საქართველოში "სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრი" შეიქმნება

საქართველოში "სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრი" შეიქმნება. ამ ინიციატივის რატიფიცირება 20 ოქტომბერს მსოფლიოს მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს მე-12 გენერალურ ასამბლეაზე მოხდება.

"20 ოქტომბერს 4 საათზე უკვე ჩანიშნულია ჩემი გამოსვლა მსოფლიო მშენებელ-ინჟინერთა საერთაშორისო საბჭოზე. სადაც მოხდება საქართველოში "სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრის" შექმნის შესახებ წინადადების რატიფიცირება და ხელშეკრულების გაფორმება", - ამის შესახებ "პირველს" "ევროპის მშენებელ–ინჟინერთა საბჭოს" (ECCE) ბორდის წევრმა, "საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების" (GSCE) პრეზიდენტმა იური სვანიძემ უთხრა. 


საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება 2011 წელს დაფუძნდა.


„2011 წლიდან, როდესაც საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება დაფუძნდა, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ევროპის სხვადასხვა ასამბლეასა თუ კონფერენციებში. 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ჩვენ ანსამბლეაზე მიგვიწვიეს, პრეზენტაციის შემდეგ მხარი დაგვიჭირა ანსამბლეაში მონაწილე 30-ვე ქვეყანამ. მას შემდეგ ყოველ ექვს თვეში ვიღებდით მონაწილეობას ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს სხვადახხვა საერთაშორისო კონფერენციებში“, - უთხრა „პირველს“ იური სვანიძემ.


მისივე თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებამ ამერიკის მშენებელ-ინჟინერთა საზოგადოებასთან მემორანდუმი გააფორმა და 2014 წელს უკვე საქართველოში ჩატარდა  59-ე გენერალური ასამბლეა, რის შემდეგაც გაფორმდა დეკლარაცია.


„ამის შემდეგ ჩვენ მოგვმართა ამერიკის მშენებელ-ინჟინერთა საზოგადოებამ, რომელთანაც გავაფორმეთ მემორანდუმი. 2014 წელს ჩვენ საქართველოში ჩავატარეთ 59-ე გენერალური ასამბლეა, რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა, ესწრებოდა 70 ქვეყნის წარმომადგენელი. რადგან საქართველო სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ მსოფლიო დონის და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების ჩამოყვანა და მათი მოსაზრებების მოსმენა. საქართველოში რომ ჩატარდა ეს გენერალური ასამბლეა, იმის შემდეგ გაფორმდა დეკლარაცია მსოფლიოს მშენებელთა საბჭოს, ევროპის მშენებელთა საბჭოს პრეზიდენტისა და ჩემი ხელმოწერით. დეკლარაციის პირველ პუნქტში პირდაპირ ჩაიწერა, რომ შეიქმნას საქართველოში სეისმოგამძლე მშენებლობის საერთაშორისო ცენტრი და ეს დეკლარაცია გაეგზავნა მსოფლიოს ყველა ქვეყანას. დეკლარაციაში ასევე მინიშნებული იყო, რომ ყოველ ორ წელიწადში ამ მიმართულების საერთაშორისო კონფერენცია უნდა გაიმართოს“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.


2016 წელს იური სვანიძე აირჩიეს ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს ბორდის წევრად, რის შემდეგაც ის 69-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში „სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრი“ მსოფლიო მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს და ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს ქოლგის ქვეშ შეიქმნას.


„ანტალიაში გამართულ 69-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოვედი ინიციატივით – საქართველოში ცენტრი მსოფლიო მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს და ევროპის მშენებელ-ინჟინერთა საბჭოს ქოლგის ქვეშ შეიქმნას. ამას ევროპის 30-ვე ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ ევროპამ აცნობა მსოფლიოს მშენებელ-ინჟინერთა საერთაშორისო ცენტრს და თვითონ მსოფლიო ცენტრის პრეზიდენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მსოფლიოს მშენებელ-ინჟინერთა ასამბლეაზეც მოხდეს ამ საკითხის წარდგენა", - აღნიშნა იური სვანიძემ.


მისივე თქმით, ეს ცენტრი არამარტო სეისმომედეგი მშნებლობის განვითარების კუთხით იქმნება, არამედ მშენებელ-ინჟინერთა, ასევე მუშათა გადამზადებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, რაც ათწლეულებია საქართველოში არ განხორციელებულა.


"დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მშენებლობებზე არაპროფესიონალები მუშაობენ. ეს ცენტრი არამარტო სეისმომედეგი მშნებლობის განვითარების კუთხით იქმნება, არამედ მშენებელ-ინჟინერთა, ასევე მუშათა გადამზადებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ათეული წლებია არ მიმდინარეობს ინჟინერთა და მუშათა გადამზადება, რაც აისახება ქვეყანაში მშენებლობის ხარისხზე", - განუცხადა "პირველს" იური სვანიძემ.


მისივე თქმით, ამ ცენტრისთვის საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შენობა და საქართველოს მთავრობისგან ამ მხრივ დახმარება სჭირდება. ეს ცენტრი იქნება საქართველოს პრესტიჟი, რომელიც ასევე მომგებიანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის მშენებლობების წარმოების ხარისხის ასამაღლებლად.


"ასამბლეიდან დაბრუნების შემდეგ შედეგებს ვაჩვენებ ამერიკის მშენებელთა საბჭოს პრეზიდენტს და გავაფორმებ მემორანდუმს ინდოეთის მშენებელ-ინჟინერთა საბჭოსთან. ეს იქნება საქართველოსთვის უდიდესი პრესტიჟი, რომ ქვეყანაში იქმნება საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრი. ახლა მე მჭირდება მთავრობისგან დახმარება, იმისთვის რომ თანამედროვე სტანდარტების შენობა გამიყოს ამ ცენტრისთვის და შემდეგ პრეზენტაცია ჩავატარო. მთავრობისგან მე საკუთრებაში არ მინდა ეს შენობა, უზურფრუქტის ფორმით მოხდეს გადმოცემა. ჩვენ ამას დავტვირთავთ, შევძენთ საერთაშორისო მნიშვნელობას. ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება", - აღნიშნა იური სვანიძემ.


მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს(WCCE) პრეზიდენტის ალფონსო გონზალეზ ფერნანდეზის 21.09.2017წ. წერილის თანახმად "ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს"(ECCE) ბორდის წევრი, "საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების"(GSCE) პრეზიდენტი იური სვანიძე ოფიციალურად მიწვეულია მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს მე-12 გენერალურ ასამბლეაზე, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, სადაც დაგეგმილია საზოგადოების პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა საქართველოში "სეისმომედეგი მშენებლობის საერთაშორისო ცენტრის"(SEIC) შექმნის თაობაზე WCCE ქოლგის ქვეშ.


მსგავსი გადაწყვეტილება, ,,ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს" ქოლგის ქვეშ მიღებული იქნა 2017 წლის 3 ივნისს, ECCE-ის 65-ე გენერალურ ასამბლეაზე. 


ასამბლეაში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროსაინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მირიან ყალაბეგიშვილი.



საკაბელო ტელევიზიებს, რომლებმაც 6 არხი გათიშეს, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს

"Media Right Georgia"-ს დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური აცხადებს, რომ 40-მდე საკაბელო ოპერატორი, რომლებმაც 6 ტელევიზიას ბოიკოტი განუცხადა და მაუწყებლობიდან გათიშა, საერთო ჯამში, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

"რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა

40-მდე საკაბელო ოპერატორი "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა. მიზეზი, ტრანზიტზე ავტორიზებული პირების თქმით, თანხაა, რომელსაც აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებს სთხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

ღია ცის ქვეშ ფოტოპროექტის „ამოისუნთქე იმედით“ პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა, ბოლო მონაცემებით, ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოროშენკომ სააკაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმაღლეს რადას მიმართავს და კონსტიტუციაში სადეპუტატო იმუნიტეტის შეცვლას სთავაზობს. 

ტრამპი კორეაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7-8 ნოემბერს კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სამხრეთ კორეის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიევში სააკაშვილის აქცია დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით.

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართალდამცველების შუამდგომლობა და საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შეგროვების მოტივით გადადო.

ამერიკელმა კაცმა მეუღლე რუსი ქალის გამო ააფეთქა

ვისკონსინის შტატის 59 წლის მცხოვრებმა სტივენ პირუსმა, რომელმაც საკუთარი მეუღლე საცხოვრებელ სახლში ააფეთქა, რუს ქალზე აპირებდა დაქორწინებას. ინფორმაციას NBC საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ "რვა თვეზე მეტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის".

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ.

შსს-ს მაშველები ოზურგეთში მწყემსს დაეხმარნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა.