GDSC-ზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს

ბათუმის „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმის მესამე პანელი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების განხილვას დაეთმო. 

მონაწილეებმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებისა და მასთან გამკლავების მექანიზმებზე იმსჯელეს. 


ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას გერმანიის მარშალის ფონდის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უძღვებოდა.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰიბრიდული საფრთხეების საკითხთა ელჩის ეიტვიდას ბაიარუნასის აზრით, ჰიბრიდულ ომში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ ის რუსეთს ოფიციალურ დონეზე აქვს დეკლარირებული „გერასიმოვის დოქტრინის“ სახით. მისი განცხადებით, რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ დასავლურ ღირებულებებს - დემოკრატიას და ინტერნეტ თავისუფლებას იყენებს, რადიკალურ პარტიებს აფინანსებს და ინტერნეტს დეზინფორმაციის კამპანიებისთვის იყენებს.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იაკუბ ლანდოვსკიმ სხვადასხვა ჰიბრიდული ომის მსგავსი ნიშნები მიმოიხილა, როგორიცაა ქმედების უარყოფა და საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დაბნეულობის ხელშეწყობა. მისი მტკიცებით, ჰიბრიდული ომის პასუხი მდგრადობაა. 
„რადიო თავისუფლების“ ბლოგერმა ბრაიან ვითმორმა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდები გაანალიზა: „მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რაც წინ უძღვის კონვენციურ ომს, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კი, ის ჰიბრიდულ ომს კონვენციური ომის მოსამზადებლად არ აწარმოებს.“ სპიკერის აზრით, დროა დასავლეთმა არასამხედრო შეკავების საშუალებებს მეტი ყურადღება დაუთმოს. 
საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარის ელი ტენენბაუმის განცხადებით, ჰიბრიდულ ომზე საფრანგეთში რეალურად საუბარი ტერორისტული აქტის შემდგომ დაიწყო. მან ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის მეთოდები რუსეთის ქმედებებს შეადარა.


 


საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით,თეთნულდზე მყოფი ტურისტი გარდაცვლილია

მესტიაში, თეთნულზე რამდენიმე დღის წინ დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილია.

წყალდიდობა რუსთავში  - გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები. გზებზე გაძნელებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

22-23 ივლისს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრებმა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია საპატიმროში გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ბრალდებულები, მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია გამოკითხეს.

ოსლოში ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი გახსნეს

ოსლოს ცენტრში მდებარე მოედანზე ანდერს ბრეივიკის მსხვერპლთა მემორიალი ​გახსნეს. მონუმენტი წარმოადგენს გამჭვირვალე კედელს, რომელზეც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.

ქართველი წყალბურთელების პირველი გამარჯვება

ბარსელონაში, ევროპის საწყალბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს

"საპარტნიორო ფონდის" დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ჩხოროწყუში მეტალურგიული კვლევისთვის არქეოლოგიური გათხრები ჩატარდება

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეს უბან ჯუმითში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშაოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 11 ათას ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ვაქირში, ანაგასა და მაღაროში. წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადები ახორციელებენ.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიკოსები საუბრობენ

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირადი ექიმები საუბრობენ.

"ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს

გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე "ბეკოს" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს

სტიქია კახეთში - ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დატბორილია რამდენიმე სოფელი და ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

პატრიარქი სამების ტაძარში წირვის დროს შეუძლოდ გახდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა

სანაპირო დაცვის დღესთან დაკავშირებით, ფოთში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ გახსნა.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

გლოვის კვირა ტყიბულში -54 წლის მეშახტეს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში, გლოვის კვირაა. მუნიციპალიტეტი, ელიზბარ მინდელის შახტში აფეთქების შედეგად დაღუპულ მეშახტეებს გლოვობს.

"ექსპერტიზა გაყალბებულია, ჩემი შვილი ამერიკელ ქალს არ გააუპატიურებდა"- ბრალდებული მწყემსის დედის პირველი კომენტარი

ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა, მარინა მარტიაშვილი, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს.

საგამოძიებო კომისია მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ.

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს

ამერიკელი ოჯაიხს მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის ინტერესებს, ადვოკატი დავით გირგვლიანი აღარ დაიცავს.

მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა

ვერაზე, რჩეულიშვილის ქუჩის IV და VI კორპუსების მიმდებარედ, ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.