სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება გაიზარდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) საქართველოს წარმომადგენლობა ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ცერემონიალს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მთავარი ოპერაციული ოფიცერი, მაიკლ გერბა დაესწრნენ.  საერთაშორისო ცენტრის რეგიონალურმა ლიდერმა ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, რუსუდან მდივანმა, საქართველოს წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე, მათ მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


ღონისძიებაზე ყურადღება დაეთმო კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლობის განხილვას, ერთობლივ პროექტებსა და საერთო ხედვებს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მეკარტოფილეობა საქართველოში პერსპექტიული დარგია და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანია.


აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის წარმოება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება. წელს ფერმერებმა უხვი მოსავალი მიიღეს და მეზობელ ქვეყნებში, კარტოფილის ექსპორტის ოდენობაც გაზარდეს. საქართველოში კარტოფილის წარმოების დიდი წილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე მოდის და ქვეყნის მთლიან წარმოებაში 64%-ს შეადგენს, რაც კარტოფილის წარმოების მაღალი მაჩვენებელია. წელს ექსპორტზე გატანილმა კარტოფილმა 35 ათას ტონას გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7-ჯერ არის გაზრდილი. მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მოთხოვნა შიდა ბაზარზეც დიდია. ფერმერების თქმით, ექსპორტისა და შიდა ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას ფასების გაორმაგება მოყვა, რამაც მათი შემოსავალი 2-ჯერ გაზარდა.


რამდენიმე წელიწადში სერტიფიცირების სრულყოფილი სისტემა ამოქმედდება. კანონი თესლის სერტიფიცირების შესახებ უკვე ძალაშია და დაწყებულია რამდენიმე ფერმერული მეურნეობის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. ეს კი, ფერმერებს ეხმარებათ, რომ ხარისხიანი სათესლე მასალა გამოიყენონ და ხარისხიანი პროდუქტიც მიიღონ.


ოფიციალური ნაწილის დასასრულს ავსტრიის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, გერჰარდ შაუმბერგერმა წარადგინა ავსტრიის რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სოფლად საარსებო საშუალებების გაძლიერება: ჯანსაღი თესლის წარმოების ინტეგრირებული მიდგომის დანერგვა კარტოფილის ადგილობრივი თესლწარმოების სისტემაში“. პროექტის ფარგლებში 14 ოქტომბრამდე გაიმართება ვორქშოფები, რომელსაც დარგის სპეციალისტები და მწარმოებლები დაესწრებიან.


კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის წინაპირობას 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გახდა. მემორანდუმის ფარგლებში ქვეყანაში მეკარტოფილეობის დარგში არსებულ პრობლემატიკაზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში მეკარტოფილეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.


 კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში გახდება რეგიონალური ოფისი, საიდანაც დაიფარება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნები, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში დანერგავს კარტოფილის მოვლა-მოყვანის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და წარადგენს ახალ პერსპექტიულ ჯიშებს, აგრეთვე, აამაღლებს მეკარტოფილეობის სექტორში მოღვაწე მეცნიერების, ფერმერების და მწარმოებლების ცოდნას.


კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის (CGIAR) წევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც მისივე ინიციატივით 1971 წელს დაარსდა. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მისიაა ითანამშრომლოს პარტნიორებთან სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და გენდერული თანასწორობის დასაცავად, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ინოვაციების განვითარება-დანერგვის გზით.


პრეზიდენტის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნაში უდიდესი ემოციური, პატრიოტული დაინტელექტუალური ღვაწლი უნივერსიტეტს მიუძღვის.

 

საქართველოში ახალი ჰესი აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ახალი სადგური მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში აშენდება.

პრემიერი: უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო გაცილებით დიდი ღირებულება და ფასეულობა, ვიდრე ეს არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა.

ევროკავშირმა ანტირუსული ეკონომიკური სანქციები მორიგი ვადით გააგრძელა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხუთშაბათის სხდომაზე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მორიგი ვადით გაგრძელების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრანგ ხალხს უსამძიმრებს

საფრანგეთის ქალაქ პერპინიაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს, ფრანგ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.

2017-2018 წლის ზამთრის ყველაზე მოდური ფეხსაცმელები

სესხის აღება, გარკვეულ მომენტებში ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხოლმე და აუცილებელი და გამონაკლისს არც „ფეშენისტები“ არ წარმოადგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 ლოტის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების  მონიტორინგს გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-2 ლოტის  სამუშაოები დაათვალიერა.

"ბუტა რობაქიძის საქმეზე" პროკურატურა შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს დაკითხავს

"ბუტა რობაქიძის საქმეში" ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პროკურატურის სამი მოწმე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხება.

 

თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის.

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სოფელ ყულიშაკარში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

საფრანგეთში მატარებლისა და სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ საფრანგეთში მატარებელი და სკოლის სასწავლო ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. შემთხვევის გამო, ბოლო მონაცემებით, ოთხი ბავშვი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

საახალწლო ფასდაკლებები ზუმერში!

ზუმერის ქსელში საახალწლო შეთავაზებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციასთან ერთად ღვინის სააგენტოს რეფორმირებაზე მუშაობს.

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაული გახსნა

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

ავარიული გათიშვა - "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს

თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დღეს, 05:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

თელავში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა

თელავში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი კაცი დაშავდა.

ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების ჯგუფის მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში დღეს გაიმართება.

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

საქართველოში მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი 20 დეკემბრამდეა მოსალოდნელი. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოდან აცნობეს.