პარლამენტი საპენსიო რეფორმას მიმდინარე წლის ბოლომდე განიხილავს

დაგროვებითი პენსიის შემოღების შემდეგ, პენსიის ერთ მესამედს ადამიანი საკუთარი ხელფასიდან „გადადებს“, მეორე მესამედს დამსაქმებელი გადაიხდის, მესამე მესამედს კი - სახელმწიფო.

ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აკეთებს. 


ზოიძის შეფასებით, დაგროვებითი პენსია ორიენტირებულია მომავალზე, რომელიც სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს.


„ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი და სახელმწიფომ უნდა შეძლოს, მოსახლეობას დაანახოს, რომ ეს არის სანდო და მომგებიანი ინვესტიცია“, - აღნიშნავს დეპუტატი.


მისივე ცნობით, საპენსიო რეფორმას პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე განიხილავს.


„დაგროვებითი პენსიის“ პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანმა ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან გარკვეული თანხა გადადოს „ყულაბაში“, რომელსაც სახელმწიფოსა და დამქირავებლის დანამატიც დაემატება. „მართალია, კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არ შემოსულა და ამ ეტაპზე საბოლოო დეტალებზე  ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ძირითადი პრინციპები ცნობილია. საუბარია, რომ ადამიანები ყოველთვიურად გადაიხდიან გარკვეულ თანხას და ამ პროცესის თანამონაწილე იქნება როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს თანხა დაგროვდება ამ ადამიანის „ანგარიშზე“ და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა საპენსიო ასაკის გახდება, გაცილებით მაღალ პენსიას მიიღებს, ვიდრე დღეს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება როგორც სამუშაო წლების, ისე ხელფასის ოდენობაზე“, - განმარტავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.


პროექტის მიხედვით „დაგროვებით პენსიაზე“ გადასვლა ნებაყოფლობითი იქნება. თუმცა, თუ კონკრეტული დასაქმებული გადაწყვეტს, „ყულაბაში“ გადადოს საპენსიო თანხა, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნებიან, ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელი დასაქმებულს თავადაც დაუმატონ.


რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩაერთვებიან „დაგროვებითი პენსიის“ სისტემაში, ამ შემთხვევაში, ისინი იმ სოციალურ პენსიას მიიღებენ, რაც სახელმწიფოსგან იქნება დადგენილი, ყოველგვარი დანამატების გარეშე. 



საკაბელო ტელევიზიებს, რომლებმაც 6 არხი გათიშეს, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს

"Media Right Georgia"-ს დამფუძნებელი ზურაბ ნაყეური აცხადებს, რომ 40-მდე საკაბელო ოპერატორი, რომლებმაც 6 ტელევიზიას ბოიკოტი განუცხადა და მაუწყებლობიდან გათიშა, საერთო ჯამში, 11 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

"რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა

40-მდე საკაბელო ოპერატორი "რუსთავი 2", "იმედი", "მაესტრო", "GDS", "კომედი არხი" და "მარაო" გაითიშა. მიზეზი, ტრანზიტზე ავტორიზებული პირების თქმით, თანხაა, რომელსაც აღნიშნული არხები საკაბელო ოპერატორებს სთხოვენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება

საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შეფასების პროცესი გრძელდება.

თავდაცვის მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ ოპერაციულ ოფიცერს ხვდება

მინისტრი ლევან იზორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიცერს ბენედიქტ ფრანკეს ხვდება. მხარეები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობენ, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების განსახილველად უნიკალური პლატფორმაა.

ღია ცის ქვეშ ფოტოპროექტის „ამოისუნთქე იმედით“ პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ ფილტვის იდოპათიური ფიბროზის (ფიფ) მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით ღონისძიება „ამო ისუნთქე“ გაიმართა.

პორტუგალიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში გაჩენილმა მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა, ბოლო მონაცემებით, ოცდათექვსმეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოროშენკომ სააკაშვილის მოთხოვნა გაითვალისწინა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უმაღლეს რადას მიმართავს და კონსტიტუციაში სადეპუტატო იმუნიტეტის შეცვლას სთავაზობს. 

ტრამპი კორეაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 7-8 ნოემბერს კორეის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღეს სამხრეთ კორეის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კიევში სააკაშვილის აქცია დაიწყო

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა", სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.

აუდიტის სამსახურმა ოზურგეთის გამგეობის შემოწმების შემდეგ არაადეკვატური დასკვნა დადო

აფბას შეფასებით, ოზურგეთის გამგეობის 2012-2013 წლების საქმიანობის შესახებ აუდიტის 2014 წ. ანგარიშში აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარსს. ეს პერიოდი ემთხვევა კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდს.

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა "ჯორჯიან მანგანეზის" თასისთვის

ჭიათურის სკოლათა ოლიმპიადა „ჯორჯიან მანგანეზის“ თასისთვის – უპრეცედენტო პროექტი სამი ლიგის გამარჯვებულებით.

საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამართალდამცველების შუამდგომლობა და საკრებულოს წინ გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მტკიცებულებების შეგროვების მოტივით გადადო.

ამერიკელმა კაცმა მეუღლე რუსი ქალის გამო ააფეთქა

ვისკონსინის შტატის 59 წლის მცხოვრებმა სტივენ პირუსმა, რომელმაც საკუთარი მეუღლე საცხოვრებელ სახლში ააფეთქა, რუს ქალზე აპირებდა დაქორწინებას. ინფორმაციას NBC საგამოძიებო ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ "რვა თვეზე მეტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით სხვადასხვა ძალების მხრიდან მუდმივ შემოტევებს განიცდის".

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა

ვახუშტის ხიდთან რამდენიმე მანქანა დაიმტვრა. დამნაშავე მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

„მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის“

ვინაიდან საქართველოს რიგ რეგიონებში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, დროა ავტომობილი ზამთრისთვის მოამზადოთ.

შსს-ს მაშველები ოზურგეთში მწყემსს დაეხმარნენ

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ოზურგეთში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა. სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.გ. ნარკოდანაშაულისთვის გაჩიანში დააკავეს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქარმა სახურავი გადახადა

ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს გვიან ღამით ძლიერმა ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა.