"გაზელ ფაინენსის" ინვესტიციის დახმარებით რესტორნების ქსელმა „დეგუსტომ” ახალი ობიექტი გახსნა

სწრაფი კვების წამყვანმა ობიექტმა "დეგუსტომ", დღეს, "გაზელ ფონდის" მიერ განხორციელებული ინვესტიციის დახმარებით, ახალი ობიექტი გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, "დეგუსტოს" ფინანსური დირექტორი გიორგი მუშკუდიანი, "გაზელ ფაინანსის" აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, "გაზელის" საინვესტიციო დირექტორი ნათია ჯანელიძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ჰოლანდიის ელჩი ჯოშ დოუმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრნენ.



"გაზელ ფაინანსმა" შპს "გურმანოში" 700,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.


"დეგუსტოს" ობიექტის გახსნაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ მათი უწყება მიესალმება აღნიშნულ პროექტს და სასიხარულოა, რომ ამ პროექტში საპარტნიორო ფონდია ჩართული. მისივე განმარტებით, ეს კარგ საშუალებას იძლევა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის.


"დეგუსტოს" ფინანსური დირექტორის, გიორგი მუშკუდიანის განცხადებით, "გაზელ ფაინენსის" მიერ გაწეული ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერა მათ ქსელის სწრაფი ტემპით გაფართოების საშუალებას მისცემს.


"გაზელ ფაინანსის" მიერ გაწეული ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს, საქართველოში ჩვენი ქსელი სწრაფი ტემპით გავაფართოვოთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, მომხმარებელს ჯანსაღი, ახლად დამზადებული კერძები მივაწოდოთ", - აცხადებს გიორგი მუშკუდიანი.


"გაზელის" საინვესტიციო დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ ადგილობრივი ბრენდის ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინვესტიცია, გარდა კომერციული ეფექტისა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.


"დეგუსტო" "გაზელ ფაინანსის" პირველი წარმატებული ინვესტიციაა, ჩვენ ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბრენდს განვითარებაში. ისინი თბილისის ტერიტორიაზე, დამატებით 7 ობიექტს გახსნიან, ეს არის კომპანია, რომელიც ჯანსაღ პროდუქტს მომხმარებელს შედარებით ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. ინვესტიციის მიზანი, გარდა კომერციული ეფექტისა, დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნაა “,-აღნიშნა "გაზელის" საინვესტიციო დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ.


"გაზელ ფონდის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია "დეგუსტოს" საშუალებას მისცემს, სწრაფად გააფართოოს საკუთარი ქსელი თბილისის მასშტაბით და ორწლიან პერიოდში ობიექტების რაოდენობა ხუთიდან თორმეტამდე გაზარდოს, რის შედეგადაც, ბაზარზე 100-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.


როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ განაცხადა, სასიხარულოა, რომ "გაზელის ფონდი" საქართველოშია წარმოდგენილი. მისივე თქმით, ასეთი ქართული ქსელის, სწრაფი კვების ობიექტების გახსნა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.


"ძალიან სასიხარულოა, რომ "გაზელის ფონდი" წარმოდგენილია საქართველოში და ეს მისი პირველი პროექტის განხორციელებაა. "გაზელის ფონდში" ამერიკული "ოპიკი", ჰოლანდიის ორი საინვესტიციო ბანკი და საპარტნიორო ფონდი მონაწილეობენ. ის ორიენტირებულია, რომ საქართველოში ფინანსური აქტივების 70% იყოს დაბანდებული. "დეგუსტოს" ქსელის განვითარება საკმაოდ საინტერესოა, ტურიზმის აღმასვლას ყველა ვხედავთ და რაც მეტი ასეთი ქართული ქსელის სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნება, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა დავით საგანელიძემ.


ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი დადებითად აფასებს "დეგუსტოს" ახალი ობიექტის გახსნას. მისივე თქმით, ეს არის "გაზელის" პირველი ამერიკული ინვესტიცია და ასევე მოხარულნი არიან იმით, რომ საქართველოში ინვესტიციას "ოპეკიც" ახორციელებს.


ჰოლანდიის ელჩმა, ჯოშ დოუმამ, დამსწრე საზოგადოებას "დეგუსტოს" გახსნა მიულოცა. მან საქართველოში მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის, "საპარტნიორო ფონდისა" და ჰოლანდიური განვითარების ბანკის თანამშრომლობის (FMO) მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება.


აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებული რეფორმების კუთხით, საქართველოს რეგიონში მოწინავე პოზიცია უჭირავს. "გაზელ ფონდი" ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც ევროპისა და აშშ-ს განვითარების ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, FMO-ს (ჰოლანდიური განვითარების ბანკი), ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის (DGGF), ამერიკის მთავრობის საზღვარგარეთ ინვესტიციების კორპორაციისა (OPIC) და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტის, სს „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით სარგებლობს.


"დეგუსტოს" საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და ამჟამად, თბილისში ის ხუთი სწრაფი კვების ობიექტითაა წარმოდგენილი. რესტორნების ქსელი მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების ინგრედიენტებისგან დამზადებულ ქართულ-ევროპულ კერძებს ხელმისაწვდომ ფასად თანამედროვე და სასიამოვნო გარემოში სთავაზობს.
"დეგუსტოს" სწრაფი კვების იაფიან ობიექტებსა და სრული სერვისის მქონე რესტორნებს შორის შუალედური ნიშა უჭირავს. ამასთანავე, ის მზა პროდუქციის მიწოდებას კორპორაციული კლიენტებისთვის, როგორიცაა სუპერმარკეტების მსხვილი ქსელი საქართველოში – "კარფური" წარმატებით ახორციელებს.


"დეგუსტომ" ქართული დიზაინის აქცენტების გამოყენებით, ყურადღებიანი და თავაზიანი პერსონალით, მარტივად შეძლო ერთგული კლიენტურის მოპოვება.


2017 წელს საქართველოს მშპ-ის 4%-ანი ზრდისა და ტურიზმის 20%-ანი მატების ფონზე, რესტორნების ქსელი შეძლებს, ეფექტურად უპასუხოს საშუალო კლასისა და მრავალფეროვანი საერთაშორისო კლიენტების მზარდ მოთხოვნას.


"გაზელ ფაინანსი" კი ინვესტიციების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც კერძო წარმომადგენლობებს ფლობს ევრაზიის რეგიონში და მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას: ფინანსური უკუგების მიღებას მის მიერ მართული ფონდებიდან და სოციალური თუ სხვა კეთილდღეობის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებში, სადაც საინვესტიციო ფონდები ეწევიან თავიანთ საქმიანობას.


"გაზელ ფაინანსის" მიერ "გაზელ ფონდის" დაფუძნება ევრაზიის რეგიონში ზრდის პოტენციალს და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას ემსახურება. დღესდღეობით, "გაზელ ფაინანსის" ოფისები საქართველოსა და სომხეთშია წარმოდგენილი.


კომპანია საქმიანობის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს. "გაზელ ფაინანსის" ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა "ევრაზიის ფონდმა" – არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში.


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა - მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული, - ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში  2.88 თეთრი შეადგინა.
  

ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი IPU-ს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა

14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის  რიგით 139-ე ასამბლეის პარალელურად, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის  შეხვედრები იმართება, რომელში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს.

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს"

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი"

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს პარლამენტში

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მინისტრთან, დანნეკულაესკუსთან.

გიგი წერეთელი ბინალი ილდიმირს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ახალციხეში იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილოებას. 

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი ოლეგ კოზლოვსკი, რომელიც მაგასში მიმდინარე საპროტესტო აქციას აკვირდებოდა 6 ოქტომბერს გაიტაცეს.

 

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ.-ს კითხავენ

გავრცელებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ სუბელიანი,  ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება

კაცი, რომელმაც კელნში მძევალი აიყვანა დაკავებულია

კელნის პოლიციამ კაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა დააკავა.

დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი: სადაც კი შემიძლია მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, მე ამას მივიტან

მაღალმთიან რეგიონში პირველ რიგში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანები აღარ წავიდნენ და პირიქით, დაბრუნდნენ. ეს ნიშნავს განსაკუთრებული პირობების შექმნას.

 

სალომე ზურაბიშვილი: მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული

მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.