში მიიღო. კერძოდ, რუსეთმა აზერბაიჯანს დიდი რაოდენობით ჭურვები, რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდა, რომლებიც ზუსტი დარტყმებისა და სამხედრო ტექნიკის განადგურების დანიშნულებისაა. სარაკეტო სისტემები მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ნაგებობების განადგურებაზეა გათვლილი.


აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციასთან ერთობლივი არმიის შექმნის შესახებ გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.


გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სომხეთსა და რუსეთზე შეიარაღებული თავდასხმის დროული გამოვლენა და მასზე რეაგირება მოგერიების მიზნით, ორივე ქვეყნის სახმელეთო სახელმწიფო საზღვრების დაცვა, სომხეთისა და რუსეთის საჰაერო საზღვრების დაცვა და მონაწილე ქვეყნების რეგიონში განლაგებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.



საკაბელო ტელევიზიებს, რომლებმაც 6 არხი გათიშეს, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს

"Media Right Georgia"-ს დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური აცხადებს, რომ 40-მდე საკაბელო ოპერატორი, რომლებმაც 6 ტელევიზიას ბოიკოტი განუცხადა და მაუწყებლობიდან გათიშა, საერთო ჯამში, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

"რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა

40-მდე საკაბელო ოპერატორი "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა. მიზეზი, ტრანზიტზე ავტორიზებული პირების თქმით, თანხაა, რომელსაც აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებს სთხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

ღია ცის ქვეშ ფოტოპროექტის „ამოისუნთქე იმედით“ პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა, ბოლო მონაცემებით, ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოროშენკომ სააკაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმაღლეს რადას მიმართავს და კონსტიტუციაში სადეპუტატო იმუნიტეტის შეცვლას სთავაზობს. 

ტრამპი კორეაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7-8 ნოემბერს კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სამხრეთ კორეის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიევში სააკაშვილის აქცია დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით.

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართალდამცველების შუამდგომლობა და საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შეგროვების მოტივით გადადო.

ამერიკელმა კაცმა მეუღლე რუსი ქალის გამო ააფეთქა

ვისკონსინის შტატის 59 წლის მცხოვრებმა სტივენ პირუსმა, რომელმაც საკუთარი მეუღლე საცხოვრებელ სახლში ააფეთქა, რუს ქალზე აპირებდა დაქორწინებას. ინფორმაციას NBC საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ "რვა თვეზე მეტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის".

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ.

შსს-ს მაშველები ოზურგეთში მწყემსს დაეხმარნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა.