თემურ ბასილიას წინააღმდეგ სამხილების შეგროვების ბრძანება თათბირზე ზურაბ ადეიშვილმა გასცა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის პროცესი განაახლა.

სასამართლომ სხდომაზე მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, რომლებმაც გამოძიების ეტაპზეც დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დავალების შესაბამისად, განხორციელდა უკანონო დევნა და ბრალდება. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა დავალება, თემურ ბასილიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, სამხილები მოემზადებინათ. ამასთან, მოწმეებმა ისაუბრეს თემურ ბასილიას და ს.ს. „ინტელექტბანკის“ კავშირებზე და გამორიცხეს თემურ ბასილიას მხრიდან ბანკის საქმიანობის ფარული მხარდაჭერა და მფარველობა, რომელსაც თემურ ბასილიას მაშინდელი პროკურატურა ედავებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებაც სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციებს დაეყრდნო. ამასთან, მოწმეებმა გაიხსენეს ეპიზოდი, როდესაც მაშინდელი პროკურატურის წარმომადგენლების დავალებით სს „ინტელექტბანკის“ გენერალურ დირექტორ გოგი სალიას სასჯელაღსრულების ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუკი თემურ ბასილიას მიმართ მამხილებელ ჩვენებას მისცემდნენ, როგორც იმჟამად პატიმრობაში მყოფი გოგი სალია, ასევე ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი, მათი პატიმრობიდან გათავისუფლებაც დაჩქარდებოდა. მოწმეებმა, საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, უპასუხეს სასამართლოს, პროკურატურისა და დაცვის მხარის წარმომადგენლების შეკითხვებსაც.


 


როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს „ინტელექტბანკის“ გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს „ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია „ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.


 


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 14 სექტემბრის სხდომაზე გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვადასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.


 


თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.


 


თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პროკურატურის პოზიციას პროკურორები: გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 9 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება, სადაც საქმეზე მთავარი პროკურატურის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან.  



საკაბელო ტელევიზიებს, რომლებმაც 6 არხი გათიშეს, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს

"Media Right Georgia"-ს დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური აცხადებს, რომ 40-მდე საკაბელო ოპერატორი, რომლებმაც 6 ტელევიზიას ბოიკოტი განუცხადა და მაუწყებლობიდან გათიშა, საერთო ჯამში, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

"რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა

40-მდე საკაბელო ოპერატორი "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა. მიზეზი, ტრანზიტზე ავტორიზებული პირების თქმით, თანხაა, რომელსაც აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებს სთხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

ღია ცის ქვეშ ფოტოპროექტის „ამოისუნთქე იმედით“ პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა, ბოლო მონაცემებით, ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოროშენკომ სააკაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმაღლეს რადას მიმართავს და კონსტიტუციაში სადეპუტატო იმუნიტეტის შეცვლას სთავაზობს. 

ტრამპი კორეაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7-8 ნოემბერს კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სამხრეთ კორეის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიევში სააკაშვილის აქცია დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით.

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართალდამცველების შუამდგომლობა და საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შეგროვების მოტივით გადადო.

ამერიკელმა კაცმა მეუღლე რუსი ქალის გამო ააფეთქა

ვისკონსინის შტატის 59 წლის მცხოვრებმა სტივენ პირუსმა, რომელმაც საკუთარი მეუღლე საცხოვრებელ სახლში ააფეთქა, რუს ქალზე აპირებდა დაქორწინებას. ინფორმაციას NBC საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ "რვა თვეზე მეტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის".

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ.

შსს-ს მაშველები ოზურგეთში მწყემსს დაეხმარნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა.