ლეგენდარული ბრენდი ThinkPad 25 წლისაა!

კომპანია Lenovo, მსოფლიო ლიდერი სახლისა და ბიზნესისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ლეგენდარული ThinkPad-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.  

ThinkPad უკვე 25 წელია, აოცებს მსოფლიოს თავისი ინოვაციურობით. ბრენდის ისტორია 1992 წლიდან დაიწყო. მოკრძალებული დიზაინით, ძლიერი ტექნიკური პარამეტრებით და მობილურობით გამორჩეული ნოუთბუქი სულ მალე საქმიანი ადამიანების ნოუთბუქის სიმბოლოდ იქცა.


1993 წელს ThinkPad NASA-ს მიერ სერტიფიცირებული პირველი ნოუთბუქი  გახდა, რომელიც მუშაობს კოსმოსში.


წლების მანძილზე ინოვაციური ფუნქციების, სანდოობის და სიმძლავრის მხრივ ThinkPad მსოფლიო ლიდერი გახდა. 25 წლის განმავლობაში Lenovo-მ 130 მილიონზე მეტი ThinkPad ნოუთბუქი გაყიდა.


სტანდარტულ ტესტებთან ერთად Lenovo-ს ინჟინრებმა შეიმუშავეს ინოვაციური ტესტირების მეთოდები, რომლითაც   ნოუთბუქები კიდევ უფრო მკაცრ გამოცდას გადიან, რაც ThinkPad - ის ნოუთბუქების გამძლეობის გარანტიაა. ნოუთბუქი 1.5 მეტრის სიმაღლიდან დაცემის ან მასზე დაბიჯების შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას. Lenovo ThinkPad იმდენად სანდოა, რომ სერტიფიცირებულია აშშ-ს სამხედრო სტანდარტის Mil-SPEC ტესტებით : მათზე არ მოქმედებს მაღალი წნევა, ტენიანობა, ვიბრაცია, მაღალი ტემპერატურა, "ტემპერატურული შოკი", დაბალი წნევა, დაბალი ტემპერატურა, მტვერი და მრავალი სხვა გარემო ფაქტორი.


იმისთვის, რომ მომხმარებელს განსხვავებული ინოვაციები შესთავაზონ, Think დიზაინერები და ინჟინრები სწავლობენ ადამიანთა ქცევებს და ყურადღებით ეცნობიან ბიზნეს მომხმარებლების რეალურ სამყაროს, ატარებენ ექსპერიმენტებს: ცვლიან კომპონენტებს, მათ ვიზუალს ან ქმნიან ახალ მოწყობილობებს. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ThinkPad-ის უახლოეს რევოლუციურ პროდუქტებს, რომლებიც მაღალი წარმადობით და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა.


Lenovo-ს პროდუქცია, მათ შორის ThinkPad ნოუთბუქები საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი. ThinkPad განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოში და ბიზნეს მომხმარებლებისთვის ყველაზე სანდო არჩევანია. მომხმარებელს საცალო ქსელში შეუძლია შეიძინოს 20-მდე სხვადასხვა კონფიგურაციის ThinkPad ნოუთბუქი, ასევე შესაძლებელია იმ მოდელების შეკვეთაც, რომლებიც ბაზარზე არ არის ხელმისაწვდომი.


Lenovo მრავალი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს და მთელს მსოფლიოში წარმოადგენს სანდო, უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტებსა და მომსახურებას, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებს (სათამაშო ხაზის - Legion-ის და ცნობილი ბრენდების Think და Yoga-ს ჩათვლით), სამუშაო სადგურებს, სერვერებს, მონაცემთა შენახვის სისტემებს,  SmartTV სისტემებს, ასევე მობილურ პროდუქტებს სმარტფონების ჩათვლით, მათ შორის ბრენდს Motorola, პლანშეტებს და აპლიკაციებს.


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა კონსტანტინოპოლთან ევქარისტიული კავშირი სრულად გაწყვიტა.

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დავით ცუხიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, ამ დროისთვის, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება.

სალომე ზურაბიშვილი ყაზბეგელ ამომრჩეველს შეხვდა - მე არ ვარ თერგდალეული, მე სენადალეული ვარ

მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული და თურმე ეს არის ამ ქვეყანაში დანაშაული, - ასე მიმართა ყაზბეგელებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6664 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.6376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში  2.88 თეთრი შეადგინა.
  

ბრიტანული "Fear Group"-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი IPU-ს პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა

14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის  რიგით 139-ე ასამბლეის პარალელურად, პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის  შეხვედრები იმართება, რომელში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი მონაწილეობს.

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს"

როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით და გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი"

ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს პარლამენტში

ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუმინეთის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა ლუქსემბურგში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის სახელმწიფო მინისტრთან, დანნეკულაესკუსთან.

გიგი წერეთელი ბინალი ილდიმირს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.

ოჯახში ძალადობის საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს

გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ახალციხეში იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილოებას. 

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი გაიტაცეს

ინგუშეთში Amnesty International-ის თანამშრომელი ოლეგ კოზლოვსკი, რომელიც მაგასში მიმდინარე საპროტესტო აქციას აკვირდებოდა 6 ოქტომბერს გაიტაცეს.

 

ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელ ი.პ.-ს კითხავენ

გავრცელებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ სუბელიანი,  ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება

კაცი, რომელმაც კელნში მძევალი აიყვანა დაკავებულია

კელნის პოლიციამ კაცი, რომელმაც მძევალი აიყვანა დააკავა.

დავით ზალკალიანი: საქართველო აღიარებულია, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

სალომე ზურაბიშვილი: სადაც კი შემიძლია მივიტანო მაღალმთიანი რეგიონების პრობლემები, მე ამას მივიტან

მაღალმთიან რეგიონში პირველ რიგში ისეთი პირობები უნდა იყოს შექმნილი, რომ ადამიანები აღარ წავიდნენ და პირიქით, დაბრუნდნენ. ეს ნიშნავს განსაკუთრებული პირობების შექმნას.

 

სალომე ზურაბიშვილი: მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული

მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული, – ამის შესახებ საპრეზიდენტო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.